ახალი ამბებიგასართობივიდეოები

Bear Grylls-ის ახალი შოუ


არხმა Discovery წარმოადგინა ახალი სატელევიზიო შოუ სახელად Worst-Case Scenario (უარესი ვერ იქნებოდა), რომლის წამყვანი გახლავთ ბეარ გრილსი. ეს მისი მეორე შოუა Discovery-ზე Man Vs Wild-ის შემდეგ. გადაცემა არის აგებული ყოველდღიური ცხოვრების ფაქტებზე. როდესაც მანქანით მიდიხარ, ლიფტით სარგებლობ ან პარკში სეირნობ ყველაფერი შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც შენ გსურს და ჩვეულებრივი მშვიდი სიტუაციიდან აღმოჩნდე საფრთხეში. ბეარ გრილსი კი შეეცდება გასწავლოს ის აუცილებელი მოქმედებები, რომლებიც დაგეხმარება მსგავსი სიტუაციიდან თავის დაღწევაში და შენი სიცოცხლეც შეიძლება გადაარჩინოს, რადგან ცოდნა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტოსია სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. თითოეულ ეპიზოდში ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილია, თუ როგორ უნდა იმოქმედი იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად თავს უბედურება დაგატყდება, ახსნილია ქმედებები იმ შემთხვევებში თუ იმყოფებით მაღალსართულიან შენობაში ხანძრის დროს, შემოგიტევთ ზვიგენი ( ;) ) ან თუნდაც აღმოჩნდებით მანქანით წყალში.
ჯერჯერობით შოუს მხოლოდ თორმეტი ეპიზოდია გამოსული და მე მათ წარმოგიდგენთ:

1.საავტომობილო ავარია/უბედური შემთხვევა ნავით
2.დაზიანებული ელექტროსადენი/ძაღლების შემოტევა
3.მანქანა რომელიც იძირება/ჩხრიალა გველის თავდასხმა
4.მიწისძვრა
5.ტორმუზმა გინტყუნათ/ფიზიკური თავდასხმა
6.ეხტრემალურ სიცივეში აღმოჩენა
7.უდაბნოში ჩარჩენა/ტარანტული
8.ლიფტში გაჭედვა/დაბნელება
9.მტის ველოსიპედების კატასტროფა/გაიქეცი სიცოცხლისთვის
10.უბედური შემთხვევა გზაზე/ღამისკლუბის ხანძარი
11.ტოქსიკური აირის საფრთხე/ცეცხლწაკიდებული ადამიანი
12.სახლში შემოჭრა/ტერორის საშიშროება

P.S. მსურველები თუ გამოჩნდება ეპიზოდებსაც დავდებ :yes:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close