საკითხავისასარგებლო

ფარდობითობის თეორია

albert

1905 წელს 26 წლის ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული ნაშრომი “მოძრავ სხეულთა ელექტროდინამიკისათვის”. 2005 წელს (ეს წელი იუნესკომ ფიზიკის წლად გამოაცხადა) შესრულდა 100 წელი ამ ღირსშესანიშნავი მოვლენიდან, რაც ფართოდ აღინიშნა მთელ მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოშიც. ეს არის უაღრესად ნატიფი ფიზიკური თეორია, რომელმაც ძირეულად შეცვალა ჩვენი შეხედულებები სივრცესა და დროზე. ფარდობითობის თეორიის შედეგები იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებელია, რომ ადამიანს უჭირს მისი სრულფასოვანი აღქმა. იგი აშკარად ეწინაამღდეგება “საღ აზრს”, ჩვენს ჩვეულებრივ წარმოდგენებს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ფარდობითობის თეორიის ძირითად პრინციპებს.

როცა პატარა ვიყავი მე ასე ამიხსნეს ამ თეორიის მნიშვნელობა: “შენი აზრით, სად უფრო სწრაფად გავა დრო, როცა პარკში შეყვარებულთან ერთად სეირნობ, თუ როცა ცხელ პლანეტაზე ზიხარ. პარკში 1 საათი 1 წამში გაირბენს, ხოლო აუტანელ პირობებში კი ეს 1 საათი მთელ საუკუნედ მოგეჩვენება. არ ვიცი რამდენად კარგად ხსნის ეს ფარდობითობის თეორიას, მაგრამ მოდით შედარებით ღრმად ჩავუკვირდეთ ამ ყველაფერს.

ვნახოთ როგორ იცვლება შეხედულებები დროსა და სივრცეზე ფარდობითობის თეორიის თანახმად. კლასიკური (ნიუტონისეული) ფიზიკის მიხედვით, დრო და სივრცე აბსოლუტური კატეგორიებია. მარტივად, რომ ვთქვათ, ნებისმიერ ინერციულ ათვლის სისტემაში დრო ერთნაირად მიედინება და ორ წერტილს შორის მანძილი ერთნაირია. სხვაგვარად, საათის ჩვენება და მონაკვეთის სიგრძე არ იყო დამოკიდებული დამკვირვებლის მიმართ მისი მოძრაობის სიჩქარეზე. ფარდობითობის თეორიის მიხედვით, მოძრავ სისტემაში დრო უფრო ნელა მიედინება: მოძრავი დამკვირვებლის საათი “ჩამორჩება” უძრავი დამკვირვებლისას. ერთდროულობაც ფარდობითია: ის, რაც ერთდროულად მოხდა ერთი ინერციული სისტემის მიმართ, ერთდროული არ იქნება სხვა ინერციული სისტემის მიმართ. წარმოვიდგინოთ თანაბრად მოძრავი ვაგონი, რომლის შუაში მყოფი დამკვირვებელი ანათებს ასანთს. ამ დამკვირვებლის თვალსაზრისით სინათლე ერთდროულად მიაღწევს ვაგონის წინა და უკანა კედელს. მეორე დამკვირვებელი უძრავად დგას ბაქანზე. მისი თვალსაზრისით სინათლე უფრო ადრე მიაღწევს უკანა კედელს, ვიდრე წინას. მართლაც უკანა კედელი სინათლის შესახვედრად მოძრაობს, წინა კედელი კი “გაურბის” მას. მაშასადამე, ის რაც ერთდროული იყო ვაგონში მყოფი დამკვირვებლისთვის, არ არის ერთდროული ბაქანზე მდგომისათვის. დასკვნა: დრო ფარდობითია! თუ რაიმე მოვლენის ხანგრძლივობა უძრავ ინერციულ სისტემაში არის t., ხოლო v სიჩქარით მოძრავ სისტემაში – t,მაშინ ფარდობითობის თეორიის თანახმად,

f

ამიტომ ჩვენ არ დაგვწირდება საათის გასწორება ყველაზე სწრაფი ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კი. ნებისმიერი მათგანის სიჩქარე ბევრად ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე და საათის ჩამორჩენა შეუმჩნეველია.
არ შეიძლება აქ არ ვახსენოთ ცნობილი “ტყუპების პარადოქსი”, როგორც ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი უცნაურობა. ვთქვათ, ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთი ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობაში წავიდა. მისი ხომალდის სიჩქარე ფანტასტიკურად დიდია, უახლოვდება სინათლის სიჩქარეს. შინ დაბრუნებულ მოგზაურს თავისი ტყუპისცალი შესამჩნევად მობერებული დახვდება, თუკი საერთოდა დახვდა ცოცხალი! ფარდობითობის პრინციპს თუ მოვიშველიებთ და მოვლენებს კოსმოსურ ხომლადთან დაკავშირებული ათვლის სისტემიდან შევხედავთ, შებრუნებულ შედეგს მივიღებთ – შინ დარჩენილი ტყუპისცალი უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდება. მაგრამ ხომ არ შეიძლება ერთი ძმა თავის ტყუპისცალზე ხნიერიც იყოს და ახალგაზრდაც?! ფარდობითობის თეორია ამომწურავად ხსნის ამ პარადოქსს.

წყარო: ენციკლოპედია და ინტერნეტი. ;)

თეგები
Back to top button
Close
Close