არქივი

დაუდევრობა, შემთხვევითობა თუ ბედისწერა?

7cf7068649b4

ზოგს ბედისწერისაც სჯერა, შემთხვევითობისაც და დამთხვევებისაც. ამ ადამიანების ცხოვრებაში მგონი დაუდევრობაც იყო, შემთხვევითობაც და ყველაფერი კი ალბათ ბედისწერის ბრალია. დაგაინტერესაათ? მაშინ უხმოდ გაგრძელებაში…

10. მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა ასტრონომი ტიხო ბრაგე, რომლის კვლევები დაეხმარა ისააკ ნიუტონს მსოფლიო მიზიდულობის ძალის აღმოჩენაში. ეს ადამიანი კი იმის გამო “წავიდა” უდროოდ ამ ქვეყნიდან, რომ დროულად არ შევიდა ტუალეტში. იმ დროს, მაგიდის დატოვება ლხინის დასრულებამდე, მასპინძლის დიდ უპატივცემულობას ნიშნავდა. ბრაგემ ვერ გაბედა გასვლის ნებართვა ეთხოვა და მაგიდასთან დარჩა. საბოლოოდ კი ის გამოვიდა, რომ საშარდე ბუშტი გაუსკდა და 11 დღის ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა.

4aae7c77956e

9. მეთექვსმეტე საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი თავის ცდას შეეწირა. მას მოუვიდა იდეა, რომ გამოშიგნულ ქათამს უფრო დიდხანს შეინახავდა თოვლი და არა მარილი. ამიტომაც გადაწყვიტა ჩაეტარებინა გზა. მან გადაწყვიტა ქათამი გაეყინა, თუმცა საბოლოო ჯამში თვითონ გაიყინა.

10c38e7f03e0

8. ჟან-ბატისტ ლიული მეჩვიდმეტე საუკუნის კომპოზიტორი იყო. მას საფრანგეთის მეფემ შეუკვეთა მუსიკის დაწერა. კომპოზიტორი კი საკუთარი საქმისადმი ერთგულებას შეეწირა. და აი, როგორ. ერთხელ, მორიგი რეპეტიციის დროს, ის იმდენად გახურდა და ისე შევიდა “ეშხში”, რომ ხელჯოხს გამეტებით ურტყავდა იატაკს, მოირტყა ფეხზე და სისხლისგან დაიცალა.

e892df15a1fa

7. ფოკუსნიკი ჰარი ჰუდინი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მუცელში მუშტი ჩაარტყა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ჰუდინი ნებას აძლევდა ხალხს მისთვის დაერტყათ, რათა საკუთარი არაჩვეულებრივი მუცლის პრესის დემონსტრირება მოეხდინა. ჰარი საავადმყოფოში გარდაიცვალა შინაგანი სისხლჩაქცევებისაგან.

1bb856d6045a

6. ჯიმი ფიქსი, რომელიც არის ავტორი ბესტსელერისა “მთელი წიგნი სირბილზე”, გარდაიცვალა სირბილის დროს გულის შეტევით.

ae707fad9cf3

5. ფრანგი მომღერალი კლოდ ფრანსუა გარდაიცვალა დენის დარტყმისგან, როცა იგი ცდილობდა გამოეცვალა გადამწვარი ნათურა. ამ დროს იგი იდგა სავსე აბაზანაში.

eabfc67ea4b0

4. დეტექტივი ალან პინკერტონი გარდაიცვალა განგრენით მას შემდეგ, როცა ენაზე იკბინა ტროტუარზე წაბორძიკების დროს.

eca740f282fa

3. აშშ-ის მეთორმეტე პრეზიდენტი ზაქარი ტეილორი განსაკუთრებით ცხელი 4 ივლისის (1859 წ) საღამოს ძალიან ბევრ ნაყინს შეექცა. იგი კუჭის დაავადებით დაავადდა და გარდაიცვალა 5 დღის შემდეგ. მან მხოლოდ 16 თვე დაჰყო პრეზიდენტის თანამდებობაზე.

73a367fe1452

2. ჯეკ დენიელსი, ცნობილი «Jack Daniel’s»-ის “მამა”, გარდაიცვალა სისხლის მოწამვლის შედეგად. მან საკუთარი სეიფის დამტვრევა სცადა ფეხით, რადგან მისი კომბინაცია დაავიწყდა.

f037994e8ca1

1. ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპი გარდაიცვალა სიცილით, როცა უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა მისი მთვრალი ვირი ლეღვის ჭამას.

085dbfc5f106

ღმერთმა ნუ ქნას ასე უაზროდ წავიდე “მარილზე”, ანუ “გაღმა”…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button