ლუიზას ტბა
ლუიზას ტბა მდებარეობს კანადის კლდოვანი მთების სამხრეთით. ტბის ფართობი არის 0.8 კვადრატული კილომეტრი, სიგრძე თითქმის 2 კილომეტრი, ხოლო სიგანე 0.5 კილომეტრი.
მის არაჩვეულებრივ ნათელ ფერს იწვევს მყინვარებიდან ჩამონადენი წყალი. თავიდან ტბა ცნობილი იყო, როგორც ზურმუხტის ტბა, მაგრამ შემდგომ გადაერქვა სახელი და დაერქვა ლუიზა, პრინცესა ლუიზას საპატივსაცემოდ, პრინცესა ლუიზა იყო დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილი და კანადაში დიდი ბრიტანეთის კოლონიის გუბერნატორის მეუღლე.
ტბასთან ახლოს ბევრია პატარპატარა ტბები და ჩანჩქერები.
ამ ტერიტორიაზე ეკოლოგიური მდგომარეობა ნამდვილად სახარბიელოა, ტბის გარშემო ბინადრობს უამრავი ცხოველი.
ტბის შემოგარენში არის ბევრი სასტუმრო, დასაბანაკებელი ადგილები და ტურისტული ბაზები.
სასტუმროებს შორის ყველაზე დიდია Fairmont Chateau, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ლუიზას ტბის ნაპირზე.