გართობაუცნაური

იღბლიანი ლატარიის ბილეთის მფლობელები, რომელთაც ჯობდა საერთოდ არაფერი მოეგოთ

fe0cc9ac8375

თქვენ გგონიათ ყველა, ვინც დიდ ფულს იგებს სხვადასვა ლატარეებით ბედნიერია? და ცხოვრება უზრუნველყოფილი აქვს? მაშინ ძალიან ცდებით… გაგრძელებაში შემდეგ წაიკითხავთ რამოდენიმე ისტორიას ადამიანებისას, რომლებმაც მილიონები მოიგეს და ერთ დღეში გამდიდრდნენ, მაგრამ თურმე ჯობდა არ მოეგოთ არაფერი…

eac7e89a2331
კელი როჯერსი

ეს გოგონა ერთ დროს ყველაზე ბედნიერი მოზარდი იყო მსოფლიოში. ლატარეაში მან 1.9 მილიონი ევრო მოიგო, მაშინ ის სულ რაღაც 16 წლის იყო. მაშინ ეს თანხა დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენდა. თქვენ გგონიათ კელიმ ეს თანხა რამეში დააბანდა, ან ცოტატი გაერთო, ან ბიზნეს ლედი გახდა? არა, მან მთელი თანხა შოპინგებში დახარჯა, სახლში მხიაულ საღამოებს მართავდა და მკერდის გასადიდებელი ოპერაცია გაიკეთა. ახლა ის 22 წლისაა და უკვე 2-ჯერ ჰქონდა მცდელობა თვითმკვლელობისა, ჰყავს ორი შვილი და მუშაობს დამლაგებლად.

7d86a16e8354
ენდრიუ ჯექსონი

2002 წლის დეკემბერში მან 315 მილიონი მოიგო. მაშინ ის იყო წარმატებული ბიზნესმენი და მშვენივრადაც ცხოვრობდა. თანხის აღების შემდეგ 10% დაარიგა სხვადასვა ქრისტიანულ ფონდებში. შექმნა საკუთარი სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რომლის კაპიტალის 14 მილიონი გახლდათ. ამის შემდეგ დაიწყო უსიამოვნებები. ორჯერ დააკავა პოლიციამ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში. რამოდენიმეჯერ გაქურდეს, რის შედეგადაც 3 მილიონი მოპარეს. ცოლი გაშორდა. 2003 წელს მის სახლში იპოვეს შვილიშვილის მეგობარი ბიჭი გარდაცვლილი, სიკვდილის მიზეზი – ნარკოტიკების მიღების დიდი დოზა, რის შემდეგაც რამოდენიმე თვეში იგივე მიზეზით გარდაიცვალა შვილიშვილიც. რამოდენიმე წელიწადში კი გარდაიცვალა მისი ქალიშვილიც. თავად ენდრიუ კი დღეს აცხადებს, რომ აჯობებდა მას არასოდეს ეყიდა ის მომგებიანი ბილეთი.

8b0f92d83004
კენ პროკსმაირი

ის მუშაობდა ავტოგასამართ სადგურში მანამ, სანამ მოიგებდა 1 მილიონ დოლარს ლატარეით. რის შემდეგაც გაემგზავრა კალიფორნიაში და გახსნა საკუთარი ბიზნესი. არ გაუმართლა და გაკოტრდა. თუმცა თავად კენი და მისი შვილი დიდად არ ნაღვლობენ ამას და აცხადებენ, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი წინაა…

3675a3af732b
ეველინს ადამსი

ამ ქალბატონმა 1985 და 1986 წლებში ორჯერ მოიგო ლატარეაში, მთლიანი თანხა 5.4 მილიონ დოლარს შეადგენდა. მთელი თანხა ეველინმა კაზინოში გაფლანდა და დღეს ცხოვრობს იქ, რასაც თქვენ სურათზე უყურებთ.

a94aa04b7731
ბილი ბობ ჰარელი

ლატარეაში 31 მილიონი დოლარი მოიგო. იყიდა რამოდენიმე ბინა, ავტომანქანა და ამით გაჩერდა, მაგრამ მისმა კეთილმა გულმა უარით ვერ გაისტუმრა კარზე დახმარების სათხოვნად მომდგარი ადამიანები. რის შედეგადაც დახარჯა მთელი თანხა, გაშორდა ცოლი და რამოდენიმე ხნის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ad26f51b6861
მაიკლ კეროლი

ეს ადამიანი გახლავთ მაგალითი, თუ რაოდენ სულელი შეიძლება იყოს კაცი. მაიკლ კეროლი მუშაობდა მენაგვედ, როდესაც 15 მილიონი დოლარი მოიგო. როგორც კი თანხა აიღო, ეგრევე დაიწყო მისი ხარჯვა. ყიდულობდა ძვირფას საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის, დაიწყო სიარული ღამის კლუბებში, შეეჩვია კოკაინს, ძვირფას მანქანებს და მეძავებს. მოგებიდან ერთ წელიწადში კოკაინზე ისე შეჯდა, რომ დღეში 2000 დოლარი არ ჰყოფნიდა მარტო თავისთვის. მიატოვა ცოლი და ფულის ხარჯვა აქტიურად დაიწყო მეძავეებთან. ასიათასობით დოლარი რამოდენიმე თვეში სწორედ მათ დაახარჯა. უაზროდ ყიდულობდა ძვირფას ჯიშიან ძაღლებსა და ცხენებს. 1 მილიონი დოლარი კი საყვარელ სპორტულ კლუბს გადასცა საჩუქრად. დღეს ის უკვე ღარიბულად ცხოვრობს, 42 ევროს ღებულობს როგორც უმუშევარი და იცით რაზე უნდა ხელახლა მუშაობის დაწყება? მენაგვედ, დიახ მენაგვედ სურს კვლავ მუშაობა.

************************************************************************************
************************************************************************************


1665284496.2219.1104690230

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button