ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

თელავური ამბები

e61e4da4122e
ალბათ ბევრჯერ მოგვდომებია გაგვეგო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცხოვრების წესი.. დიახ, აი მაგალითად რას აკეთებენ იქ ახალგაზრდები, როგორ ერთობიან, რა პრობლემები აქვთ. ყველა კუთხე ხომ თავისი წეს-ჩვეულებებით გამოირჩევა, ასე რომ ამის შესაბამისად ადამიანების ცხოვრებაც განსხვავებულია.

ზოგჯერ მიფიქრია, ნეტავ ახლა ჩემს კუთხეზე რაიმე ფილმს წავწყდომოდი, რომელშიც ასახული იქნება რეალური ისტორიები რეალური ხალხით და ასევე რეალური განცდებით. მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამ არასოდეს მინახავს, რამდენიმე დღის წინ კი ერთ საიტს გადავაწყდი, რომლითაც მოვიხიბლე.

საქართველოდ ერთ-ერთი დიდი და საინტერესო კუთხე კახეთია. მის მთლიან წარმომადგენლად კი შეგვიძლია თელავი განვიხილოთ. საიტი სწორედ თელავსა და თელაველების ცხოვრებას ასახავს. საქართველოში მსგავსი პროექტის გაკეთება, მით უმეტეს ამ შემთხვევაში სიუჟეტების გადაღება და ჟურნალის ინტერნეტში გაშვება არც ისე მარტივი საქმეა. მოგეხსენებათ ყველაფერს სპონსორი სჭირდება, ასეთ ორგანიზაციად კი თელაველებს Go Group მოევლინათ, რომლის შეკვეთითაც მზადდება ყველა ვიდეო. გამოვყოფ რაც მომეწონა ამ საქმეში : ) პირველ რიგში ეს არის ჟურნალისტი გიორგი ბეჟანიშვილი, მართლაც კარგად ყავთ შერჩეული, კარგი მეტყველებაც აქვს და არც რესპოდენტებთან საუბარი უჭირს. რატომღაც ეს ადამიანი ამ პროექტის სულისჩამდგმელად მეჩვენება, რადგან ვიდეოებს ხომ ის აკეთებს და თანაც ინტერნეტ ჟურნალსაც სათავეში უდგას, იმედია ასეთი ნიჭიერი ადამიანები ყველა კუთხეში გამოიძებნება და ჩვენამდე მოიტანს ამბებს, რომელიც გაგვახარებს,დაგვამწუხრებს, სხვადასხვა ემოციებით აგვავსებს და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს სხვა, უცნობ, მაგრამ სულიერად ახლო ადამიანებთან.

ორ სერიას აქაც დავდებ

ასეთი იდეის დაბადებას კი ჟურნალის რედაქტორი ამგვარად ხსნის:

0da7659c9a86

თქვენი თვალითაც რომ კარგად ნახოთ ყოველივე შეგიძლიათ ამ საიტზე შეხვიდეთ, მე ძალიან მესიამოვნა ვიდეოების ყურება და შემდეგს ველი უკვე

http://www.telaviseries.tel.ge

ასევე ერთ საინტერესო რამესაც მოგახსენებთ, საიტზე ვნახე შემკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლინკი და იქ აღმოჩენილი ვიდეოებით აღფრთოვანებული დავრჩი, თურმე არამარტო თელაველთა ცხოვრებას შეგვიძლია ვადევნოთ თვალი, აქ არის სამეგრელოზე, იმერეთზე, ქვემო ქართლზე და კიდევ ძალიან ბევრ კუთხეზე გადაღებული სიუჟეტები, ასე რომ გირჩევთ უყუროთ

ბმული

მოკლედ წარმატებები ვუსურვოთ თელაველებს და ამ პროექტის კიდევ უფრო განვითარება, ჩვენ კი სიხარულით დაველოდებით თქვენს შემდეგ ნაბიჯებს : )

მსგავსი ამბები

Back to top button