ტრიორა – კუდიანების ქალაქი
ეს უჩვეულო ქალაქი მდებარეობს იტალიაში, ლიგურიის რეგიონში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს. მოსახლეობა სულ რაღაც 423 ადამიანი. ქალაქი დაარსდა ჯერ კიდევ 1293 წელს, მაგრამ ასეთი უცნაური და არასახარბიელო სახელი მან მიიღო მე-16 საუკუნეში…
1957 წელს იტალიაში იყო საშინელი გვალვები, მოსავლის დიდი ნაწილი გახმა და ხალხიც შიმშილობდა. გაუგებარია თუ რა მიზეზით და ბუნების ეს კაპრიზი (გვალვა) დააბრალეს კუდიანებს. მთავრობამ ჯილდოც კი დააწესა ვინც ამხელდა სატანის ამ მოციქულებს. წავიდა დაბეზღებები, მეზობლები ერთმანეთს ადებდნენ ხელს და თუკი ვინმეზე გულში რაიმე ბოღმა ჰქონდათ ურცხვად მიუთითებდნენ ხოლმე.
ქალაქ ტრიორეში კი უარესი მდგომარეობა იყო, ნამდვილი ქაოსი. შვილები მშობლებს აბეზღებდნენ, მიტოვებული ქმრები თავიანთ ცოლებს და ა.შ. “კუდიანებს” სასტიკად აწამებდნენ (იყო თუ არა ყველა წამებიშ ქვეშ კის ამბობდა) და შემდეგ საჯაროდ წვავდნენ კოცონზე. ცეცხლის ალი არ ჰქვრებონა ერთი წუთითაც. მოსახლეობა შიშის ქვეშ ცხოვრობდა, რადგანაც ყოველწუთას შეიძლებოდა ნებისმიერ მათგანს მიმდგარიყვნენ კარზე და წაეყვანათ.
მთავრობამ სპეციალური ციხეც კი ააშენა კუდიანებისთვის. ფიქრობდნენ, რომ ბევრი კუდიანის ერთად ყოფნა არ შეიძლებოდა, რადგანაც ასე უფრო ძლიერები იყვნენ, ამიტომ ცალ-ცალკე გალიებში გამოკეტეს.
მოსახლეობის მოთმინების ფიალა ნელნელა ივსებოდა. ბოლო წვეთი იყო 2 ქალის დაპატიმრება, რომელთაგანაც ერთმა წამებას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მეორე კი გაიქცა, მაგრამ უფრსკულში გადაიჩეხა. ხალხი აჯანყდა და კუდიანებზე ნადირობაც შეჩერდა. რამოდენიმე დღეში კი ნანატრი წვიმაც წამოვიდა.
ხალხის წამებამაც იკლო, ინკვიზიციას დიდი ოპოზიციური ძალა დაუდგა წინ და 1590 წელს დაიწყეს ციხეებიდან ხალხის გამოშვებაც. მაგრამ სამწუხაროდ ამ ამბავს უამრავი ადამიანი შეეწირა, ბევრმა ციხეში დალია სული, ვერ გაუძლო საშინელ პირობებს. დასმენებიც შეწყდა.
დღეს კი ტრიორას მცხოვრებლები ამაყობენ თავიანთი წარსულით და სიამოვნებით მოგიყვებიან რამოდენიმე საშინელ ამბავსაც, თან ისე დამაჯერებლად თითქოსდა თავიანთი თვალით ენახოთ ყოველივე. მაგრამ არცერთი მათგანი არ მოგიყვება ასობით ნაწამებ ქალზე და თუ როგორ წვავდნენ მათ ცეცხლზე.
ქალაქის საშინელი წარსული მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს.
ტრიორეში არის ნამდვილად სანახავი ადგილები. აქ ყველაფერია აგებულია კუდიანების ირგვლივ. ქალაქის ცენტრში დგას კუდიანების მუზეუმი, ყველა კუთხეში კუდიანების მაღაზიაა. მთელს ქალაქში მიმოყრილია, დადგმულია ან უბრალოდ ჩამოკიდებულია კუდიანებისათვის განკუთვნილი ნივთები – ცოცხები, პატარა ქანდაკებები. კედლებსა და საგზაო ნიშნებზე კი ყველგან ასევე კუდიანია გამოსახული, რომელიც გაფრთხილებთ რომ გზაზე ხშირად დაფრინავენ კუდიანები.
ასევე შემონახულია იმდროინდელი უამრავი ნივთმტკიცება: კუდიანების ქოხები, უამრავი სახლი-ციხე, რომლის ფანჯრებზედაც დღესაც რკინის გისოსებია და ყველაზე მთავარი – მოედანი La Cabotina, სადაც წვავდნენ კუდიანებს.
ტრიორეში ყოველწლიურად ტარდება ფესტივალები ფოლკლორული და თემატური სახის: საზაფხულო ფესტივალი “ჯადოქრობა” აგვისტოში, სოკოს ფესტივალი სექტემბერში, ჰელოუინი, ოქტომბრის ბოლოს კი შემოდგომის ფესტივალი….
**********************************************************************************
**********************************************************************************