არქივი

ვენერა და მარსი

eacd8b4f7fc9

ალესანდრო ფილიპეპი ანუ სანდრო ბოტიჩელი (მას „პატარა კასრსაც’უწოდებდნენ) იტალიელი მხატვარია,რომელსაც უდავოდ ბევრი შედევრი აქვს შექმნილი რენესანსის პერიოდში,მან სახელი გაითქვა სურათებით,რომელშიც კლასიკური მითებიდან აღებული სცენები იყო გამოხატული.ამ სურათზე გამოსახულნი არიან:სიყვარულის ქალღმერთი ვენერა და ომის ღმერთი მარსი,მათ გარშემო ოთხი პატარა ფავნი თამაშობს (ფავნი მითოლოგიური არსებააა,ის წელს ქვევით თხაა,წელს ზევით კი-ადამიანი).

ვენერას ცნობა მარგალიტის ბროშითა და მის უკან ამოსული მარტის ბუჩქებით შეიძლება.მარგალიტი ვენერას სიმბოლოა,იგი ხომ ნიჟარიდან დაიბადა.მარტი კი მისი წმინდა მცენარეა,მარადმწვანე და უკვდავი…ვითარცა სიყვარული :დ
მარსს იარაღით და აბჯრით ვცნობთ,მაშინაც კი როცა ის მათ არ ხმარობს.ამ სურათზე მარსს ისე ღრმად სძინავს რომ ყურთან მიდებული საყვირის ხმაც ვერ გააღვიძებს.
ბერძნულ მითოლოგიაში ფავნები ბოროტი არსებები არიან,აქ კი პირიქით,ბოტიჩელემ ისინი ბავშვების სახით წარმოადგინა

ორი უკიდურესობა

მარსს ძინავს,ის სრულიად დაუცველია,ვენერა კი ფხიზლობს.ამით ნაჩვენებია უკიდურესობები : სიყვარული და ომი,ქალი და მამაკცი,ძალა და სისუსტე.ვენერა აუღელვებლად უყურებს,როგორ იპარავენ ფავნები მარსის იარაღს,ან იქნებ ისინი ვენერას ბრძნაებას ასრულებენ?მაშასადამე,მარსს,უძლეველ მეომარს,სიყვარულის ქალღმერთი განაიარაღებს,რითაც კიდევ ერთხელ ამტკიცბს,რომ სიყვარული უფრო ძლიერია ომზე(თუმცა სხვა დატვითვაც შეიძლება ვნახოთ,მე პირადად ვფიქრობ იქნებ ავტორს უნდოდაეცვენებინა ის, რომ ქალები ცოტა არ იყოს ეშმაკები ვართ და ვსარგებლობთ კაცის სუსტი მხარეებით?ვინ იცის…)

შეცდომები

სურათი მშვენიერია,უყურებ და ყველაფერი მოგწონს მაგრამმ….ვენერასა და მარსისის სხეულები ანატომიურად სწორად აგებული არ არის.ვენერას მარჯვენა ფეხი საერთოდ არ ჩანს,თითქოს სამოსის ქვეშ გაქრა,რაც შეეხება მარსს,მისი მარცხენა ფეხი ზედმეტად ამოზიდული ,ხოლო მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლეა.შესაძლოა ეს უნებლიე შეცდომაა,ან ავტორი ასე სპეციალურად მოიქცა,რათა სურათის კომპოზიცია უკეთსი ყოფილიყო.

„შპალერები“

რენესანსის პერიოდში კედლებისა და ავეჯის მოსართავდ სპეცილურ სურათებს ხატავდნენ.ეს სურათი შესაძლოა,ტანსაცმლის კარადის ან საწოლისათვის იყო გამიზნული.ასეთ სურათბს „შპალერებს“უწოდებდნენ.მათზე,როგორც წესი მითოლოგიური ან ისტორიული სცენები იყო ასახული,ძირითადად ამ შპალერებს ახლადაქორწინებულები ყიდულობდნენ.ეს სურათიც სავარაუდოდ რომელიმე წყვილისათვის შეიქმნა,უცნობია კონკრეტულად ვისთვის იყო მიძღვნილი,მაგრამ ერთი რამ აფიქრებინებს მკველვარებს რომ სურათი მდიდარი იტალიური ოჯახის -ვესპუჩებისათვის იყო განკუთვნილი.მარსს თავზე ბზიკები დასტრიალებენ,ბზიკს იტალიურად „ვესპა“ჰქვია,ვესპუჩების ემბლემაც სწორედ ბზიკი იყო…..თუმცა ზუსტად არავინ იცის მართლა ასე იყო თუ არა..იქნებ მხატვარმა ბზიკები მხოლოდ იმიტომ დახატა,რომ შეეხსენებინა..სიყვარულმა ხანდახან მწარე კბენა იცის…ვინ იცის….

წყარო: მხატვრობა( წიგნის სახელი)!

მსგავსი ამბები

Back to top button