არქივი

ევთანაზია – მსხვერპლის დაჟინებული თხოვნა, თუ მკვლელობის გამამართლებელი არგუმენტი?!

ccb380718429

საქრთველოს სისხლის სამართლისკოდექსის მიხედვით ევთანზია არის:
მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით. (სსკ 110 მუხლი)

ევთანაზია,დღემდე საკამათოა და ეთიკურ პრობლემებთან არის დაკავსირებული. ევთანაზია (ეუ-კარგი, თანოს- სიკვდილი) სადაო საკითხია, არა მარტო იმიტომ , რომ მასთან მრავალი განსხვავებული მორალური დილემაა ასოცირებული, არამედ მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეც.ევთანზიის მომხრეთა აზრით ევთანზია, იგივე სხვა პირის დახმარებით გარდაცვალება არის სიკვდილის თანამგრძნობი მეთოდი. ევთანზიის ოპონენტთათვის ეს მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა.

იურიდიულ დოქტრინაში განასხვავებენ იძულებით და ნებაყოფლობით ევთანზიას, იძულებით ევთანზიაზე ამ პოსტში არ ვისაუბრებ, რადგან ჩემი (და არა მარტო ჩემია ზრით), მიუღებელია და მასზე კამათიც კი დაუშვებლად მიმაჩნია.(იძულებითი ევთანაზიის კლასიკური მაგალითია, ფაშისტურ გერმანიაში ებრაელების ხოცვის ფაქტი). რაც შეეხება ნებაყოფლობით ევთანაზიას, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით დაშვებული უნდა იყოს, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ გადაწყვიტოს იცოცხლოს თუ არა, თვითონ ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს უღირს თუ არა მას სიცოცხლე სხვადასხვა მიზეზების გამო, ევთანაზიის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადება, განუკურნებელი სენი ან ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს და ამ დროს პირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა სიცოცხლე თუ არა. თუმცა ქართული სისხლის სამართალის შემოქმედნი ასე არ თვლიან და ადამიანს არ აძლევენ უფლებას სხვა პირის მეშვეობით მოისწრაფოს სიცოხლე მიუხედავად მისი მდგომარეობისა და პირს, რომელიც ევთანაზიას განახორციელებს შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი სასჯელი ელის, და იმისთვის, რომ ქმედება ევთანაზიად დაკვალიფიცირდეს თხოვნის გარდა, სხვა პირობებიც უნდა არსებობდეს, მაგალითად მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზანი, რაც ჩემი აზრით მიუღებელია, რადგან ადამიანი შეიძლება სულიერი ტკვილისაგან უფრო მეტად დაიტანჯოს ვიდრე ფიზიკური ტკვილისაგან და ამ შემთხვევაშიც პირს უნდა ქონდეს ევთანაზიის უფლება.

75ab169afb5d

ასხვავებენ სამედიცინო ევთანზიის ორ სახეს: აქტიურსა და პასიურს. აქტიური ევთანზია ხორციელდება უიმედო ავადმყოფის მიმართ ისეთი პრეპარატის გამოყენებით, რომელიც იწვევს პირის სიკვდილის დაჩქარებას, ხოლო პასიური ევთანაზია ესაა როდესაც მომაკვდავ ადამიანს ვუწყვეტთ სამკურნალო საშუალებებს, რომლბიც მის სიცოცხლეს ძალით ახანგრძლივებენ.

მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ევთანაზიის მიზეზი გაუსაძლისი ტკივილია, თუმცა, ა.შ.შ-სა და ევროპის სხხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებიული კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ ერთმანეთის მოთხოვნათა მესამედზე ნაკლები იტანჯებოდა გაუსაძლისი ტკივილით. ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლის შედეგადაც ადამიანები ევთანაზიას ითხოვენ მოიცავს დეპრესიას, კონტროლის ან ღირსების დაკარგვის შიშს, სიმძიმის შეგრძნებას ან სხვაზე დამოკიდებულების შეუგუებლობას.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, დღემდე ხშირია ევთანაზიასთან დაკავშირებით ცხარე დებატები.

2dcbffe097e4

ნებაყოფლობითი ევთანაზიის მომხრეები ხაზს უსვამენ, რომ არჩევანი წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს. გარდა ამისა, ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც ადამიანის ავადმყოფობის სტადიაში განიცდის, ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებების ფონზეც კი არ არის აღქმადი იმ ადამიანებისათვის, ვისაც ეს პირადად არ გამოუცდია. ფიზიკური ტკივილის გარეშეც, ხშირად პაიენტებს უჭირთ დამოუკიდებლობის დაკარგვისგან გამოწვეული ემოციური ტკივილის გადატანა. უიმედო ავადმყოფის მოვლა დაკავშირებულია ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან. დღეისათვის მრავალ ქვეყანაში ჰოსპიტალური ფართის ნაკლებობაა. ექიმებისა და ჰოსპიტალური ფართის რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადამიანთა საკეთილდღეოდ, რომელთა სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია, ვიდრე იმ ადამიანთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ვისაც სიკვდილი სურთ. ევთანაზიის ზოგიერთი აქტიური მომხე თვლის, რომ ევთანაზია კიდევ უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს. სოციოლოგური თვალსაზრისით, გენეტიკურ ნათესავებს შეიძლება სურდეთ პიროვნებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება თვით ან პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ. უფრო მეტიც ლიბერალური პოლიტიკა ევთანაზიასთან მიმართებაში შესაძლებლობას მისცემდა პიროვნებას დაპირისპირებოდა ნათესავთა მხრიდან გამოხატულ ნებისმიერ ასეთ მიკერძოებულ ინტერესს. ევთანაზიის მომხრეთა მოსაზრებით, ვინაიდან უკანონო ევთანაზიას მაინც ექნება ადგილი, უმჯობესია მისი ლეგალიზება და ბოროტად გამოყენების შესამცირებლად მისი სათანადო რეგულირება.

ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ნებაყოფლობითმა ევთანაზიამ შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო სართხე ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა, განსაკუთრებით ექიმთა პროფესიულ ფუნქციებს.მორალური თვალსაზრისით ევთანაზიას განიხილავენ, როგორც მკვლელობის ერთ-ერთ სახეს.ნებაყოფლობითი ევთანაზია ხშირად უარყოფილია, როგორც ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის დარღვევა. ზოგიერთი თეოლოგი ნებაყოფლობით ევთანაზიას ცოდვილ ქმედებად, ანუ გაუმართლებელ მკვლელობად მიიჩნევს. ნებაყოფლობითი ევთანაზიის ლეგალიზება შეიძლება გამოიწვიოს განუკურნებელი დაავადებების განკურნების ახალი გზების ძიების მოშლა.

ამარგუმენტების წაკითხვის შემდეგ გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში.

წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button