გამოგონებაგასართობისაკითხავი

მფრინავი ციყვი… ანუ ადამიანი?!

ოდესმე გიოცნებია, რომ ცაში რომელიმე ჩიტივით ინავარდო? ეს მარტო შენი ოცნება არ არის. ფრენის ოცნება ადამიანს პრეისტორიული ხანიდან აქვს. მიუხედავად ამდენი თვითმფრინავის და ვერტმფრენის გამოგონებისა ადამიანს აწუხებს კითხვა: რა იქნებოდა რომ შეგვეძლოს ხელები გავშალოთ და ცაში ვიფრინოთ ჩიტებივით? 

ადამიანი ცდილობდა მიემაგრებინა სპეციალურად დამზადებული ფრთები ხელებზე ან ზურგზე, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოცდა ხშირად კრახით სრულდებოდა, რაც მიდიოდა გამომცდელის სიკვდილამდეც მიდიოდა.

დღეს კი ეს ოცნება რეალობაა. სპეციალური სამოსი, რომელსაც ჰქვია ფრთიანი სამოსი, რომელიც განასახიერებს მფრინავ ციყვს, რომელსაც კოსტუმის მსგავსად ხელებს ქვეშ აქვს კანის გამონაზარდი, ხოლო დამატებით ფრენის გასაადვილებლად და აეროდინამიკის შესანარჩუნებლად კოსტუმს ფეხებს შორისაც დამატებული აქვს ფაბრიკატი, ისევე როგორც ხელებს ქვეშ, ადამიანებს კი რომლებიც ამ სპორტით არიან დაკავებული ჩიტკაცებს ეძახიან. გაფრენა შესაძლოა როგორც თვითმფრინავიდან, ასევე მთიდან, მაგრამ ამ სპორტით დაკავებულებს სამწუხაროდ არ შეუძლიათ ფრენის შემდეგ პირდაპირ მიწაზე დაეშვან, მათ ამისთვის პარაშუტი სჭირდებათ.

ისტორია

ფრთები პირველად გამოყენებული იქნა 1930 წელს, რათა გაზრდილიყო ყორიზონტალურად ფრენის მანძილი. მას შემდეგ ფრთები დამზადებული იქნა ხისგან, რკინისგან და სხვა მრავალი მატერიალისგან. ისტორიის თანახმად 75-დან 72 გამომცდელი დაიღუპა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ასობით მილი იფრინა. ყველაზე უსაფრთხო და კარგი მაჩვენებლის მქონე პირველი მოდიფიკაცია ეკუთვნის პატრიკ დე გაიარდონი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1998 წელს ახალი მოდიფიკაციის ტესტირებისას. ასევე 1998 წელს თომ ბეჯიკმა, რომელიც პარაშუტით ხტებოდა კლდეებიდან და მაღალი შენობებიდან, შექმნა ახალი ფრთიანი სამოს პატრიკ დე გაიარდონის იდეაზე დაყრდნობით. მას ეს სამოსი იმისთვის სჭირდებოდა, რომ უფრო ადვილად გადაეღო თავისუფალი ვარდნის ვიდეოები. სამოსის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი ვარდნის დროის გაზრდა და აჩქარების მომატება. 1999 წელს კი მან იდეას თავი დაანება რობერტ პენიკის შეთავაზების შემდეგ, 2000 წელს კი მასთან ერთად ჩამოაყალიბა ფრთიანი სამოსის საწარმო სახელად Phoenix Fly. სწორედ მათი დიზაინით, რომელიც რობერტ პენიკმა მოიფიქრა, შეიქმნა უსაფრთხო და მოსახერხებელი ფრთიანი სამოსი, რომლის მიწოდებაც მოხდა პროფესიონალი სქაიდაივერებისთვის. კომპანიამ დაკავშირება მოახერხა ფინელ ჯარი კუოსმასთან, რომელიც გახდა პირველი ინსტრუქტორი მათთვის ვინც ამ სპორტით დაკავება მოინდომა. უსაფრთხოების მიზნით სამოსი თავდაპირველად გაიცემოდა მხოლოდ მათთვის, ვინც 200-ჯერ მაინც გადმომხტარან პარაშუტით სიმაღლიდან.

რეკორდები

ყველაზე დიდი დაფარული მანძილი ამ სამოსით გახლავთ ალვარო ბულტოს მიერ – 20.45 კილომეტრი.
ყველაზე დიდი სიმაღლიდან გადმოხტნენ ჰეითერ სვენი და გლენ სინგლმენი – 11.27 კილომეტრი.
ყველაზე დიდი რაოდენობა გადმოხტა კალიფორნიაში ერთ-ერთი მთიდან – 68 ადამიანი.

P.S. ჰა გამოტყდით რამდენს მოგინდათ ესე ფრენა

და პოსტის ბოლოს ტესტი:

1.გიყვარს სიმაღლე?
ა. ძალიან მიყვარს (1)
ბ. არა უშავს რა (2)
გ. არ მომწონს (3)
დ. მეზიზღება (4)

2.როგორია შენი ნდობა? (პარაშუტი, ჩაფხუტი…)
ა. ცუდი, მგონია მიმტყუნებს (4)
ბ. არ ვენდობი, მაგრამ გამოვიყენებ თუ აუცილებელია (3)
გ. ძირითადად ვენდობი (2)
დ. ვენდობი მთელი გულით (1)

3.სად იცხოვრებდი?
1. მთებთან ახლოს (1)
2. სადმე მდინარესთან (2)
3. ქალაქში (3)
4. ყველგან, სადაც ტელევიზორი და სავარძელია (4)

4.რა ჟღერს ყველაზე კარგად შენთვის?
ა. ათასობით მეტრიდან ვარდნა (1)
ბ. გრძნობდე ხელების კანკალს, როცა მთის მწვერვალს უახლოვდები (2)
გ. შეგეძლოს ირბინო და იხტუნაო შენობებზე ადვილად (4)
დ. ძილი (5)
ე. გადაახტე ღრმულებს ველოსიპედით (3)

5.აირჩიე გამონათქვამი
ა. უბრალოდ გააკეთე (2)
ბ. ან შეძელი ან სახლში წადი (3)
გ. მხოლოდ დიდებისთვის (3)
დ. ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ (1)

5-7 თავისუფალი ვარდნა

8-10 კლდეზე ცოცვა

11-13 მთის ველოსიპედები

14-17 პარკური

18-20 შენთვის ექსტრიმი უცხო ხილია და სახლში ჯდომა გირჩევნია

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close