ახალი ამბებიუკატეგორიო

პირველი ინფორმაცია წყალგაუმტარ ნოკიაზე Nokia 3720

ამა წლის სექტემბერში ფინურმა კომპანია ნოკიამ უნდა გამოუშვას მონობლოკი 3720. როგორც ჰოლანდიური რესურსი Mobiecowboys, ტელეფონი იმითაა განსაკუთრებული, რომ არის მდგრადი მტვერისა და წყლის მიმართ (რა თქმა უნდა, თუ წყალში ჩაყვინთული არ გადაწყვეტთ ტელეფონით საგრებლობას). ის სერთიფიცირებულია სტანდარტით IP54.

ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ტელეფონების გაყიდვა კონტრაქტით, ნოკია 3720–ის რეალიზება კომპანია T-Mobile–ს ძალებით მოხდება. ტელეფონის ტექნიკურ მაჩვენებლებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ არის ვარაუდი, რომ აპარატი იმუშავებს ჩვეულებრივ პლატფორმაზე – Series 40.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ბოლო წყლისადმი და მტვერისადმი მდგრადი აპარატი (5500) ფინურმა გიგანტმა შორეულ 2006 წელს გამოუშვა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close