ტერორიზმი-ground zero
2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა,თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე“. ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: ,,ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“
ზუსტად 9 წლის წინ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.რომელსაც ემსხვერპლა 2977 მშვიდობიანი მოქალაქე(როგორც ამერიკელები,ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები).ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა დააჯახეს პენტაგონის შენობას,მეორე რომლის სავარაუდო დანიშნულების პუნქტიც თეთრი სახლი ან კაპიტოლიუმი იქნებოდა მგზავრების თავგანწირვის შედეგად ჩამოვარდა “შენკსვილში” პენსილვანიის შტატში.ყველაზე ძლიერი შეტევა კი მიიტანეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებზე. პირველი თვითმფრინავი დაეჯახა ჩრდილოეთ შენობას დილის 8:46-ზე ხოლო მეორე თვითმფრინავი დაეჯახა სამხრეთ შენობას დილის 9:03-ზე.