არიზონის ტალღა
განვაგრძობ ჩემი პოსტების სერიას ბუნების მიერ შექმნილ უცნაურ ადგლებზე!
კოლოსალურმა ძალებმა თითქოს “გამოძერწეს” ეს ადგილი მიწისგან, რომელიც ამერიკის 2 შტატის არიზონისა და იუტას საძღვარზე გადის. ბუნების კიდევ 1 გამოცანა – არიზონის ტალღა გადის აქ როგორც დიდი ავტომაგისტრალი, მაგრამ ეს არც მანქანასთანაა დაკავშირებული და არც რაიმე წყლის სტიქიასთან.
ის უკვე “მოხუცია” , მისი ასაკი პატივის ღირსია – მიწა რისგანაც შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი “ტალღები” აქ უკვე 190 მილიონი წელია.
თქვენ რომ ოდესღაც ეს ადგილი გენახათ , იფიქრებდით რომ უბრალო უდაბნოა , მაგრამ ქარმა და წყალმა ამდენი წლის განმავლობაში “გამოგვიძერწა” რასაც ახლა ვხედავთ.
იმას,ვისაც მოუნდება ამ ბუნების საოცრების ნახვა , გრძელი და დამღლელი მოგზაურობის გავლა მოუწევს , რომელშიც მზე სასტიკად ანათებს : გვიწვავს მხრებს და სუნთქვას გვიშრობს. “ტალღა” ძალიან კარგად იმალება ამ უდაბნოში. ადამიანმა , რომელმაც არ იცის გზა შეიძლება ვერც ვერასდროს მიაგნოს მას და დარჩეს მიწის ტყვეობაში სამუდამოდ . გიდი კი ყველა ტურისტს დაეხმარები ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
უნდა აღინიშნოს ასევე ის , რომ აქ ტურისტების ნაკლებობას განიცდიან , რადგან შტატმა შემოიღო კანონი , რომლის თანახმადაც მხოლოდ ოც “ბედნიერს” აქვს უფლება წელიწადში რამდენჯერმე მოინახულოს ეს თავბრუდამხვევი ადგილი.
ეს კანონი ალბათ უნდა შემოეღოთ კიდევაც , რადგან არაკონტროლილებადი ტურისტების ნაკადი ამ საოცარ და უძველეს ადგილს ძალიან თუ არა,ცოტათი მაინც დააზიანებდა და მთლიან ხედს ცუდად წარმოაჩენდა.
ეს ფანტასტიკური ადგილი , ადამიანებს არც ისე “ფანტასტიკურად ექცევა” , რადგან აქ მთელი დღის განმავლობაში ვერსად დაემალები ცხელ მზეს , ვერსად აავსებ წყალს და ვერსად წამოწვები სადმე დასასვენებლად . მხოლოდ და მხოლოდ რიჟრაჟზე გრილა ამ ადგილას .
ყველაზე კარგი დრო “ტალღის” მოსანახულებად ეს არის : შემოდგომა და გაზაფხული , ისევ და ისევ კლიმატის გამო , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ ივნისში აქ ხალხი არ ჩამოდის. აქ ხომ 190 მილიონი წლის წინანდელი ადგილია შემონახული . . .
ალბათ ოდესმე ძლიერი ბუნების ძალები , იმაზე ძლიერი ვიდრე “ტალღა” შექმნეს დაანგრევენ მას და კვალსაც არ დატოვებენ იმისას , რომ აქ ოდესმე ასეთი საოცრება იყო, მაგრამ მე მჯერა , რომ ჩვენ ამას არ მოვესწრებით და არ დავკარგავთ ასეთ საოცარ ადგილს . . !
სურათები: