ლაშქრობებისაკითხავისასარგებლოუკატეგორიოუცნაური

ქვის ტყე

52b38a389853

განვაგრძობ ჩემი პოსტების სერიას ბუნების მიერ შექმნილ უცნაურ ადგლებზე!

იაპონიის ერთ-ერთ პროვინცია იუნანში , ქალაქ კუნმინიდან 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი , რომელსაც ძალიან კარგი სახელი “ქვის ტყე” აქვს , ორიგინალში მას შილინი ჰქვია. საერთოდ ეს ნაციონალური პარკია , რომლის ფართობიც სამასორმოცდაათი კვადრატული კილომეტრია.

ორასი მილიონი წლის წინათ შილინი ზღვით იყო დაფარული , კლიმატის ცვლის შედეგად ზღვა დაშრა და დაგვიტოვა ეს დიდი ლოდები და კლდეები , რომლებზეც ამჟამად დრო და ქარი მუშაობენ. ნანსი ხალხს კი სხვა ისტორია აქვს ამ ადგილის შესახებ. ცხოვრობდა ამ ადგილებში ერთი დევი(გიგანტი) , რომელსაც ამ ადგილებში კაშხლის აგება უნდოდა , რომ თავისი ხალხი წყლით მოემარაგებინა. ამისათვის მან აქაურ წმინდანს ინსტრუმენტები მოპარა . დევი მთელი ღამე მუშაობდა , რომ კაშხალი აეგო , მაგრამ გათენდა და ინსტრუმენტებმა ძალა დაკარგეს . აი, ამიტომაა ეს ქვები ასე უწესრიგოდ დღესდღეობით.

7df1582dd6fb

ქვის ტყის ნაციონალური პარკი დაყოფილია ნაწილებად : მთავარი ქვის ტყე , პატარა ქვის ტყე და ქვის ტყე ნაიგუ, სადაც უცნაური ქვების გარდა სხვა ღირსშესანიშნაობებიცაა. ერთ-ერთი მათგანია : “ამოუცნობი ქარის გამოქვაბული” , სადაც გადის მიწისქვეშა მდინარე , შემოდგომაზე ამ მდინარეზე საოცარი მოვლენის შემსწრე გახდებით. ნახევარ საათში ერთხელ მდინარიდან პატარა ქარიშხალი(მორევი) ამოდის. მეორე ღირსშესანიშნაობა არის ჩჟიუნის გამოქვაბული , სადაც თქვენ მიწისქვეშა ქვის ტყე შეგიძლიათ ნახოთ, აქ არაერთი დღის გატარება შეიძლება და ყოველდღე რაიმე ახალს აღმოაჩენს თქვენი თვალები.

აი სურათები:
756ff1c44075

340d0f336880

4d1128b4b742

25daca75f09f

d0f3e381154b

3ec876580153

ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close