გასართობისაკითხავი

საინტერესო ფაქტები

791587ef8f88
ეს გახლავთ გაგრძელება სერიისა საინტერესო ფაქტები BY SUN :))

1. ნიუ იორკში, ჰარლემში მდებარე აპოლოს თეატრი ერთ ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. სხვადასხვა დროს მის სცენაზე გამოდიოდნენ ელა ფიცჯერალდი, “გორილაზ” და სხვა. მეორე მსოფლიო ომამდე თეატრ აპოლოს ერთი კურიოზული ჩვეულება ქონდა, ე.წ. “ეგზეკუციონერი” მამაკაცი ცოცხით–იგი  შემსრულებლებს სცენიდან გვიდა, თუ უკმაყოფილო მაყურებლები მის გაგდებას მოითხოვდნენ. 

2. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ემიგრაციის წყალობით, ქუინსი, ნიუ იორკის ერთ-ერთი რაიონი, ამჟამად ყველაზე მრავალეთნიკური და მრავალენოვანი ადგილია დედამიწაზე. აქ 10 ყველაზე გავრცელებული ენებია: ინგლისური, ესპანური, ჩინური, კორეული, იტალიური, ბერძნული, რუსული, ფილიპინური, ფრანგული, პენჯაბური. 

3. ბანკომატი  Gold to Go, რომელიც პირველად აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროშიდადგეს, 10-გრამიანი ოქროს ზოდებისა და ოქროს მონეტების ყიდვის საშუალებას იძლევა. დაგეგმილია, რომ ამ ტიპის ბანკომატები მომავალში შვეიცარიის,  ავსტრიის და გერმანიის მაღაზიებსა და აეროპორტებში დაიდგას.

4. ტურისტულმა საიტმა – Virtual Tours მსოფლიოს ყველაზე სასაცილო დასახელებების მქონე ქალაქების სია გამოავლინა: სამხრეთ აფრიკაში ქალაქი-  Try Again , აშშ-ს ქალაქი Why, კეიმანის კუნძულზე ქალაქი Hell (ჯოჯოხეთი) , გერმანიაში ქალაქი- Kissing, კანადაში ქალაქი  Head-Smashed -In Buffalo Jump(ითარგმნება როგორც ბიზონიდან გადმოხტომის დროს გატეხილი თავი ) ავსტრალიის ქალაქი-  Wee Waa .

5. 1955 წელს გამოშვებული ავტომანქანა  Peel P50 კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანის ტიტულს. ეს ტრანსპორტი უმკლავდება თავის მოვალეობებს. მანქანის სიგრძე 134 სმ. სიმაღლე 120 სმ. სიგანე 99 სმ. წონა კი 59 კგ. ია :lol2:  მისი გადატანა ხელითაც არის შესაძლებელი, ასევე უპრობლემოდ ისარგებლებთ ლიფტით, ისე, რომ მანქანიდან გადმოსვლა არ მოგიწევთ. მართალია მანქანით უკუსვლა შეუძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ, ის 100 კმ.ს 2 ლიტრი ბენზინით ფარავს. 

6. დედამიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მხოლოდ პიგმეები და ანდამანის კუნძულების ბინადარნი არ იყენებენ ცეცხლს.

7. კომპანია “Pepsi”-მ სიტყვა-სიტყვით გადათარგმნა ჩინურ ენაზე თავისი მთავარი სარეკლამო დევიზი ” Come Alive With the Pepsi Generation ” ( “იცხოვრე პეპსის თაობით” . თუმცა ჩინელები იყვნენ შოკში იმის გამო რომ, მათ ენაზე გამოვიდა სულ სხვა რამ: ” პეპსი აიძულებს თქვენს წინაპრებს საფლავებიდან ადგომას ” )   

8. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სკანდინავიურმა მწარმოებელმა “Electrolux”-მა წარმოადგინა თავისი მტვერსასრუტები ამერიკის ბაზარზე სლოგანით “Nothing Sucks Like an Electrolux ” ( არაფერი ისე არ წოვს, როგორც ელექტროლუქსი) 

9. კომპანია “Coca-Cola” დიდხანს არჩევდა ბრენდის სახელს ჩინეთის მოქალაქეებისთვის. საქმე იმაშია , რომ ჩინელები სასმელის სახელს გამოთქვამენ როგორც ” კეკუ – კელა” რაც ნიშნავს ჩინურად ” უკბინე ცვილის თავგასიებულს”. კომპანია იძულებული გახდა გადაესინჯა სავაჭრო მარკის დაწერილობის 40 000 ვარიანტი , სანამ აირჩევდნენ ამ ბოლო გენიალურ ვარიანტს … ” კოკუ – კოლე ” ( ბედნიერება პირში ).

10. თოჯინა ბარბი, რომ იყოს ნადვილი ადამიანი, მისი მონაცემები იქნება ასეთი: 39-23-33  :makulatura:

ესეც ჩემი რიგით მეორე პოსტი.. გაგრძელება იქნება..

მსგავსი ამბები

Back to top button