მისტიკასაკითხავიუცნაური

ნამდვილი მფარველი ანგელოზი – დონ რიჩი

2872b20dda51

მფარველ ანგელოზი ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და დონ რიჩი ჰქვია. 82 წლისაა. ოდესღაც ის სადაზღვეო კომპანიაში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ 45 წლის წინათ მიატოვა ყველაფერი და გადავიდა სიდნეიში, სადაც დასახლდა კიდეც უოტსონის ყურის მახლობლად. თავისი დროის უმეტეს ნაწილს ის უთმობს წიგნების კითხვას, წყლის საათობით ყურებას და ყველაზე მთავარს, ადამიანების სიცოხლეს იცავს სიკვდილისგან… გაგრძელების შემდეგ შეიტყობთ ყველაფერს ამ შესანიშნავი ადამიანის შესახებ…

ადგილზე სადაც რიჩი დასახლდა, ოუტსონის ყურეში, არის ადგილი, კლდის ერთი უბრალო ნაწილი სახელწოდებით The Gap, რომელიც მაგნიტივით იზიდავს თვითმკვლელებს. ყოველწლიურად აქ 50-ზე მეტი ადამიანი მოდის თავის მოსაკლავად. 45 წლის წინათ, ერთ დღეს, როდესაც დონი თავის საყვარელ გაზეთს კითხულობდა გადააწყდა ამ უჩვეულო სტატისტიკას და შეძრა მთლიანად. წარმატებულმა სადაზღვეო აგენტმა გადაწყვიტა რაც არ უნდა დაჯდომოდა წასულიყო ამ ადგილში და ეცადა გადაერჩინა რამოდენიმე სიცოცხლე მაინც სიკვდილს.

a48137b7f76d

ამ 45 წლის მანძილზე დონ რიჩმა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით გადაარჩინა 163 ადამიანი. არაოფიციალურად კი ეს რიცხვი 400-მდე ადის. დონი ამასთან დაკავშირებით ბევრ დაუჯერებელ და საინტერესო ისტორიებს ჰყვება, ზოგიერთი დეტალი მას თავის დღიურში აქვს ჩაწერილი.

რიჩი უკვე საკმაოდ ხანდაზმული ადამიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არ გამოეპარება დაწყევლილ კლდეზე მიმდგარი ადამიანის სილუეტი და გარბის მის გადასარჩენად. ცდილობს დაელაპარაკოს მათ, პატიჟებს სახლში ფინჯან ყავაზე ან ლუდზე. ბევრი უსმენს კიდეც და მიჰყვება მის ნებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია და არანაირ ყურადღებას არ აქცევს ირგვლივ გარემოს. ასეთ შემთხვევაში დონი ცდილობს უკვე ძალა იხმაროს.

იყო მფარველი ანგელოზი, ძალზედ სახიფათო პროფესიაა. რამოდენიმეჯერ დონი თავად კინაღამ გადაეშვა მსხვერპლთან ერთად უფრსკულში. ერთხელ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ხტებოდა, რიჩი მაგრად ჩაეჭიდა და კინაღამ მასთან ერთად გადავარდა.

დონი ნაღვლიანი თვალებით ჰყვება ხოლმე: ” მე არ ვიცი თუ რატომ მოდიან კერძოდ ამ ადგილზე თავის მოსაკლავად ადამიანები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამის შეჩერება შეუძლებელია.”

eba3975fed62

მან აქ გაიცნო უამრავი უჩვეულო ადამიანი. ერთხელ, ზაფხულის მშვენიერ საღამოს დონმა თვალი მოკრა მოზარდის სილუეტს კლდის ქიმზე და მაშინვე გაეშურა საშველად. მიუახლოვდა და ლაპარაკი დაუწყო, დაპატიჟა ლუდზე, დაახლოებით ნახევარ საათს საუბრობდნენ. შეკითხვებს უსვამდა ცხოვრებაზე, მშობლებზე. ბიჭიც პასუხობდა უხალისოდ. ცოტა ხანში ის გამხიარულდა კიდეც და დონსაც იმედი მიეცა, მაგრამ შეცდა, მოულოდნელად მოზარდი სწრაფად გადაეშვა უფრსკულისაკენ. რიჩი რამოდენიმე საათის განმავლობაში შოკისგან ვერც კი გაინძრა. მოზარდის თავიდან გადმოვარდა კეპი, რომელსაც რიჩი დღესაც ინახავს. ის ბავშვი მისი მეზობლის შვილი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ისტორია: ერთხელ რიჩმა კლდეზე ქალი შენიშნა, მივიდა მასთან და გვერდით ამოუდგა. დაუწყო ლაპარაკი და მხიარული ისტორიების მოყოლა. იმდენი ჰქნა, რომ დაითანხმა სახლში ვახშამზე. მაგიდასთან ქალმა გული გადაუშალა და მოუყვა, რომ მძიმედ ავადაა და წამლები, რომელიც ექმიმმა გამოუწერა არ შველის, პირიქით უარესდება მისი მდგომარეობა. დონმა და მისმა მეუღლემ შეძლეს და დაითანხმეს ქალბატონი, რომ სხვა უფრო მაღალკვალიფიცირებულ ექიმთან წასული. რამოდენიმე თვის შემდეგ ქალი დაბრუნდა სახეზე ღიმილითა და ხელში შამპანურის ბოთლით. მის ავადმყოფობას სამუდამოდ ეშველა.

cedc760e976a

დონის საქმიანობა არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ის დაჯილდოებულ იქნა ავსტრალიის სამოქალაქო ორდენით, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფო ვერ ეხმარება მას, რათა შეუმსუბუქოს ცხოვრება. ამჟამად რიჩი ცდილობს მოძებნოს მისი შემცვლელი, მაგრამ უშედეგოდ, ასეთ ადგილზე ნებაყოფლობით ყოფნა არავის სურს ჯერჯერობით.

თვითმკვლელების ნათესავები და ოჯახის წევრები ყველანაირად ცდილობენ აიძულონ მთავრობა დაწყევლილ კლდეზე გააკეთონ დიდი გადაულახავი ბარიერი, დააყენონ ვიდეო კამერები, მაგრამ 2.5 მილიონი დოლარი ამისათვის ვერ მოიძიეს. (!)

ead47171de8c

დაინ გედდინი, რომლის ქალიშვილმაც სწორედ აქ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ყველანაირად ცდილობს და სათავეში უდგას კომპანიას, რომლის მიზანიცაა კლდეზე ბარიერის გაკეთება. მხოლოდ გასულ თვეში მან 4 წერილი მისწერა პრემიერმინისტრს, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით ყველა იმედი დონ რიჩზეა.

“ხანდახან თბილი სიტყვა და ღიმილი საკმარისია, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნო ადამიანს. მე არ მჯერა, რომ ამდენ ადამიანს სურს თავის მოკვლა, მაგრამ ცხოვრებაც მათთვის საშინელია და ალბათ აქვს ყველას რაღაც მიზეზი. აი აქ კი ვერავინ შეცვლის დონ რიჩს, ის ნამდვილი მფარველი ანგელოზია” – აცხადებს გედდინი.

ესეც ჩემი მე-600 საიუბილეო პოსტი

***********************************************************************************

***********************************************************************************

1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close