ბოსნიელი სადისტი გოგონა…
ალბათ ბევრმა თქვენტაგანმა უკვე ნახა საშინელი ვიდეო youtube-ზე, სადაც გოგონა სადისტურად ექცევა ლეკვებს, ყრის მათ მდინარეში.. ყველამ ვინც ნახა შოკირებულია და youtube-ს ადმინისტრაციამაც წაშლა ეს ვიდეო. მე გიამბობთ ამ ისტორიაზე დაწვრილებით…
და თუ მაინც ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ვიდეოს ნახვისა, მაშინ აგერაა ბატონო:
საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-მ, რომელიც ცხოველების უფლებებს იცავს დააწესა ჯილდო 2 000$ ნებისმიერ ინფორმაციაზე ამ გოგონაზე. სამხილეებიც მალე გამოჩნდა. გაიგეს ip-მისამართი იმ ადამიანისა, ვინც ეს ვიდეო ატვირთა, ის აღმოჩნდა ბოსნიელი.
ამის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ორგანიზაციისა მოვიდა წერილი: ” ეს გოგონა სწავლობდა ჩემს სკოლაში. მისი სახელი და გვარია კატია პუშნიკი და ცხოვრობს ქალაქ ბუგოინოში, ბოსნია”. ასეთი ძვირფასი ინფორმაციის წყალობით ბუგოინოს პოლიციამ ეგრევე დააკავა 19 წლის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი კატია პუშნიკი.
კატიას დედა დღესაც ვერ იჯერებს, რომ ვიდეოში მისი ქალიშვილია და ჰყვება: “ცოტა ხნის წინ ჩვენმა ძაღლმა მართლაც იმშობიარა და შვილს ვთხოვე რომ ლეკვები ცხოველთა თავშესაფარში წაეყვანა”. მაგრამ აღმოჩნდა რომ თავშესაფრამდე გზა ძალიან დიდი იყო და კატიამ მათი მდინარეში გადაყრა ამჯობინა, თან თავისი უმცროსი ძმა გაიყოლა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ სცენის მობილური კამერით გადაღება სახალისო იქნებოდა და შემდეგში ინტერნეტში დადება.
გოგონა დღესაც დაკავებულია და მასზე აღძრულია საქმე.
პ.ს. დაიღუპა მხოლოდ ერთი ლეკვი, მდინარეს ქვემოთ სარეცხს რეცხავდა ერთი პენსიონერი ბებო, რომელმაც დროზე შენიშნა ლეკვები და გამოიყვანა ნაპირზე.
*********************************************************************************
*********************************************************************************