არქივი

უკვდავები – ანტიკური სპარსეთის ელიტარული არმია

403f3f1d1e6a

პირველი ინფორმაციები,  სპარსეთის  ელიტარული არმიის  შესახებ გვხვდება  ანტიკურ, ბერძნულ წყაროებში.   ჰეროდოტე მათ მოიხსენიებს როგორც “ათიათასს”.  ძველ სპარსულ წყაროებში მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება და ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს: სპარსელ მემატიანეებს ამის უფლება არ ქონდათ; წყაროები განადგურდა; ან ბერძნებს ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდათ მათზე ,  რადგან ისინი არასოდეს ნებდებოდნენ, არ იღლებოდნენ და მათი რიგები არასოდეს მცირდებოდა.

f093b64d164a

”ათიათასი” იგივე ” უკვდავები”  წარმოადგენდნენ  სპარსეთის არმიის მძიმე ინფანტერიას,  რომელთა რიცხვი ყოველთვის 10000 იყო,  რადგან  ყოველ მოკლულს , მძიმედ დაჭრილს ან ავადმყოფს  ენაცვლებოდა ახალი, ჯანსაღი მეომარი, რის გამოც მათი რაოდენობა და სიძლიერე არ მცირდებოდა.  ჯარისკაცების  შერჩევა ამ ელიტარული დანაყოფისთვის  ხდებოდა გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით.  მებრძოლი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სპარსელი  და წარმოშობით უნდა ყოფილიყო სპარსეთის ერთი კონკრეტული პროვინციიდან,  სხვებს ამ დანაყოფში მოხვედრის უფლება არ ქონდათ.   მშვიდობიანობის დროს ისინი შეადგენდნენ მეფის პირად დაცვას.

0542e8343aca

 

მათი შექმნა უკავშირდება  სპარსეთის ერთ-ერთ გამოჩენილ მეფეს კიროსს, რომელმაც დიდი რეფორმები გაატარა სპარსეთის ჯარში.  მან შექმნა მუდმივი 100000-იანი არმია, რომელიც ყოველთვის მზად იყო ბრძოლისთვის.  10000 კაციანი ინფანტერია კი შეიქმნა, როგორც მეფის პირადი დაცვა,  მათი მოვალეობა იყო, მეფის ტახტი ბრძოლის დროს ალყაში მოექციათ, და ახლოს არავინ მიეშვათ.  მათი განსაკუთრებულობა სწორედ ამაში იყო,  ისინი სხვა რიგითი მებრძოლებისგან გამოირჩეოდნენ იმით, რომ  ვალდებულნი იყვნენ ნებისმიერ მომენტში მეფისთვის  თავი გაეწირათ.

 

“უკვდავების” ტაქტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი იბრძოდნენ ყოველთვის გვერდიგვერდ,  როგორც  ერთი მთლიანი.  როდესაც ერთ-ერთი მათგანი დაეცემოდა, მის ადგილს მალევე იკავებდა სხვა ახალი მებრძოლი ( ზოგიერთი წყაროს ცნობით ერთმანეთს ცვლიდნენ ოჯახის წევრები) , რაც მოწინააღმდეგეში დიდ შიშს იწვევდა,  იქმნებოდა ილუზია, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი იყო. ამას ემატებოდა , რომ ისინი სპარსეთის საზოგადოების ელიტიდან იყვნენ წარმომავლობით და მეფესთან უფრო ახლოს იდგნენ, ვიდრე სხვა ჯარისკაცები.  ისინი იღებდნენ კარგ განათლებას, ჰქონდათ საუკეთესო შეიარაღება, ცხოვრობდნენ ცალკე,  იზოლირებულად.  მათ დიდი როლი ითამაშეს ისეთ ბრძოლებში, როგორებიც იყო: ახალი ბაბილონის იმპერიის დაპყრობა (ქრისტეშობამდე 547 წელი),  დარიოსის I -ის ინდოეთის ლაშქრობებში (ქრისტეშობამდე 520-513) ,  ქრისტეშობამდე 490 წელს მარათონის და 480 წელს თერმოპილეს ბრძოლებში, საბერძნეთის წინააღმდეგ.

54cc5565f133

ფილმა ” 300 ” ,  სპარსეთის ეს ელიტარული დანაყოფი საზოგადოებისთვის  ცნობილი გახადა,  მაგრამ ფილმი და სინამდვილე  ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

444a7f0a088d

მსგავსი ამბები

Back to top button