10 ყველაზე უცნაური სამუშაო ადგილი
მოკლედ ავტორობა მომილოცეთ და ყველანი გაგრძელებაში :D და იოცნებეთ რომ ესეთ ადგილას იმუშაოთ :evil:
1. Selgas Cano-ს არქიტექტურის ოფისი.
თუ დაიღალეთ ოფისში მუშაობით ეს ადგილი თქვენთვისაა. დამერწმუნებით ამ სასიამოვნო გარემოში მუშაობა ბევრად მარტივი და სახალისოა. ეს ოფისი მადრიდში მდებარეობს. შექმნილია Iwan Baan-ის დიზაინით და მდებარეობს ტყეში.
2. Studio 53
2006 წელს კომპანია Steelcase-მა შექმნა აი ასეთი დიზაინის ოთახი რომელსაც სტუდია 53 უწოდა. შემქმნელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ პატარა ოთახი გადაექციათ გლამორულ, კომფორტულ ოთახად, რომელიც განკუთვნილი იქნებოდა შეხვედრებისთვის. Leo Burnett-მა გადაწყვიტა შეეძინა ეს ოთახი და დღესაც წარმატებით იყენებს მას.
3. Google-ს ოფისი
თქვენ ალბათ გსმენიათ ახალი პროექტის შესახებ რომელსაც Google Zurich უწოდეს. ამ ოთახის დიზაინის შექმნაზე მუშაობდა 350 ადამიანი.
4. ოფისი ჯარში
Mark MacAskill-ის ოთახმა მოიგო Lifehacker’s Coolest Cubicle-ს ფესტივალი 2008 წელს.
5. ოთახი ლუქსი
Jared Nielsen-ის ოთახი დამზადებულია ძვირფასი ხისგან.
6. პირადი ოთახი
თავად ავტორის Yanko-ს თქმით ეს არის ოთახი მაგიდაზე. საოცარი დიზაინი და ძალიან კომფორტული ოთახი, წიგნების თაროებით, საწერი მაგიდით, განათებით. აქ შეგიძლია მთელი დღე დაყო.
7. Pixar-ის ოფისი
ალბათ ყველას გსმენიათ ანიმაციური კომპანია Pixar-ის შესახებ. მათ ეკუთვნით მულტფილმები: “Up”, “Finding Nemo”, “The Incredibles” და ა.შ. Pixar-ის თანამშრომლებს აშკარად არ უწევთ ერთფეროვან და მომაბეზრებელ გარემოში მუშაობა.
8. Kithaus K3
Kithaus გვთავაზობს მზა ოფისს. ხელმძღვანელებს შეუძლიათ თანამშრომლებს თვალყური გამუდმებით ადევნონ და მოსვენება არ მისცენ (რა სა ში ნე ლე ბა ა :D )
9. Engine-ს ოფისი
ეს არის მარკეტინგის მენეჯერების ახალი ოფისი კომპანია Engine-ს თანამშრომლებისათვის. ეს დიზაინი შეიმუშავა Jump სტუდიამ.
10. A3 მრუდე კაბინა
ამ კაბინეტის ყველაზე რადიკალური ელემენტია მისი უსწორმასწორო კედლები. ეს კაბინეტი შექმნა Hani Rashid-მა ნიუ იორკში 2004 წელს.
რაღაც ცუდი პოსტი გამოვიდა მაგრამ მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი :vaime: :cry: