გასართობისაკითხავისასარგებლო

“მუსიკალური გაბაასება სტივ მორსისა და რიჩი ბლექმორისა”

ამბობენ, რაც რიჩი ბლექმორი წავიდა Deep Purple_დან, ამ ლეგენდარული როკ_ჯგუფის მზე ჩაესვენაო… მაგრამ 90_იანი წლების მოვლენებმა გვიჩვენა, რომ რიჩი ბლექმორი სულაც არ ყოფილა ერთადერთი და განუმეორებელი გიტარისტი, არც ზემოხსენებული ჯგუფისათვის, არც მუსიკალური სამყაროსთვის…

გადავხედოთ ჯგუფის წევრთა რაოდენობის ისტორიას: “დიფ ფარფლში’ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ჯონ ლორდი (კლავიატურა, ორღანი, არანჟირება…), იან პეისი (დრამი), ნიკ სიმპერი (ბას_გიტარა), როდ ევანსი (ვოკალი), რიჩი ბლექმორი (სოლო გიტარა), 1965 – 1969 წლები; როჯერ გლოვერი (ბას_გიტარა), იან გილანი (ვოკალი), 1969 – 1973 წლები; დევიდ კოვერდეილი (ვოკალი), გლენ ჰიუზი (ბასი, ვოკალი), 1974 – 1975 წლები; ტომი ბოლინი (სოლო გიტარა), 1975 – 1976 წლები; შემდეგ, “დიფ ფარფლი” დაიშალა და ისევ შეიკრიბა 1984 წელს ასეთი შემადგენლობით: იან გილანი (ვოკალი), ჯონ ლორდი (კლავიატურა, ორღანი, არანჟირება…), იან პეისი (დრამი), როჯერ გლოვერი (ბას_გიტარა), რიჩი ბლექმორი (სოლო გიტარა), 1984 – 1990 წლები; ჯო ლინ ტერნერი (ვოკალი), 1990 – 1992 წლები; მომდევნო შემსრულებლები არიან 1993 წლიდან კვლავ იან გილანი (ვოკალი) და ჯო სატრიანი (სოლო გიტარა), 1993 – 1994 წლები; სტივ მორსი (სოლო გიტარა), 1995 – დღემდე; დონ ეირი (კლავიატურა, ორღანი…), 2003 – დღემდე;.
1995 წელს ახალი გიტარისტის მოსვლამ Deep Purple_ში სრულებით შეცვალა ჯგუფის პირვანდელი მუსიკალური მიმართულება. სტივ მორსის გიტარა სრულებით განსხვავებულ ჟღერადობას აძლევს ჯგუფის მანამდე არსებულ მუსიკალურ შემოქმედებას. ასევე საგულისხმოა, რომ სტივ მორსი, რაც მთავარია, სრულებით არ ბაძავს რიჩი ბლექმორს დაკვრის ტექნიკაში, არამედ თვითონ ეძებს მუსიკალურ გაგებას იმ საყოველთაოდ ცნობილი მატერიალებისა, რასაც უკრავდა ჯგუფი წლების განმავლობაში, როგორც რიჩი ბლექმორთან, ასევე სხვა მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც დროდადრო მოღვაწეობდნენ ამ გენიალურ ჯგუფში.

1996 წელს გამოვიდა Deep Purple_ის ახალი ალბომი “Purpendicular”, რომელიც პირველი ალბომია ჯგუფის ისტორიაში, რომ შევიდა მსოფლიო მუსიკის ოქროს ფონდში. ამ ალბომმა პლატინის ფირფიტა მიიღო და მაღალი პოზიციები დაიკავა მსოფლიოს 35 ქვეყნის ჩარტებში. მომდევნო ალბომი “Abandon” (1998 წ.) გვერდით დაუდგა წინარე ალბომს და კიდევ უფრო გაამყარა ჯგუფის პოზიციები მსოფლიო მუსიკის არენაზე. ამ ალბომმა მიიღო პლატინის ფირფიტა და დაუყოვნებლივ შევიდა მსოფლიო მუსიკის ოქროს ფონდში, როგორც ახალი მუსიკალური სტილის “ექსპანსივ როკის” ბრწყინვალე ნიმუში. საკუთრივ ეს ახალი სტილი თავისი ფესვებით მოდის 1983 წლიდან და მისი დამაარსებელია სტივ მორსი (დაიბადა 1954 წლის 27 ივლისს ვაშინგტონში, ამერიკაში).

სტივ მორსის ჯგუფებია: Dixie Dregs, Kansas, Steve Morse Band, Deep Purple, Living Loud, Angelfire.

რიჩი ბლექმორი გამოირჩეოდა მხოლოდ იმით, რომ სცენაზე ვირტუოზულად, მაგრამ უშინაარსოდ ასრულებდა სოლო პარტიებს. მის შემოქმედებაში არანაირი აზრი არ დევს. რიჩის პერიოდში, თუ კი რამ გენიალური შეუქმნია Deep Purple_ს, ეს არ არის მხოლოდ ბლექმორის დამსახურება, მასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი და შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ სახელოვანი ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იმ განუმეორებელი კომპოზიციების შექმნაში, რომლებიცაა: Smoke On The Water, Child In Time, Black Night, Speed King, Hush, Highway Star, Woman From Tokyo, Lazy, Space Trukin’, Perfect Strange, Blood Sucker და ა.შ. იან გილანმა, ჯონ ლორდმა, იან პეისმა და როჯერ გლოვერმა… იქ არ იყო მხოლოდ რიჩი ბლექმორი…

რიჩი გახლდათ ახირებული ხასიათის პიროვნება, რის გამოც, სამწუხაროდ, ხშირად იყო დაძაბულობა ყველა იმ ჯგუფში, რომელთან ერთადაც ქმნიდა მუსიკას იგი და გამოდიოდა სცენაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მათ შემოქმედებაზე. მისი მიზეზით არაერთხელ ჩაშლილა კონცერტი, ტურნე და თვით ჯგუფიც კი მისულა დაშლის პირას. მისი კაპრიზები აუტანელი გახდა 1994 წელს Deep Purple_ს დანარჩენი წევრებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა რიჩი ბლექმორის გაძევება ჯგუფიდან. რიჩის უხიაგი ხასიათის ბრწყინვალე გამოხატულებაა ჯგუფი Rainbow, რომელიც გამუდმებით იტანჯებოდა მუსიკოსების გამუდმებული ცვლილებით, შეუცვლელი მხოლოდ მისი “ქედმაღლობა” ბლექმორი გახლდათ, ასეთივე სასჯელი ხვდა წილად ე.წ. Blackmore’s Night_ს.

რიჩი ბლექმორთან ერთად აღებული აქვს Deep Purple_ს 2 პლატინის და 1 ოქროს ფირფიტა, ხოლო სტივ მორსის დროს Deep Purple_მ აიღო 3 პლატინის და 2 ოქროს ფირფიტა შემდეგ ალბომებში: Purpendicular, Abandon, Live at the Royal Albert Hall, Bananas, Rapture of the Deep…

სტივ მორსს თავისი მუსიკალური სკოლაც აქვს და უამრავი მუსიკალური მიმდევარი ჰყავს (მაგალითისათვის იხილეთ Deep Purple_ს ვიდეოკლიპი Smoke On The Water, გადაღებული ავსტრალიაში 1999 წელს).
XX და XXI საუკუნეების უდიდესი გიტარისტი სტივენ ჯეი მორსი შესულია ჩვენი პლანეტის ყველა დროის გამორჩეულ გიტარისტთა სიმბოლურ Top-20_ეულში და შეუცვლელად უჭირავს მაღალი პოზიციები!

ახლა შეადარეთ სტივ მორსის შეასრულებას ბლექმორისეული დაკვრის ტექნიკა…

P.S. თავად განსაჯეთ, ვინ უფრო დიდი პიროვნება ყოფილა მუსიკალური თვალსაზრისით: რიჩი ბლექმორი თუ სტივ მორსი!

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close