არქივი

განსხვავებები ქალსა და მამაკაცს შორის

1cd3883aa541

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი პოსტი დადებულა, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ განსხვავებები, რომლებიც სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც მოგგვრით.

1. ყველა ომი მამაკაცის ბრალია.

2. სათხილამურო მარათონში, მამაკაცები 20 კილომეტრით მეტ მანძილს გადიან.

3. მამაკაცის ბავშვობის ოცნება, როგორიცაა: კოსმონავტობა, პრეზიდენტობა, ბევრად რთული ასახდენია ვიდრე ქალის: გახდე ექიმი, ბორტგამცილებელი ან უბრალოდ დედა.

4. მამაკაცი იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ქალი სექსუალური აქტივობის პიკს აღწევს იმ ასაკში, რომელშიც მამაკაცი უკვე სიცოცხლის დაზღვევაზე იწყებს ფიქრს.

5. მამაკაცის სხეულზე გაცილებით ნაკლები ადგილია, რაიმე ნივთის დასამალად.

6. ქალებს არ ემუქრებათ იმპოტენცია.

7. ქალისთვის გაცილებით ადვილია უძველესი პროფესიის დაუფლება.

8. ქალს არ ემუქრება ტრანსექსუალთან ინტიმური შეხვედრა.

9. შეუძლებელია მანდილოსნის მორალური განადგურება, სასქესო ორგანოს სიმცირეზე ხაზის გასმით.

10. მამაკაცი ვერ გაყვება ცოლად მილიონერს.

11. მამაკაცებს არ გვიშვებენ ქალების აბანოში.

12. ქალებს არ ყავთ სიდედრი.

13. კაცებს არასდროს არ უხდიან ალიმენტებს.

14. რამდენიც არ უნდა ვუღიმოთ და ვეპრანჭოთ პატრულის თანამშრომლებს, ჯარიმას მაინც ვერ გადავურჩებით.

15. ჩვენ არ შეგვიძლია პრობლემის ტირილით მოგვარება.

16. მამაკაცს ქუჩაში არავინ გაეკიდება ტელეფონის ნომრის გამოსართმევად.

17. მამაკაცს სასმელზე არავინ დაპატიჟებს მხოლოდ იმის გამო, რომ მას გრძელი ფეხები და მოხდენილი უკანალი აქვს.

18.როდესაც მამაკაცი იმატებს წონაში, მისი სხეულის არცერთი სექსუალური ნაწილი არ იზრდება.

19. მამაკაცებს არ გვაქვს გასამართლებელი მიზეზი იმისთვის, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში მოვიმატოთ.

20. მამაკაცი არასდროს არ დგას არჩევანის წინაშე, რა ჩაიცვას, კაბა თუ შარვალი.

21. მამაკაცებს ურტყავენ ფეხებს შორის.

22. სკოლაში უფრო ხშირად ბიჭებს სჯიან.

23. საერთოდ უფრო ხშირად ბიჭებს სჯიან.

24. მამაკაცს არასდროს ჩუქნიან ყვავილებს, თუ რა თქმა უნდა ეს მისი საკუთარი გასვენება არ არის.

25. მამაკაცი ვერსდროს ვერ ეღირსება “გმირი დედის” წოდებას.

ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია ზედმეტად კრიტიკულები არ იქნებით. მანდილოსნებო თუ გაწყენინეთ რამე გთხოვთ მაპატიოთ. “არაფერი პირადული, ეს მხოლოდ გართობაა”.

მსგავსი ამბები

Back to top button