კრეატივისაკითხავისაქართველოუკატეგორიო

ჩემი ლექსები 6

მოკლედ ეს, ალბათ ბოლო ნაწილია ამ საიტზე ჩემი “შემოქმედებისა”, მეტად თავს აღარ შეგაწყენთ… ;) ერთ-ერთი ლექსი ეძღვნება დაჩის და იცის რატომაც… ;)

სინათლის ანგელოზი (ეშმაკი)

სიცილ–ხარხარში აწვება სევდა,
თვითონაც იცის, რომ შესცდა მაშინ,
თუ ცხოვრებაში ერთხელ დახატავ,
უნდა იცოდე, რომ ვეღარ წაშლი…

და სიამაყეც სევდანარევიც,
უნდა ბოროტით, რომ გადაფაროს,
გულზე ატყვია ნაიარევი,
იცის, რომ ტვირთად აწევს სამყაროს…

მაგრამ არ ძალუძს შენდობის თხოვნა,
ამპარტავნება ჯაბნის სინანულს,
ზეცისა ნაცვლად მიწაზე ხოხვა,
მან ამჯობინა ღმერთის სიყვარულს!!!

ძნელია, როცა…

ძნელია, როცა ზიზღით მოცულხარ,
ძნელია, როცა არ იცი რა ქნა,
გადარჩენილხარ, დღემდე მოსულხარ,
საქართველო კი ნელ–ნელა გაქრა!!!

ძნელია, როცა შენი არ ესმით,
ძნელია, როცა ცხელია გული,
სისხლი და ხორცი, რომ ტყვიას გესვრის,
სურს ამოგხადოს როგორმე სული…

ძნელია, როცა სხვისი ტკივილი,
დანარჩენისთვის კედელს ცერცვია,
სულისშემძვრელი დედის კივილი,
ყოველ წამს გრძნობ, რომ უფრო გებრძვიან…

ძნელია, როცა გქვია ქართველი,
შენს სამშობლოს კი თვალწინ ჰყიდიან,
სულში გაფურთხებს შენი მმართველი,
სინდის–ნამუსი ფეხზე ჰკიდია…

ძნელია ყოფა, ქვეყნად სიცოცხლე,
რამდენ გიჟს ნახავ, რამდენ ფეთიანს,
ღმერთო იქამდე მაინც მაცოცხლე,
ერთხელ შევხედო მამულს, ერთიანს!!!

ჩემს ეზოში

ჩემს ეზოში, როცა ღამით,
ხის ფოთლები შრიალებენ,
მეჩვენება, თითქოს წამით,
ცოცხლდებიან, ჟრიალებენ…

მერე ჩურჩულს ატეხავენ,
ათენებენ, აღამებენ,
არც არაფერს გატეხავენ,
არც არაფერს აშავებენ…

ეს ფოთლები, ჩემთვის, მუდამ,
ჰგვანან ჭორიკანა ქალებს,
სულ, რომ ლაპარაკი უნდათ,
აცეცებენ ჭროღა თვალებს…

და როდესაც დაღამდება,
ვარსკვლავებს, რომ მთვარე წასხამს,
კაცის ყური დახამდება
მათ ლაპარაკს და მათ ნათქვამს…

ბუნება

ფოთლების შრიალი,
ხმაურით მეძახის,
ხან მეხის გრიალი,
მტევნები ვენახის,
მეძახის ბუნება,
სულს ესალბუნება,
მინდორი ტრიალი,
უღრანში ყიალი,
ფუტკრების ზუზუნი,
დათვების ბურტყუნი,
ყვავილთა ჩურჩული
და ვითარც ურჩხული
მოდის ადამიანი!!!

თამარის მოდგმა

თამარის მოდგმა ატარებს პირსინგს,
გოგოც და ბიჭიც ტატუს იკეთებს,
ზოგიერთს პურის ფულიც კი გვიჭირს,
ზოგი კი სიკვდილს დოზად იკეთებს…

რანი ვიყავით და სად მოვედით,
ახლა საითკენ მივექნებით?!
“მაიმუნები” კვლავ გავცხოველდით,
მტრების ხაფანგში ნებით გავებით…

სულ მთლად მოვეშვით,
მღვრიე მორევში,
დღეს კი ვირევით,
წარსულს გმირები!!!
სხვების ქილიკით,
ბრძენის მიმიკით,
უფლის ბილიკი ჩვენ დავივიწყეთ…

და თუ კი გვინდა მიღწევა რამის,
თუკი ფერხულში კვლავაც ჩავებით,
ზოგჯერ მოგვიწევს გათევა ღამის,
იმედებით და თავშეკავებით…


გიორგი ხერგიანი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close