გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ქაღალდისა და კალმის გამოგონების ისტორია

8e1de8aa84f6

ისტორია იხილეთ გაგრძელებაში, მართლაც საინტერესოა ;)

ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას.

ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში. თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე – რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა. :lol2:

შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინველის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამს .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე.
თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 – ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი.

დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ – ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია … :cool:

წყარო-  www.education.ge

BY SUN :thanks: :thanks: :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button