კეთილი იყოს თქვენი შემოხედვა …
ისრაელის ცენტრში,იერუსალიმის,თელ-ავივის და ბერ შევას შუა სამკუთხედში მდებარეობს ისტორიული ნაკრძალი ბეიტ-გუვრინი. რომის იმპერიის ბატონობის დროს ,პალესტინის ტერიტორიაზე ბეიტ-გუვრინი იყო სახელმწიფოს ერთ-ერთი ძლიერი ქალაქი ,რომლის მთავარი მიზანი იყო იერუსალიმიდან ზღვისკენ მიმავალი გზის გაკონტროლება. 1948 წლამდე ამ ადგილზე იყო უბრალო არაბული სოფელი, აჟამად კი აქ არის ისტორიული ნაკრძალი, უამრავი დაუსახლებელი გამოქვაბულით, კოლუმბარიებით და სამარხებით.
ყველაზე საინტერესო ბეიტ-გუვრინში ,როგორც ხედავთ და მემგონი რომ მიხვდით ის არის რომ იგი მთლიანად დამალულია ქვიშაში. სწორედ ამის გამო როდესაც ამ მიდამოებში მოხვდებით, თავიდან ვერ გაიგებთ რა არის აქ საერთოდ, უბრალოდ მოავლებთ თვალს და შეიძლება ჩათვალოთ რომ ლანდშაფტი გამოიყურება მხოლოდ და მხოლოდ ესე (უბრალოდ)…
ზოგიერთ ადგილას არის ცარცის დიდი კლდეები , რადგან ძველად ბეიტ-გუვრინში მოიპოვებდნენ ცარცს (ნუ ლოგიკურია)…
გზად გვხდება შესამჩნევი პირველი გამოქვაბულები, სადაც მოჩუქურთმებული არის ცარცის კლდეები. ძნელია თქვა რომელ პერიოდს მიეკუთვნება კონკრეტული გამოქვაბული რადგან, ისტორია იწყება
ჩვ.წ.აღ-მდე X საუკუნეში. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქალაქი მრავალჯერ დაიპყრეს და გაანადგურეს (აქ მრავალი სხვადასხვა ეროვნების ხალხს დაედო ბინა) . ყველაზე ძველი ისტორიული მტკიცებულება უნდა მივაკუთვნოთ II-III საუკუნეს ჩვ.წ.აღ-მდე. არსებობს რათქმაუნდა უფრო ძველი საუკუნეების შედეგად შემორჩენილი ძეგლები. ეს გახლავთ ყველაზე ჩვეულებრივი ვერსიები გამოქვაბულების,მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ თითოეულ გამოქვაბულს ჰქონდა თავისი დანიშნულება.
უფრო რთული სახის გამოქვაბულები წარმოადგენენ საცხოვრებელ კომპლექსებს,რომელიც შედგებოდა არა მხოლოდ საცხოვრებლისა ,არამედ პლიუს რაიმე სახის დაწესებულებისაგან.
როგორც მიხვდით ძველ დროში სახლები მდებარეობდა გამოქვაბულებში, რომელსაც აკეთებდნენ კლდეში. მერე და მერე კი დამატებით სახლებს უკვე გამოქვაბულების თავზე აშენებდნენ…
შედარებით თანამედროვე სახლის ვარიანტები იმით გამოირჩევა რომ , მათ აქვთ გამოქვაბულთან მისასვლელი გზა რადგან კიბეებს თხრიდნენ თავად გამოქვაბულთან ერთად.
უმეტეს სახლს-გამოქვაბულებში კიბეები ჩადიოდა ღრმად მიწის ქვეშ. დაბლა კი მდებარეობდა ლაბირინთები ოთახებისა და დაწესებულებებისა რომლებიც იყო ერთმანეთთან შეერთებული გადასასვლელებით. საშუალო სიმაღლე გამოქვაბულისა იყო 12-15 მეტრი.
ყოველ საცხოვრებელ სახლს ჰქონდა თავისი წყლის შესანახი “ბაკი” … ამ ადგილებში არ იყო მიწისქვეშა წყლები და ამის გამო ქალქის თავზე იყო გაშენებული წყლის მოსამარაგებელი სისტემა. რომელიც ამარაგებდა წყლით მთელ ქალაქს.
სახლებში იყო ზეთის გამოსახდელი დანადგარი , რასაც ამზადებდნენ ზეთისხილისგან. წესისამებრ ზეთის გამოსახდელთან შესაძლებელია ვიხილოთ წყლის ჭა, რომელსაც იყენებდნენ სარიტუალოდ საქმის წინ….. ქალაქის მშენებლობის ძირითად ნაწილს ათარიღებენ II-III ჩვ.წ.აღ-მდე…
არსებობს კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი საცხოვრებელი კომპლექსისა, რომელსაც ეწოდება – კალუმბარი. აქ ამრავლებდნენ მტრედებს, რომლებსაც იყენებდნენ საკვებად და წმინდა რიტუალების შესასრულელბლად. უმეტესობა კალუმბარებისა იყო წლის შესანახად, რაც გამოიხატებოდა მისი ოვალური ფორმით. კალუმბარების რაოდენობით და ზომით თუ ვიმსჯელებთ, აქ გახლდათ ძალიან ბევრი მტრედები-
ესე ვთქვათ – “დაბინავებული”
არსებობდა კალუმბარები რომლებიც იყო მხოლოდ კალუმბარიამი და არაფერი მეტი. ანუ ეს არის უდიდესი ჯვრისებური ფორმის შენობა. სიდიდის მიხედვით აშკარად დიდია ეს შენობა ვიდრე ჩვეულებრივი კალუმბარიამი რომლებასც იყენებდნენ მხოლოდ წყლის შესანახად.
….მოკლედ რამდენი მტრედი იყო აქ და საერთოდ რა ხდებოდა?! ამაზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს და ძნელია. საერთო ჯამში ნუ….
გამოვიდეთ სუფთა ჰაერზე და თვალი მოვავლოთ ირგვლივ არსებულ ტერიტორიას. სადაც შესამჩნევად ჩანს ნანგრევები წმინდა ანას ეკლესიისა
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ამ კუთხეში ცხოვრობდა და იყო დასაფლავებული მარიამ ღვთისმშობლის დედა -ანა.
ლეგენდის მიხედვით მარიამის მშობლები ცხოვრობდნენ ქალაქ ციპორში, შემდეგ გადავიდნენ იერუსალიმში, სადაც დაიბადა მარიამი. თავისი ცხოვრების ბოლო დღეები , ანამ თითქოსდა გაატარაა
ბეიტ-გურვინში, სადაც თავის დროზე ბიზანტიელებმა ააგეს ტაძრები…
სხვა ვერსიის თანახმად, ანას ფერფლი განისვენებს იერუსალიმში ელეონის მთასთან, ან არსებობს ლეგენდა რომ მისი ფერფლი გადაასვენეს იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში VIII საუკუნეში.
…მოკლედ , როგორც ყოველთვის, ეს საქმეც ბურუსითაა მოცული მაგრამ ეკლესია კი ნამდვილად დგას – უფროსწორედ იდგა!
ტაძარი როგორც ავღნიშნეთ ააშენეს ბიზანტიელებმა მაგარამ გაანადგურეს არაბებმა. გარკვეული დროის შემდეგ ტაძარი ისევ აღადგინეს ჯვაროსნებმა, მაგრამ ისევ განადგურდა, სადაც კვლავ არაბების ხელი ერია.
ნუ რაც დარჩა ის დარჩა… ისიც ნაწილი, აღდგენილი ნაწილისა.
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილი ქალაქისა არის გამოქვაბულის სამარხები. კედლები ამ სამარხებისა დაფარულია კლდის ნახატებით, რომელიც შეიძლება შევადაროთ ეგვიპტურ სამარხებს.
სამარხები თავისი ნახატებით ასევე II-III საუკუნეს მიეკუთვნება ჩვ.წ.აღ-მდე.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნავობა ბეით-გურვინში არის ე.წ “სამრეკლო გამოქვაბული”
ეს გამოქვაბულები უფრო შემდგომ პერიოდს მიეკუთვნება VII საუკუნეს ჩვ.წ.აღ-ით . აღნიშნულ გამოქვაბულს იმიტომ დაარქვეს “სამრეკლო” ,რადგან ფორმით გამოქვაბული ჰგავდა ზარს…. მსგავს გამოქვაბულებს თხრიდნენ ქვის მოსაპოვებლად რომელსაც იყენებდნენ მშენებლობისთვის.
გამოქვაბულების ზემოდან იყო პატარა ზომის ხვრელები, და რაც უფრო ღრმა იყო ხვრელი მით უფრო ფართო იყო მსგავსი ტიპის გამოქვაბული.
სიმაღლის მიხედვით ეს ყველაზე დიდი გამოქვაბულებია ბეით გურვინში , დაახლოებით მისი სიმაღლე 25 მეტრამდე.
-მემგონი რაღაც ახალი შევიტნე საიტის ისტორიაში რას იტყვი ნიკოლოზ?
-ოოოჰ, ვიტყვი რომელი ბატონოჩემო, შეიტანეთ და თან როგორ!
-გაიხარე