არქივი

სათამაშო ავეჯი

cbecb1871afc

სათამაშო ინდუსტრია უკვე კარგა ხანია ბარებიდან გამოვიდა, სადაც პირველად გამოჩნდა არკადული აპარატები Atari, და სარდაფებიდან, სადაც გარე სამყაროსთან ურთიერთობას მოძულებული თინეიჯერები ბატონობდნენ. გართობის ამ სახეობასთან ერთად გაიზარდა ადამიანთა მთელი თაობა, რომლებმაც კარგად იციან რა არის Pac-Man და “ტეტრისი”. ზუსტად ამ ადამიანებისთვის იქმნება საოჯახო ავეჯის ექსტრავაგანტული სახეობები

PlayPod — ეს უჩვეულო სავარძელია, რომელშიც აკუსტიკური სისტემა და ეკრანია ჩამონტაჟებული ელექტრო გართობის მოყვარულთათვის. პროექტი გამოშვებულია ფილმ TRON-ის სტილში.
cbecb1871afc

Ovei — სრულიად გიჟური კონტეინერი, რომელიც შექმნილია კომპანია McClaren Applied Technologies მიერ. მას შიგნით აქვს ეკრანი, აკუსტიკა და ფერადი LED-განათების ულამაზესი სისტემა. იგი საკმაოდ ძვირია და 100 ათასი დოლარი ღირს.
a550b17b987f

Gravitonus Ergonomic Workstation — პრაქტიკულად კოსმიური კონსტრუქცია მოსახერხებელი სავარძლით, სპეციალურად განლაგებული დისპლეითა და უჩვეულო დამაგრებით. არც თუ ისე კომფორტულად გამოიყურება.
8e47c4d4f671

Wave Chaise — ორიგინალური კონცეპტი, რომელიც მაღალტექნოლოგიურ მფრინავ ხალიჩას მოგვაგონებს. პროდუქტი თინეიჯერებზეა ორიენტირებული. მას შიგნით აქვს სრულფასოვანი კომპიუტერი ან სათამაშო კონსოლი.
3d7fae71c518

Digital Edge MSY Gaming Table — მოდერნიზებული სათამაშო მაგიდა, სადაც ყველანაირი აქსესუარის მოთავსებაა შესაძლებელი, სათამაშო მანიპულატორების ჩათვლით. სრული ბედნიერებისთვის შესაძლებელია შესაფერისი სკამის შეძენაც.
05b3f857253a

DownLow/SlouchPod — უჩვეულო სავარძლები ზარმაცი მოთამაშეებისთვის. იდგმება პირდაპირ იატაკზე და ადვილად გადაადგილდება. ძალიან მოსახერხებელია კოოპერატიული გასვლებისთვის, როდესაც დივანზე ადგილები აღარ არის საკმარისი. უფრო უზრუნველყოფილი ფანატებისთვის კი შემოგთავაზებთ Raptor/Ultimate Game Chair ჩამონტაჟებული ძრავებით (უზრუნველყოფენ უკუგებას) და სხვა სასიამოვნო ელექტრონული ბონუსებით.
f51859be4ed5

Slacker Chair — დაკავებული სკამი გრავირებით Game Over.
81cf3507ee6f

Microsoft Surface — ძვირადღირებული სათამაშო ცნობილი კომპანიისგან, რომელიც საშუალებას იძლევა ფილმის Minority Report გმირად იგრძნოთ თავი. მაგიდის მთელი ზედაპირი დიდ სენსორულ ეკრანს უკავია, რომელიც კომპიუტერული ფაილების მართვის საშუალებას იძლევა.
2f31d31c705e

Стол «Pong» — ჩვეულებრივი მაგიდა, რომელიც LED და ტაჩპადითაა აღჭურვილი და ფუნქციონალურ სათამაშო დანამატად იქცევა, რომელიც საშუალებას იძლევა იგრძნოთ Atari თამაშების ნოსტალგია.
aa67695fff9f

Poufman — Pacman სტილის პუფი. ალბათ, ასეთები უდგათ სახლში Namco-ს მენეჯერებს.
c2f918a7cdc6

წყარო: aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button