გართობაუცნაური

საინტერესო და უცნაური სიახლეები

null

გაგრძელებაში რამოდენიმე ძალიან საინტერესო და უცნაური სიახლე.

null

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მცხოვრები 12 წლის გოგონა მეგობრების დახმარებით ენაზე პირსინგის გაკეთებას საკუთარი ძალებით შეეცადა. ორი მეგობრიდან ერთ-ერთმა გასაყუჩებლად ენაზე ორი ამპულა ლიდოკაინი გაიკეთა. მიუხედავად მცდელობისა, გოგონებმა, პირსინგის გაკეთება ბოლომდე მაინც ვერ შეძლეს. ლიდოკაინის გაკეთებიდან 15 წუთის შემდეგ გოგონას გულის შეტევა დაეწყო. მეგობრებმა სასწრაფო დახმარება დროულად გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცავებმა მომხდარზე საქმე აღძრეს.

null

შეიძლება მომხდარი სიგიჟედ მოგეჩვენოდ, მაგრამ ეს მართლაც მოხდა. ჩინეთის მივარდნილ სოფელში მცხოვრები 29 წლის ვან ჩაოხუ 5 წლის ასაკიდან ეპილეფსიით იტანჯებოდა. როგორც გაირკვა, მას სიზმარი უნახავს, სადაც მისთვის უცნობ ქალბატონს უთქვამს, რომ ბავშვის ტვინის შეჭმის შემთხვევაში ეპილეფსიისაგან განიკურნებოდა. ამის გამო კაცმა სამი ბავშვი მოკლა, მეოთხეს მოკვლის მცდელობისას კი პოლიციამ დააკავა. ვანგს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მოკლული ბავშვების ახლობლები კი დამნაშავის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.

null

ინდოელ 80 წლის ჰუსაინ ალის ერთდროულად 4 ცოლი ჰყავს. პირველ ცოლთან კვირაში სამ დღეს, მეორესთან – ორს, ხოლო მესამე და მეოთხე ცოლთან თითო-თითო დღეს ატარებს. მისი ოთხივე ცოლი ერთ დიდ ეზოში, სხვადასხვა სახლში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, ჰუსაინი ძალიან აქტიურია. იგი 31-ე შვილს ელოდება, რომელიც მეოთხე ცოლმა უნდა გაუჩინოს. მისი 30-ე შვილი კი ჯერ მხოლოდ 2 თვისაა.

null

ჯოდი და მაიკ ტორნების ოჯახს ცხენის, სახელად რონის, წყალობით, ბელგრადში ყველა კარგად იცნობს. ცხენი ტორნების ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. იგი სამზარეულოში პატრონებთან ერთად მიირთმევს, ხოლო კვირაში ერთხელ ოჯახის საერთო აბაზანით სარგებლობს და შხაპს იღებს.

null

ჯოდი ცხენებთან ერთად გაიზარდა და ისინი ყოველთვის უყვარდა. გათხოვების შემდეგ მაიკის მეუღლეს ცხენი აღარ ჰყოლია. დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ ქმარმა საყვარელი ცხოველის მოყვანის უფლება მისცა. 2008 წლის ბოლოს რონი ახლომდებარე ფერმიდან შეიძინეს. იგი სათამაშოდ მეზობელ ძაღლებს სტუმრობს და კარგად ერთობა.

Giga_Asla

დავიბადე 1997 წლის 10 იანვარს. ვცხოვრობ თბილისში, საბურთალოზე, შარტავას 42-ში. ვსწავლობ 199-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა "კომაროვში". ჩემი ჰობია ფეხბურთი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button