არქივი

ჰადესი და მიწისქვეშეთი

0a8f0b987cf5
მდინარე აქერონი ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში მიედინება. ბერძნებს სწამდათ, რომ ეს მდინარე საიქოს ხუთ მდინარეთაგან ერთ-ერთია იყო და პირდაპირ ჰადესიდან ამოდიოდა. საიქიოს სასტიკი ღმერთი ჰადესი განაგებდა. მდინარე სტიქსზე ქარონს თავისი ბორნით გადაჰყავდა მიცვალებულთა სულები, რის შემდეგადაც სამუდამოდ მკვიდრდებოდნენ ჰადესის საუფლოში. მებორნეს მხოლოდ ისინი გადაჰყავდა ვისაც პირში ძველი ბერძნული მონეტა ედო. დანარჩენები, მდინარის ნაპირას გოდებაში ატარებდნენ საუკუნეებს.

ჰადესი და პერსეფონე

ჰადესს, საიქიოს ბრძანებელს ხშირად გამოსახავდნენ კიკლოპების ნაკეთი უჩინმაჩინის მუზარადით და მიწისქვეშეთის სასტიკი მცველის, სამთავა ძაღლის, კერბეროსის (ასევე: კერბერი, ცერბერი, ცერბეროსი) თანხლებით. მისი იარაღია ორკაპი. ჰადესის მეუღლეა მოსავლის ქალღმერთის ქალიშვილი პერსეფონე. დემეტრას ქალიშვილი გადამალული ყავდა, რათა არავის შეერთო ცოლად. მაგრამ ჰადესმა პერსეფონე მოიტაცა, როდესაც ის ყვავილებს კრეფდა. დემეტრა დაღონდა და დედამიწა უნაყოფო გახდა. ზევსმა ბრძანა, პერსეფონე დედასთან უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ ჰადესმა გოგონას ბროწეულის ოთხი მარცვალი გადააყლაპა, რაც იმას ნიშნავდა რომ პერსეფონეს ოთხი თვე მასთან უნდა გაეტარებინა. ამ ოთხი თვის განმავლობაში დემეტრა გლოვობდა, მიწა კი უნაყოფო ხდებოდა. ეს მითი მოგვითხრობს იმაზე, თუ რატომ არის ზამთარი.

94d1c11cee77
ჰადესი და კერბეროსი

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

ჰადესი მხოლოდ ღმერთის სახელი არ იყო. ასე ეძახდნენ საიქიოსაც. მიწისქვეშეთი რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. არსებობდა ასფოდელოსის მინდვრები, სადაც აგზავნიდნენ მათ, ვინც არც კარგი იყო, არც ცუდი; ელისეს მინდვრები, გმირებისა და კეთილშობილების ადამიანების სულების განსასვენებელი; და ტარტაროსი, სადაც ბოროტები იტანჯებოდნენ. ჰადესში ხუთი მთავარი მდინარე მოედინებოდა: აქერონი (წუხილი), კოკიტოსი (გოდება), სტიქსი (სიძულვილი), ლეთე (დავიწყება), და ფლეგეთონი (ცეცხლი). ბერძნები გარდაცვლილებს პირში მონეტას, ობოლოსს უდებდნენ. ამ მონეტას აჩრდილები მებორნე ქარონს უხდიდნენ, რომ მდინარე სტიქსი გადაეცურათ. ის, ვისაც სიღარიბის ან მეგობრების უქონლობის გამო რიგიანად წესი ვერ აუგეს და მონეტა არ გქონდა, ნაპირზე რჩებოდა. მდინარის მეორე ნაპირზე აჩრდილებს კერბეროსისთვის უნდა ექციათ გვერდი, რათა ჰადესის საუფლოში შესულიყვნენ და განაჩენი მოესმინათ. ბევრი ლეთეს წყალს სვამდა რათა ადამიანური მოგონებები დავიწყებოდა.

3233e5feae4a
ვერცხლის ობოლოსი, რომელიც უნდა გადაგეხადა ქარონისთვის, რათა მდინარე სტიქსზე გადასულიყავი. ისე ამას პირში რომ ჩაგტენიან..

დემეტრა

დემეტრა, კრონოსისა და რეას ქალიშვილი, მოსავლის ქალღმერთი იყო. იგი თორმეტი ოლიმპიელიდან ერთ-ერთია. მას ხშირად გამოსახავდნენ ყვევილებით, ხილით ან ხორბლით. მას ელევსინის მისტერიების დროს ეთაყვანებოდნენ, როგორც პერსეფონეს დედას. იმართებოდა საიდუმლო დღესასწაულები, პერსეფონეს დაბრუნებასა და გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავად. მისტერიები, ასევე, დემეტრას ძებნის დასასრულს ემთხვეოდა. გადმოცემის თანახმად, დემეტრამ, ბერძნებს მიწათმოქმედება ასწავლა, რის შემდეგაც ხალხმა უკეთესად დაიწყო ცხოვრება.

ორფევსი

ჰადესი პერსეფონეს გარდა არავის უშვებდა თავისი სამფლობელოდან. ქნარზე დამკვრელელი, ორფევსი, თავის საყვარელ მეუღლეს, ევრიკიდეს გლოვობდა, რომელიც გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა. ორფევსმა ღმერთების რჩევით, ჰადესს მიაკითხა და მეუღლის დაბრუნება სთხოვა. აქ ორფევსმა ისე გულშიჩამწვდომად დაუკრა ქნარზე, რომ ჰადესი დათანმხდა, ოღონდ ერთი პირობით: ორფევსი წინ უნდა წასულიყო, და არ მოეხედა ევრიკიდესკენ, რომელიც უკან მიჰყვებოდა. მაგრამ ორფევსმა თავი ვერ შეიკავა, უკან მიიხედა და მეუღლე სამუდამოდ დაკარგა.

a218cab54889
ორფევსი და ევრიკიდე

დასასრული.

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button