გასართობისაკითხავისასარგებლო

ძარცვა ინგლისურად


1964 წლის ზაფხულში ვიკსონ გრინის “ვ” განყოფილების საკნიდან განსაკუთრებით საშიში დამნაშავე გაიქცა.

ეს ამბავი ასე მოხდა.

ქუჩის მხრიდან საპყრობილეს რამდენიმე ნიღაბაფარებული კაცი მიადგა.ექვსმეტრიანი ღობე კიბეებით გადალახეს,სხვადასხვა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ციხის ყველა კარი გახსნეს,რეზინის ხელკეტებით ზედამხედველები დაარეტიანეს და გაანთავისუფლეს მთელ მსოფლიოში ცნობილი ჩარლზ უილსონი,რომელსაც რამდენიმე თვის წინ 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.ჩარლზს უილსონი უგზო-უკვლოდ გაქრა.

რამდენიმე თვის შემდეგ სულ სხვა ციხიდან გააქციეს არანაკლებ ცნობილი დამნაშავე,ასევე 30 წლით თავისუფლებააღკვეთილი რონალდ ბიგსი.

ორივე დამნაშავე სასჯელს იხდიდა ინგლისში განხორციელებული ყველაზე დიდი ძარცვისთვის,რომელიც მაშინვე “საუკუნის ძარცვად”მონათლეს.კერძოდ 1963 წელს,ყაჩაღთა ბანდამ,რომელსაც უილსონი და ბიგსი მეთაურობდნენ,გლაზგო-ლონდონის რკინიგზის გადასარბენზე საფოსტო მატარებელი გაიტაცა და არც მეტი,არც ნაკლები,7 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეუცვალა ადგილსამყოფელი.
იმ ღამით დიზელ-ექსპრესის სამართავ პულტს 57 წლის მემანქანე კეკ მილზი უჯდა,დამხმარედ კი 26 წლის დევიდ უიტბი ჰყავდა.
მატარებელი 13 ვაგონისგან შედგებოდა,მათგან თორმეტში წერილები,და ამანათები ეწყო,ხოლო ნომერ მეორე ვაგონში კი წვრილი კუპიურებით გამოტენილი 128 ტომარა იდო,რომლებსაც საფოსტო დაცვის ხუთი შეიარარებული მცველი მიჰყვებოდა.
სადგურ სირზ კროსინგის მისადგომთან მემანქანემ ყვითელი შუქნიშანი შენიშნა და შემადგენლობის დამუხრუჭება დაიწყო,ამავე წამს წითელი შუქი აინთო და მატარებელიც შეჩერდა.

საათის ისრები ოთხის ნახევარს აჩვენებდა.უიტბი ქვანაყარზე ჩახტა,რათა საავარიო ტელეფონით დაერეკა,რომელიც შუქნიშნის მახლობლად,ჯიხურში უნდა ყოფილიყო.როდესაც უიტბი ჯიხურში შევიდა,გაოცებულმა შენიშნა,რომ ტელეფონის გაყვანილობა ვიღაცას გადაეჭრა.

მემანქანის თანაშემწე სწრაფად შემობრუნდა,რათა მომხდარის შესახებ მალზისთვის ეცნობებინა,და ამ დროს დაინახა,რომ მეორე და მესამე ვაგონის შორის ვიღაც უცნობი კაცი იდგა.

“მოშორდი მანდედან”-გაავებით შეჰყვირა უიტბიმ და უცნობისკენ გაემართა,მაგრამ ის ხელების ქნევით და რაღაცის ბურტყუნით მას მიუახლოვდა და თავში რეეზინის ხელკეტი ჩასცხო,შემდეგ კი ლიანდაგს იქით ფერდობზე გადააგორა.

უიტბიმ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო,ისე სწრაფად გაკოჭა ორმა კაცმა,ხოლო მესამემ შიშის მომგვრელი სიმშვიდით ამცნო:
“როგორც კი დაიწკმუტუნებ,იმწამსვე გაგათავებ!”
“ჩუმად ვიქნები, ჩუმად,-დაიჩურჩულა გაბაწრულმა,”ხმის ამომღები არ ვარ”.
“ძალიან კარგი”.შეაქო მძარცველმა.

ამასობაში მემანქანე მილზი უკვე ნერვიულობდა,თუმცა საფოსტო მატარებლის ძარცვაზე არც უფიქრია,ასეთი რამ ინგლისის ისტორიაში ჯერ არ მომხდარიყო.

შემდეგ მილზმა იგრძნო,რომ დიზელის კიბეებზე ვიღაც ფეხაკრეფით ამოდიოდა,მილზი სწრაფად შებრუნდა და დაინახა ნიღაბაფარებული კაცი,რომელსაც ხელში ეჭირა რკინის მილი.”ასე იოლად არ დაგ….” გაიფიქრა მალზმა და ფრაზის დამთავრებაც ვერ მოასწრო,რომ ზურგის მხრიდან რეზინის კეტი ჩასცხეს თავში და გულწასული გააგორეს.

გონს მოსულმა მემანქანემ აღმოაჩინა,რომ დიზელის კაბინა უცნობი ხალხით იყო სავსე,ყველას ერთნაირად ეცვა და ეხურა, ნიღბებიც კი ერთნაირი ჰქონდათ აფარებული.თავდამსხმელები სამართავ პულტს უჩხიკინებდნენ და დიზელ-ექსპრესის დაძვრას ცდილობდნენ.ბევრი იჯახირეს და როდესაც ვერაფერი გააწყვეს,მილზი წამოაგდეს და მუქარით მატარებლის დაძვრა უბრძანეს.წინა ორი ვაგონის გარდა ყველა ჩახსნილი იყო,ამიტომ შემადგენლობა მსუბუქად დაიძრა.

მეოთხედი მილის გავლის მერე,ბრაიდგოუს ხიდთან მემანქანეს გაჩერება უბრძანეს.დაახლოებით ოცმა ყაჩაღმა,რომელნიც იქ ელოდნენ,ვაგონების რკინით შესალტული კარები შელეწეს,ფოსტის მცველები განაიარაღეს,გაბაწრეს და ფულით სავსე ტომრების გარეთ გადაყრას შეუდგნენ.ქვემოთმყოფნი იმ ტომრებს ხიდიდან პირდაპირ სატვირთო მანქანანებში ყრიდნენ.როდესაც დატვირთვა მოამთავრეს,მცველები ვაგონში ჩაამწყვდიეს ,მემანქანე და თანაშემწე კი ბორკილებით დიზელის კიბეს მიაჯაჭვეს,და მოჩვენებებივით გაქრნენ. მთელ ამ ოპერაციას ნახევარი საათიც არ დასჭირდა.

გამოძიების ვარაუდით,ეს ოპერაცია 1962 წელს განიზრახეს,მაგრამ ვინაიდან ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებას დიდი სახსრები სჭირდებოდა,ყაჩაღებმა საწყის ფაზად აეროპორტ ჰიტროუს სალარო გაძარცვეს და იქიდან 175 ათასი დოლარი გაიტაცეს.
ამ საქმის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ვინმე დუგლას გორდონ ვუდი გახლდათ-არაერთგზის ნასამართლევი,33 წლის საუცხოო გარეგნობის კაცი,რომელიც საპარიკმახეროების ქსელის მეპატრონე და საკმაოდ მდიდარი კაცი გახლდათ.
საქმიან წრეებში გორდონ ვუდს ჭკვიან და ფხიან ბიზნესმენად მიიჩნევდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,მაგრამ გამდიდრების მშვიდობიან გზას მან განგსტერობა და ყაჩაღობა ამჯობინა.

მისი უახლოესი მეგობრები-ჩარლზ ოილსონი და ბრიუს რეინოლდსი ძარცვის დეტალურ დაგეგმარებაში დაეხმარნენ.ეს სამი პიროვნება,ასე ვთქვათ,”დირექტორთა საბჭოს”წარმოადგენდა.მათ კიდევ ხუთი ცნობილი განგსტერი შეიამხანაგეს “კომპანიონის” უფლებით.ძარცვის ყველა დანარჩენი მონაწილე წინასწარ გარიგებული ნიხრით ღებულობდა გასამრჯელოს.

გლაზგო- ლონდონის რკინიგზის შესწავლის შემდეგ ყაჩაღებმა მიიჩნიეს,რომ ბრაიდგოუს ხიდი საუკეთესო ადგილი იყო ჩანაფიქრის განსახორციელებლად.ეს ხიდი ბაკენგემშირის საგრაფოს ეკუთვნოდა და ერთიმეორეში გადახლართული და დაქსაქსული უამრავი გზით იყო ცნობილი.ამასთანავე იმ მიდამოებში მხოლოდ რამდენიმე ფერმა არსებობდა და მათი უმეტესობა უკაცრიელი იყო.
ერთი ასეთი ფერმა,-ლეზერდეილი-მძარცველებმა ჩალის ფასად შეიძინეს,რადგან მისი პატრონი თითქმის გაკოტრებული აღმოჩნდა.ფერმა ხიდიდან ოცო მილის დაშორებით მდებარეობდა.

განგსტერების ერთი ჯგუფი ლეზერდეილში ოპერაციის დათქმულ ვადამდე ორი კვირით ადრე ჩასახლდა,თან მიიტანეს სურსათი,უნიფორმა,ნიღბები,რეზინის ხელკეტები და რადიოგადამცემები.

ექსპრესის გაძარცვისთანავე მთავარმა მოქმედმა პირებმა ფერმა მიატოვეს და ადგილზე მხოლოდ რამდენიმე თანამზრახველი დატოვეს,რომელთაც ტომრების დაწვა,და ყველაფრის ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული.

საწრაფო თითქოს არაფერი ჩანდა,მაგრამ გაუთვალისწინებელმა გარემოებამ,რომელიც ლიზერდეილიდან 18 მილის დაშორებით მცხოვრებმა თადარიგის პოლკოვნიკმა დუგლას სტიუარდმა თვითუნებლიედ შექმნა,ყველა ჩანაფიქრი გააქარწყლა.

ადრიან კვირა დილით პოლკოვნიკმა მეგობარ-მეზობლების მონახულება გადაწყვიტა და საკუთარი თვითმფრინავით ახლომდებარე ფერმებისკენ გაფრინდა.

როდესაც სტიუარდმა მძარცველების ადგილ სამყოფელს გადაუფრინა,იქ სატვირთო მანქანები და უცნობი პირები შენიშნა.პოლკოვნიკს გულმა ცუდი უგრძნო და სასწრაფოდ პოლიციას დაუკავშირდა.

როდესაც მძარცველებმა თვითმფრინავი შენიშნეს,რომელმაც ფერმის თავზე იწყო ტრიალი,იფიქრეს,რომ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო და კისრისტეხით უშველეს თავს.

ფერმაში საწრაფოდ მოსულმა პოლიციელებმა ადგილზე აღმოაჩინეს რამდენიმე საბარგო მანქანა და უამრავი ნივთმტკიცება,და რაც მთავარია აღმოაჩინეს ძარცვის თითქმის ყველა მონაწილის თითების ანაბეჭდები.ანაბეჭდები თავისუფლად იკითხებოდა და ისინი ბევრ ცნობილ განგსტერსა და რეციდივისტს ეკუთვნოდა,მათი დაპატიმრება კი ტექნიკის საქმე გახლდათ.

დამნაშავეებმა სხვადასხვა სასჯელი მიიიღეს 5 დან 30 წლამდე.

P.S რაც შეეხება ფულს,იმ 100 ათასი გირვანქა სტერლინგის გარდა,რომელიც ფერმაში აღმოაჩინეს,დანარჩენს დღემდე ეძებენ და ალბათ ვერც ვერასდროს იპოვიან,რადგან გატაცებული თანხა წვრილ კუპიურებში იყო და მათი ნომრები რეესტრში არ ჰქონდათ აღნიშნული.
ასევე უგზო უკვლოდაა გამქრალი “საუკუნის ძარცვის” ორი მთავარი მონაწილე: ჩარლზ უილსონი და რონალდ ბიგსი…

წყარო წიგნიდან საქმოსნები და თაღლითები. თუ გინდათ კიდევ დავდებ მსგავს სიახლეებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close