გასართობისაკითხავისასარგებლო

ყველაზე არაჩვეულებრივი და ძლიერი ალკოჰოლური სასმელები

856026f90998

ღვინო უზარმაზარი ობობით, ან გველი კონიაკში, შეძლებთ დალიოთ ასეთი რამ? ასე რომ, წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო და ყველაზე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს.

fcb004af1f72

ჩიჩა (Chicha), სასმელი მზადდება სიმინდისგან სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში და ითვლება მსოფლიოში ერთერთ უძველეს ალკოჰოლურ სასმელად. ჩიჩა პირველად დამზადდა რამდენიმე ათასი წლის წინ და მას მოიხმარდნენ ინკები, მაგრამ დღეისთვის ტრადიციული ჩიჩა მზადდება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, ესენია: პერუ, ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და კოსტა რიკა.

1b085fa9a3a9

კიდევ ერთი უცნაური სასმელი – Pulque, მექსიკის ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი, დამზადებულია აგავისა და მაგის წვენისგან. ამ სასმელს ძალიან ძველი ისტორია აქვს, აი მაგალითად აცტეკების პერიოდის სტატუეტი, რომელსაც ხელში უჭირავს პულკეს ბოთლი.

c28dfac043d5

შემდეგია შუა აზიაში ერთერთი პოპულარული სასმელი, კუმისი – ეს არის მომთაბარეების ტრადიციული სასმელი, რომელიც მზადდება დედალი ცხენის რძისგან. ეს რბილად ალკოჰოლური სასმელი შეიცავს მხოლოდ 2.5% ალკოჰოლს.

39db1c08674b

თუ ცხენის რძისგან დამზადებული სასმელი თქვენს გემოვნებაში არ ჯდება მაშინ არაყზე რა აზრის ხართ? არაყი Bakon მზადდება სიეტლში, რომელიც გამოდის ბეკონის არმოატით, ამ ფირმის არაყი ასევე გამოდის მთლიანი წიწაკებით.

e327a3ffb4c0

ebfaa670df9a

Mezcal, კიდევ ერთი სასმელი მექსიკიდან. ისევე როგორც ბეკონის არაყი, ამ ლიქიორის საფუძველი არის ხორცი. ეს ჭიები არიან ჩრჩილის მატლები, რომლებიც ცხოვრობენ აგავის ნაყოფში. არავინ იცის როდიდან დაიწყო ლიქიორში მატლის ჩასმის ტრადიცია, მაგრამ ალბათ ეს არის სასმელის სიძლიერის დასამტკიცებლად, რადგან მასში არაფერი მოსდის დამარილებულ ჭიას.

9944715e0f7f

Lizard Wine. ეს სასმელი მზადდება ჩინეთში და მასში არის ნამდვილი ხვლიკი. შეიძლება თქვენთვის არ იყოს მიმზიდველი, მაგრამ გემო აქვს კონიაკის და აუმჯობესებს მხედველობას!

3c53925549fe

კიდევ ერთი ღვინო სავარაუდო სასარგებლო თვისებებით, არჩენს ხველას და მისი დალევა რეკომენდირებულია ცივ დღეებში. ეს ღვინო მზადდება პატარა წრუწუნებისგან, ამ სასმელს აწარმოებს კორეა. ამ სასმელში ნამდვილად არის ახალდაბადებული წრუწუნები, რომლებსაც ათავსებენ ბრინჯის ღვინოში, აჩერებენ 1 წლის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ სვამენ.

2841097ffee7

შემდეგია გველიანი ლიქიორი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან, ეს სასმელიც ითვლება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად არჩენს თმის ცვენას. სასმელი მზადდება უკიდურესად შხამიანი გველებისგან, მაგალითად კობრასგან.

856026f90998

წრუწუნებით და გველებით თუ არ მოიხიბლეთ, რა აზრის ხართ ობობებზე და მორიელებზე? ეს ბრინჯის არაყი მზადდება ტაილანდში, მასში მოთავსებულია ობობა, რომელიც არ არის შხამიანი.

ეს იყო ყველაზე უჩვეულო და არასასიამოვნო სასმელები, ახლა კი ყველაზე ძლიერების დროა!

01668d1604f8

ამ თვალსაზრისით, ალკოჰოლის შემცველობით ყველაზე ძლიერ სასმელად ითვლება Everclear. Everclear შეიძლება შეიცავდეს 95% ან 75% მარცვლეულის ალკოჰოლს, რაც შესაბამისად არის 190 და 151 გრადუსი. მას იშვიათად მოიხმარენ ცალკე, ჩვეულებრივ იგი გამოიყენება კოქტეილებში დასამატებლად.

32c06ed487dbf435d565d5ea

Bacardi 151 შეიცავს 75.5% ალკოჰოლს, რაც 151 გრადუსის ტოლია, წინა სასმელის მსგავსად ესეც გამოიყენება კოქტეილებში. ეს სასმელი არის ცეცხლსაშიში და გამოიყენება აალებულ სასმელად, როგორიცაა B-52.

24e9726c060b

Raicilla მას უწოდებენ მექსიკურ ფანტაზიას, მისი ალკოჰოლურობა 100 გრადუსზე მეტია.

1da2df0b1c96

აბსენტი – მომდევნო ძლიერ ალკოჰოლური სასმელი, მასში ალკოჰოლის შემცველაბა არის 45% ან 74%. აბსენტი შეზავებულია ანისულით და მზადდება სხვადასხვა მცენარისგან. როგორც წესი აბსენტი არის მწვანე, მაგრამ შესაძლებელია იყოს უფეროც, რადგან სიძლიერის გამო მას აზავებენ წყლით. აბსენტმა პოპულარობა მოიპოვა შვეიცარიაში, ჯერ კიდევ IXX და XX საუკუნეებში აბსენტმა პოპულარობა მოიპოვა პარიზში, მხატვრებსა და მწერლებს შორის, რომლებიც გახდნენ “მწვანე ფერიის” თაყვანისმცემლები.
1915 წლიდან აბსენტი აიკრძალა მრავალ ქვეყანაში ნარკოტიკული შემცველობის გამო. 1990 წლიდან, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში კვლავ დაიწყეს აბსენტის წარმოება. ჩეხეთის რესპუბლიკაში ამზადებენ აბსენტს რომელიც ყველაზე ალკოჰოლურია, რადგან მას ამატებენ ჰაშიშს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close