არქივი

წარმატება ჩვენით იწყება

af4feba794af

წინა პოსტი რომ დავდე, შეგპირდით წარმატების ფსიქოლოგიაზეც შემოგთავაზებთ მოკლე ინფორმაციას-მეთქი… მეც დანაპირებს ვასრულებ და მის პირველ ნაწილს ახლა გაგაცნობთ

კლიმენტ სტოუნმა თქვა: “სხვადასხვა ადამიანებს შორის არის პატარა განსხვავება, მაგრამ ეს პატარა განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავს. პატარა განსხვავება – ეს საქმისადმი დამოკიდებულებაა. ბევრს ნიშნავს, ეს ურთიერთობა დადებითია თუ უარყოფითი”.

ჩვენ წარმატების გვერდით ვიმყოფებით.
წარმატებული ადამიანი წარუმატებლისგან იმით განსხვავდება,რომ პირველის ცხოვრებას მართავს უდიდესი ოპტიმიზმი, საუკეთესო წუთებში მიღებული განცდები, ხოლო წარუმატებელ ადამიანს კი მართავენ მისი ეჭვები და უიღბლობის განცდა.

cb7ce4fa780f
უიღბლო ადამიანი შეეცდება დაამტკიცოს, რომ მის უიღბლობაში სხვა ადამიანები არიან დამნაშავენი, ის იტყვის,რომ გარემოებამ განსაზღვრა ცხოვრებაში მისი ადგილი, მაგრამ გარემოება არ გვაყალიბებს ისეთებად, როგორებიც ვართ.

1. წარმატება განისაზღვრება რაღაც ისეთით, რაც ჩვენი კონტროლის ქვეშ იმყოფება. ეს საქმისადმი დამოკიდებულების შედეგია.

ჩვენი მიღწევები ცხოვრებაში განისაზღვრება ჩვენი აზრების სახით; საქმისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავ სმრავალ საგანს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

1.როგორც ვექცევით ცხოვრებას, ცხოვრებაც ისევე მოგვექცევა;
2. როგორც ვექცევით სხვებს, სხვებიც ისევე მოგვექცევიან;
3. მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა პრობლემისადმი, ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს საქმის წარმატებას;
4. რაც უფრო მაღლა ავწევთ ფასეულობათა სისტემაში ჯოხს, მით უფრო უკეთესი იქნება საქმისადმი მიდგომა.

96a4dcb54e23
უარყოფითი დამოკიდებულების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მართლაც ვერ მივაღწევთ წარმატებას.

უარყოფითი აზრები აყალიბებენ უარყოფით ადამიანს. ქვემოთ ჩამოთვთვლით უარყოფით შედეგებს, რომლებიც მოსდევს მუდმივად უარყოფით აზროვნებას;

უარყოფითი აზროვნება ამუხრუჭებს განსჯის უნარს კრიტიკულად გადამწყვეტ მომენტში!

თუ ვინმე ცხოვრებაში ეძებს და პოულობს მხოლოდ უარყოფით საგნებს, მაშინ ეს ხდება გადაულახავი ჩვევა, როდესაც დადებითი შესაძლებლობა გამოჩნდება, ასეთი ადამიანი ვერ შეამჩნევს მას და ვერ შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.

აბრაამ ლინკოლმა, აშშ-ს ისტორიაში უდიდესმა პრეზიდენტმა თქვა: ” წარმატება ყალიბდება მაშინ,როდესაც ადამიანი ერთი უიღბლობიდან მეორეში ვარდება, მაგრამ არასოდეს კარგავს მხნეობას”.

2. უარყოფითი აზროვნება გადამდებია!!

თუ დიდ დროს ვატარებთ უარყოფითად მოაზროვნე ადამიანთან, ეს ჩვენზეც იმოქმედებს.

ალბათ გინახავთ დიდი ხნის ცოლ-ქმარი,რომელიც მარტო ქცევით კი არა, გარეგნობითაც გავს ერთმანეთს, ეს ადამიანები იცვლებიან და ერთმანეთს ემსგავსებიან მაშინ, როდესაც დიდ დროს ატარებენ ერთად.

3. უარყოფითი აზროვნება ანგრევს იმედებს!!

ალბათ შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფრის “გაბერვა” უყვართ.

3b0a66355bee

მერფის კანონები ასეთია:

1.არაფერი გამოდის ისე ადვილად, როგორც გვეგონა;
2.საქმეები იწელება საკმაოდ დიდხანს, ვიდრე ჩვენ გვინდა;
3.თუ რაღაც უნდა დაინგრეს, ის ინგრევა და თან შეუსაბამო მომენტში’

მაქსველის კანონები კი ასეთია:

1.არაფერი ისე რთულად არ არის, როგორც გვეჩვენება;
2.შენ იღებ მეტად დიდ უკუგებას ვიდრე ელი;
3.თუ გინდა მოხდეს რაიმე კარგი, მაშინ ის აუცილებლად მოხდება ყველაზე საჭირო მომენტში.

არიან ადამიანები, რომლებიც მერფის კანონით ცხოვრობენ და ყოველთვის უარყოფითად აზოვნებენ. ყველაზე ცუდი ის არის,რომ ისინი დადებითს ვერ ამჩნევენ.
წარმატებული ადამიანი ნებისმიერ საქმეში ეძებს დადებითს.

4. იქ, სადაც არ არის რწმენა, არ არის ძალა!!
რწმენას ანგრევს უარყოფითი აზროვნება, ეს ანგრევს მორალურ ძალას!!

უარყოფითად მოაზროვნე ადამიანები არა მხოლოდ გარემო სამყაროზე არიან უარყოფითად განწყობილნი, არამედ საკუთარ თავზეც უარყოფითი წარმოდგენა აქვთ.
ისინი ყოველთვის ასე ფიქრობენ:
” მე ეს არასოდეს გამომივა”.
” ეს საჩემო საქმე არ არის”.
” მე ამას ვერ შევძლებ”.
” მე ამის ბედი ვინ მომცა”.

9d10dc8ac522

5. იქ, სადაც არ არის თავდაჯერება, ანუ რწმენა, არ არის ძალა და შესაბამისად არაფერი გამოდის.

უარყოფითად მოაზროვნე ადამიანი თვლის, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად შევსებული.

ესეც პირველი ნაწილის დასასრული : )) მადლობა ყურადღებისათვის : ))
მეორე ნაწილსაც მალე დავდებ : )) იმედია შეცდომა არ მქონია : ))

წყარო: ფსიქოლოგიის ლექციები

მსგავსი ამბები

Back to top button