გასართობისასარგებლოსურათები

გულები, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა…

212210018a86
კუნძული გალესნიაკი.ხორვატია
პატარა უკაცრიელი კუნძული ადრიატიკის ზღვაში, რომლის ფართობიც სულ რაღაც 108 ათასი კვ.მეტრია, მფლობელი გახლავთ ვლადო დჟურესკო. ამ კუნძულმა დიდი პოპულარობა მოიპოვა 2009 წლის თებერვალში, როდესაც პროგრამა Google Earth მომხმარებლებმა აღმოაჩინეს.

0f5e3df6c906
კუნძული ტავარუა. ფიჯი

არაჩვეულებრივად ლამაზი, ნამდვილი სამოთხე, რომელიც ფიჯიში მდებარეობს. საუკეთესო დასასვენებელი ადგილი შეყვარებულთათვის.

924fd04c1ef1
გული ფორმის კუნძული. ტბა გუტიერესი. პატაგონია

ეს სილამაზე არგენტინაშია. საუკეთესოდ ჩანს აღმოსავლეთ მხრიდან. ნამდვილი სიყვარულის კუნძული.

29e7dfa741fb
დიდი ბარიერული რიფის ერთ-ერთი ნაწილი. ავსტრალია

ამ სილამაზეს ზემოდან უნდა შეხედოთ. ყველა ირწმუნება, რომ ის ამად ღირს ნამდვილად.

cf8f9c6cf4ed
ტყე გულის ფორმით. კანტაბრიის პროვინცია. ჩრდილოეთ ესპანეთი.

ამ სილამაზესაც  ზემოდან უნდა  შეხედოთ. სწორი კუთხის შერჩევაა აუცილებლად საჭირო, რომ დატკბეთ სანახაობით.

8014753a08a3
ტბა გულის ფორმით. ოჰაიო

ტბა, რომელსაც იდეალურად გულის ფორმა აქვს. მასზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ კერძო საკუთრებაშია.

740c1ae5b17f
გული მანგოს ხეებისაგან. ახალი კალედონია.

ეს არაჩვეულებრივი სურათი გადაიღო ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა იან არტუს ბერტნარდმა (Yann Arthus Bertrand). მას შემოვლილი აქვს 76 ქვეყანაზე მეტი და გადაღებული აქვს თითქმის 100 000 არაჩვეულებრივი სურათი. ყველაზე ცნობილს თქვენ ხედავთ აქ. ეს სურათი მან განათავსა თავის წიგნის გარეკანზე სახელწოდებით “მსოფლიო ფრინველის გადმოსახედიდან”.

f403d34dc0c1
ტბა გულის ფორმით. ჩამბრა. ინდოეთი.

ინდოეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ადგილი, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობენ წყვილები და რომელთანაც გაშიშვლება არ ითვლება სირცხვილად.

3be861205267
გუანდუს ნაციონალური პარკი. ტაივანი

მდებარეობს ქალაქ ტაიპეიში, რომელსაც 57 ჰექტარი ფართობი უჭირავს.

**********************************************************************************
**********************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close