უცნაური

მეორე რომის პაპი

Image Hosted by ImageShack.us
1959 წელს დაბადებული ამერიკის მოქალაქე დევიდ ალენ ბაუდენი, არჩეულ იქნა, რომის პაპად 6 სედევაკანისტის მიერ. სედევაკანისტები კათოლიკეთა ის ჯგუფია, რომლებსაც ტავი ნამდვილ კათოლიკეებად მიაჩნიათ, ხოლო კათოლიკეთა უმრავლესობა მათ კონსერვატორულ, ხოლო უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, გიჟ კათოლიკეებს ეძახიან. სედევაკანისტები თვლიან, რომ 1958 წლის მერე პაპის სავარძელი თავისუფალია, რადგან არც იოანე პავლე პირველი არც იოანე პავლე მეორე და არც ბენედიქტ მეთექვსემეტე არ იყვნენ ნამდვილი კათოლიკეები და ნამდვილი პაპები, ისინი თვლიან, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პაპები ამ არ იყვნენ ტრადიციულები და ანგრევდენ ტრადიციული კატოლიკურ ეკლესიას და მის საწყისებს. კათოლიკური ეკლესიის კანონის მიხედვით თუ კარდინალები ვერ აირჩევენ ნორმალურ პაპს ეს შეუძლიათ გააკეთონ კათოლიკე ხალხმა, სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე დევიდ ალენ ბაუდენი აირჩიეს რომის პაპად ექვსმა კაცმა, რომელშიც შედიოდა თვითონ და ასევე მისი მშობლები. ის დღესაც ამ თანამდებობაზეა და მისი სახელია პაპი მიქაელ პირველი.

Image Hosted by ImageShack.us
Image Hosted by ImageShack.us

მსგავსი ამბები

Back to top button