Youtube – ყველა დროის საუკეთესო საიტი?
Youtube.com, საიტი რომელიც ყველამ იცის ვისაც ინტერნეტთან რამე შეხება ჰქონია.
ალბათ, ისევე როგორც უმრავლესობას, მეც ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს ამ საიტთან. ეს საიტი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა და ყოველდღიურად მილიარდამდე ვიდეოს უყურებენ ამ საიტზე. ეს ჩემს წინა პოსტებშიც ავღნიშნე მაგრამ აქაც ავღნიშნავ რომ წუთში Youtube-ზე ატვირთული ვიდეოების საერთო ხანგძლივობა 20 საათია, ეს იმას ნიშნავს რომ ერთ საათში ატვირთული ვიდეოების საყურებლად 50 დღე დაგჭირდება.
ამ საიტს საკუთარი ვარსკვლავები ჰყავს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი ეთაყვანება.
Youtube-ზე ათი ყველაზე პოპულარული არხი (chanell) არის:
nigahiga იგივე რაიან ჰიგა, ამ პოსტის წერის მომენტში ჰყავს 2 666 148 მომხრე (Subscriber, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი თარგმანი ეს არის)
Fred იგივე ლუკას კრუიკშანკი, ჰყავს 1 976 019 მომხრე
RayWilliamJohnson იგივე რეი ვილიამ ჯონსონი, ჰყავს 1 932 108 მომხრე
ShaneDawsonTV იგივე შეინ დოუსონი, ჰყავს 1 930 456 მომხრე
smosh იგივე იან ჰეკოქსი და ენტონი პადილა, ჰყავს 1 815 267 მომხრე
ShaneDawsonTV2 შეინ დოუსონის მეორე არხი
MysteryGuitarMan იგივე ჯო პენა, ჰყავს 1 334 095 მომხრე
machinima, ჰყავს 1 332 948 მომხრე
sxephil იგივე ფილიპ დეფრანკო, ჰყავს 1 282 426 მომხრე (სურათზე ფილიპ დეფრანკო არ არის)
davedays იგივე დეივ დეისი, ჰყავს 1 222 377 მომხრე
ალბათ გიფიქრიათ რატომ წვალობენ ამდენს ვიდეოების გაკეთებისთვის, სინამდვილეში პასუხი მარტივია, ისინი ამაში ფულს იღებენ, კერძოდ ყოველ ათას ნახვაზე ისინი 5 დოლარს იღებენ, ზოგიერთი ცნობილი სახე Youtube-ზე წელიწადში 150 000-100 000 დოლარს გამოიმუშავებს, ოღონდ ამისთვის საჭიროა გახდე Youtube-ს პარტნიორი.
სამწუხაროდ შეუძლებელია იმის დადგენა თუ ვის აქვს ატვირთული ყველაზე მეტი ვიდეო, არადა საინტერესო იქნებოდა, მე რაც ნანახი მაქვს ყველაზე მეტი machinima–ს აქვს, 10 974 ვიდეო. (თუ ვინმემ იცით ვის აქვს უფრო მეტი კომენტარებში დაწერეთ)
მოკლედ, როგორც მაღლა ავღნიშნე ამ საიტზე მიჯაჭვული ვარ და ყოველდღიურად მინიმუმ 1 საათს ამ საიტზე ვატარებ, თუმცა ვიდეობის ყურების გარდა სხვა რამის შემჩნევაც შეიძლება, მაგალითად თუ კომენტარებს კითხულობ მაშინ შეიძლება ბევრი რამ გაიგო იმ ხალხის შესახებ რომელიც ამ საიტს იყენებს, ესენი კი ძირითადად ამერიკელები არიან (უფრო ზუსტად კი 66%).
ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ერთი ტიპის ვიდეოებზე სულ ერთიდაიგივე შინაარსის კომენტარები იტოვება, მაგ: ვიდეო ეხება ფეხბურთს, აქ არის ორი ვარიანტი. თუ ვიდეო ატვირთა ამერიკელმა მაშინ ფეხბურთის მაგივრად წერია “soccer”, ეს არ მოეწონება ევროპელს და დაწერს რომ ამ თამაშს ფეხბურთი ჰქვია, ეს ყველაფერი გადაიზრდება კამათში რომელიც საბოლოოდ გინებით მთავრდება, მეორე ვარიანტი არის როცა ვიდეოს ევროპელი ტვირთავს, აქ ყველაფერი პირიქით ხდება, მაგრამ მაინც კამათით მთავრდება ყველაფერი.
სანამ გავაგრძელებდე ჯერ უნდა ავღნიშნო რომ არსებობს გეიმერების ტიპი, ეგრედწოდებული “PS3 Fanboys” და “XBox 360 Fanboys”, ისინი ან ეთაყვანებიან PS3-ს ან XBox 360-ს, ამიტომ თუ შეხვალთ Youtube-ზე და ნახავთ ვიდეოს ნებისმიერი თანამედროვე ვიდეოთამაშის შესახებ, კომენტარებში აუცილებლად წააწტდებით მათ შორის კამათს. თან ვერცერთი მათგანი ვერ ასაბუთებს რატომ არის “Fanboy” ამათუიმ ფლატფორმის.
ალბათ ყველაზე სახალისოა როკის მსმენელების კომენტარები, რომლებიც მიწასთან ასწორებენ ჯასტინ ბიბერს და მისნაირებს. მაგალითად ცოტა ხნის წინ დაიწყო მაშტაბური “ოპერაცია”.
თუ ინგლისური არ იცი ვთარგმნი:
ყველამ მომისმინეთ!
როკის მსმენელებო
პირველ სექტემბერს ჩვენ ყველამ უნდა ვნახოთ ჯასტინ ბიბერის ვიდეო “BABY” რომელსაც 240 მილიონი ნახვა აქვს, ყველამ უნდა დატოვოს ნეგატიური კომენტარი და არ მოიწონოს ვიდეო.
ჩვენი მიზანია დაწუნების (Dislike) მხარე უფრო დიდი გახდეს ვიდრე მოწონების(Like).
ეს კომენტარი ამჟამად თითქმის ყველა როკ-ჯგუფის ვიდეოებზეა და რაც მთავარია მათ საწადელს მიაღწიეს… შეგიძლია შენით ნახო…
ერთი კი ვერ გაითვალისწინეს, მათი წყალობით ამ ვიდეოს ახლა 240 კი არა 320 მილიონი ნახვა აქვს.
ბოლოს კი მინდა გაჩვენოთ ვიდეო რომელიც ამ ბოლო დროს ყველაზე ძალიან მომეწონა Youtube-ზე, ამ ვიდეოში კარგად არის ასახული თუ როგორ შეიძლება შეცვალოს მუსიკამ ფილმი, კადრები არის ფილმიდან “დებილი და უფრო დებილი”, ხოლო მუსიკა არის ახლახანს გამოსული ფილმი “Inception”-ს თრეილერიდან. მუსიკას ქვია “Mind Heist”, კომპოზიტორი ზაკ ჰემსი. ამ მუსიკამ ეს კომედია მართლაც რომ სერიოზულ ფილმს დაამსგავსა.
FIN
ჩემი პასუხი: ერთს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ჩემი საყვარელი არხებია: juliansmith87, onision ეს ადამიანი ნამდვილად დარტყმულია და ბოლოს freddiew