გასართობისაკითხავისასარგებლო

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი აინშტაინის შესახებ

რამოდენიმე საინტერესო ფაქტი აინშტაინის შესახებ.

ბავშვობაში აინშტაინი სულაც არ ყოფილა ვუნდერკინდი და საერთოდაც მას გონებაჩამორჩენილად მიიჩნევდნენ.

სკოლაში მას დასცინოდნენ ზარმაცობის,სინელისა და თითქმის უუნარობის გამო რასაც ის ავლენდა.ხოლო მასწავლებლები ამბობდნენ,რომ მისგან საერთოდ ვერაფერი ვერ გამოვიდოდა.

მას შემდეგ რაც აინშტაინმა ვერ მიიღო გიმნაზიის ატესტატი, მან დაუჯერა მშობლებს და დამოუკიდებლად სცადა საკუთარი ცოდნით მოხვედრილიყო ციურიხის ტექნიკურ სასწავლებელში…მაგრამ უშედეგოდ…ბევრი მცდელობის შემდეგ ის საბოლოოდ მოხვდა ციურიხის ტექნიკურ სასწავლებელში,მაგრამ ხშირად აცდენდა ლექციებს და დრო კაფეში ჯდომით და ახალ მეცნიერულ მიღწევებზე კითხვაში გაყავდა.

უნივერსიტეტის დამთავრების მერე ის მოეწყო ექსპერტად საპატენტო ბიუროში,მისი ნიჭის დახმარებით ის ადვილად ართმევდა თავს საქმეს და საკუთარ თეორიებზეც მუშაობდა.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გერმანიაში დაიწყო აინშტაინის საყოველთაო კრიტიკა. კრიტიკის ძირითადი ობიექტი მისი ფარდობითობის თეორია იყო. იმ დროინდელმა მთავრობამ არაფერი არ გააკეთა აინშტაინის დასაცავად, ხოლო 1933 წელს მთავრობაში ჰიტლერის მოსვლის მერე აინშტაინი იძულებული გახდა ამერიკაში გაქცეულიყო და ყველაფერი თავისი ნამუშევრებიც კი გერმანიაში დაეტოვებინა.

ფაშისტებმა ვერ მოითმინეს აინშტაინის დაკარგვა და მისი ნაშრომები დაწვეს, ხოლო მისი საზაფხულო აგარაკი მთავრობამ მიისაკუთრა.

აინშტაინის სიტყვამ “თუ ახალგაზრდების 2% უარს იტყვის ჯარში მსახურობაზე, მაშინ მთავრობა მათ წინ ვერ აღუდგება, ხოლო ციხეებში მათი სამყოფი ადგილი უბრალოდ არ იქნება” ამერიკაში გამოიწვია ფართომასშტაბიანი ანტისამხედრო მოძრაობა, რომლის წევრებიც ატარებდენენ სამხრეებს წარწერით 2%.

აინშტაინი იყო მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროექტის რომლის საბოლოო მიზანი და შედეგი იყო ატომური ბომბის შექმნა.

ალბერტ აინშტაინი 1950-იანი წლებში ამერიკაში ითვლებოდა გენიალურობის ეტალონად.

მარია კიური იყო პირველი ქალი, რომელმაც შეძლო აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გაგება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close