ლაშქრობებიუკატეგორიოუცნაური

რორაიმაის მთა

19feb60b4fcd

1884 წლის დეკემბერში ევერარდ ტორნმა და ჰარი პერკინსმა იმოგზაურეს  ესეკიბოს და პოტაროს ნაპირებზე, კაეტურის  ჩანჩქერამდე,შემდეგ კი გაემართნენ მაღლა, რორაიმის მთისკენ.  არსებობს ვერსია, რომ არტურ კონან დოილის რომანი “დაკარგული ქვეყანა” შეიქმნა მას შემდეგ რაც მწერალმა ამ ორი მეცნიერის აღწერა წაიკითხა. ამის დაჯერება მართლაც ძალიან ადვილია, რადგან აღწერა ამ უჩვეულო ადგილის ფანტასტიკურად გეჩვენება.

სამხრეთ ამერიკაში , სადაც ვენესუელისა და ბრაზილიის საზღვარია აღმართულია მაღალი მთები , რომელსაც “ღმერთების სახლს” ეძახიან . ყველაზე მაღალი რორაიმას მთაა. ინდოელები ამ ადგილს “დედამიწის ჭიპსაც” ეძახიან. მათი ლეგენდის მიხედვით ამ მთის მწვერვალზე ცხოვრობს ადამიანების წინაპარი ქალღმერთი კუინი. რორაიმის მთის მწვერვალი არის ძალიან ბრტყელი,ეს მთები ასევე ერთ-ერთი უძველესთაგანია დედამიწაზე. მთის ბრტყელი მწვერვალი არის 30 კვადრატული კილომეტრის ფართობის. მის თავზე ხშირად ღრუბლები იყრიან თავს და არც ნისლია იშვიათი სტუმარი. აქ ასევე ცხოვრობენ ძალიან უცნაური ცხოველები და მცენარეები (ზოგიერთი მწერიჭამია).
მის მწვერვალზე რომ მოხვდეთ ერთ-ერთი ბილიკი უნდა გაიაროთ, რომელიც გადის ტროპიკულ ჯუნგლებში. აქ რათქმაუნდა სილამაზეა , მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ , რადგან თქვენს გარშემო უამრავი შხამიანი გველი თუ მწერია. არც მწვერვალზე შეგხვდებიან სტუმართმოყვარეობით , რადგან შეიძლება იქ ძლიერი ქარიშხალი და წვიმა იყოს. მაგრამ რორაიმას პლატოზე ასვლა ჩემის აზრით ღირსეული ჯილდოა ყველასთვის, ვინც კი აქ ასვლას გადაწყვეტს , რადგან პლატო ზოგიერთ ადგილას დაფარულია ბრწყინვალე კვარცის კრისტალებით. თქვენ აქ ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ უნიკალურ შავ ბაყაყს და შხამიან მცენარეებს , რომლებსაც შიშით უვლიან გარს კოლიბრები. ალბათ ცალკე აღნიშვნის საგანია მთის ციცაბო კლდეები, რომელიც უამრავ მტასვლელს იზიდავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ისინი თავიანთ უნიკალურ მარშრუტებს ადგენენ , რომელთა უმრავლესობა ვერტიკალურად მაღლაა მიმართული.
იმისათვის , რომ მოხვედრილიყვნენ ამ პლატოზე, არტურ კონან დოილის გმირები, მათ ხე მოჭრეს და მეორე ნაპირას გადადეს ,მაგრამ მათ ვისაც სურს იქ მოხვედრა ხის მჭრელობა არაფერში გამოადგება , რადგან პლატო დღესდღეობით ნაციონალური პარკის ნაწილია და თქვენ იქ იოლად მოხვდებით.ჩვენ რამდენად მოვხვდებით არ ვიცი , მაგრამ მაგარი ადგილი რომ არის სურათებშიც ნათლად ჩანს!

876439e9e89c

47bc46256637

e03cd50fd6bc

5445dcc2cd2d

b6a79852081e

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close