არქივი

ეშმაკის კოშკი

44cafc865180

ინდიელები ამას Mato Tipila_ს ეძახიან, რაც ქართულად “გრიზლის ბუნაგს” ნიშნავს.
რათქმაუნდა ინდიელებისთვის ეს მთა წმინდას წარმოადგენდა და მათ სჯეროდათ, რომ ამ მთის მწვერვალზე ცხოვრობენ სულები,რომლებიც ინდიელთა ერს იცავდნენ. ხუნკაპა სიუ ტომის ბელადი – მჯდომარე ბიზონი , მოდიოდა აქ , რომ სულებისთვის დახმარება ეთხოვა თეთრებთან საბრძოლველად.

ეს უცნაური მთა 200 მილიონი წლის წინათ გაჩნდა მაგმის გადნობის შედეგად. გაციების შედეგად , მთა დაიყო რამდენიმე ქვის სვეტად , რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ იყო შეერთებული.რათქმაუნდა ასეთი სწორი ფორმების გამო მთის შესახებ ბევრი მოსაზრება გამოითქვა. ზოგი ფიქრობდა , რომ ეს ან ადამიანის შექმნილია ან არაამქვეყნიურმა ძალებმა შექმნეს.

762ed5d861bd

ინდიელებს კი Mato Tipila_ს წარმოშობის შესახებ თავისი ლეგენდები აქვთ:  ლეგენდა გვაუწყებს, რომ რამდენიმე გოგონა წავიდა ტყეში სათამაშოდ, იქ მათ შეხვდა მშიერი დათვი და გამოეკიდა . გოგონები რაც ძალი და ღონე ჰქონდათ მირბოდნენ მტაცებლისგან , მაგრამ დათვი სწრაფი და მოხერხებული იყო. 

ისინი ქვაზე ავიდნენ და ღმერთებს შველა სთხოვეს. უცბად ქვამ ზრდა დაიწყო, დათვს მაღლა ასვლა და გოგონების შეჭმა უნდოდა, 
მაგრამ მხოლოდ მისი თათები დაეტყო მთას, რომელიც განაგრძობდა ზრდას, სანამ გოგონები ცას არ მისწვდნენ და
ვარსკვლავებად არ გადაიქცნენ. (რამდენად დამაჯერებელია ეს ლეგენდა , ამას თქვენ ტვითონ შეაფასებთ).

d4b965b8ad59

მეოცე საუკუნის მოსვლისთანავე სულებზე და მისნაირებზე ლეგენდები ჩაანაცვლა უცხოპლანეტელებმა.
ამბობდნენ , რომ მწვერვალზე რაღაცა ხშირად ანათებდა . ზოგმა ისიც დაასკვნა , რომ ეს ადგილი არის
ერთგვარი აეროპორტი ამო _ებისთვის(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი).  ჰოდა კინორეჟისორებს და სცენარისტებს მეტი საბაბი რა სჭირდებოდათ კიდევ ერთი სულელური ფილმის გადასაღებად. ეს იდეა კი სცენარისტმა პოლ შრედერმა მოიყვანა სისრულეში. მან სცენარი დაწერა ფილმისთვის (რომელიც სპილბერგმა გადაიღო) “მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები”(Close Encounters of the Third Kind).

ახლა კი ეშმაკის კოშკი ვაიომინგის შტატის ნაციონალურ მონუმენტად ითვლება , სადაც ტურისტებს როცა
მოუნდებათ მაშინ მივლენ. მწვერვალზე ასვლა კი მხოლოდ მთამსვლელებს აქვთ ნებადართული, რადგან
“იქ” შეიძლება არც ისე სტუმართმოყვარედ დაგხვდნენ .

მისი სიმაღლე , მხოლოდ 400 მეტრამდეა.

აი სურათებიც:

73bf5aadc494

d76714f5ea67

ce645bb60043

8d95518c9ad3

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button