ახალი ამბები

ბრიტანელმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი ააწყო

ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი

მსოფლიო რეკორდების ამერიკულმა აკადემიამ დაარეგისტრირა მსოფლიოში ყველაზე პატარა ავტომობილი, რომელიც 47 წლის ბრიტანელმა პერი ოუტკინსმა ააწყო.

ოუტკინსი მანქანას 7 თვის განმავლობაში აწყობდა. ავტომანქანის სიმაღლე 99 სანტიმეტრია, სიგანე კი, 66 სანტიმეტრი. ძარა შუშაპლასტიკისგან არის დამზადებული და სულ 150 კილოგრამს იწონის.

ავტომანქანა 64 კმ/სთ-ს ავითარებს და მისი 150 კუბ-იანი ძრავი ყოველ 112 კილომეტრზე 1 გალონ ანუ 4 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

ავტომანქანას ის ნაკლი აქვს, რომ შედარებით მაღალი ადამიანი მასში ვერ ჩაჯდება.

დატოვეთ კომენტარები!!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close