საკითხავისასარგებლო

ჟაკ ივ კუსტო – პლანეტის კაპიტანი

8a18943c5d49

ამ ადამიანის შესახებ უცნაურზე არანაირი ინფორმაცია არ იდო და გადავწყვიტე დამედო! გაგრძელებაში იხილავთ ვრცელ სტატიას ჟაკ ივ კუსტოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

ჟაკ ივ კუსტო დაიბადა 1910 წლის 11 ივნისს პატარა ქალაქ სენტ ანდრე დე კუბზაკში, ბორდოსთან ახლოს. მამის სამსახური მოვალეობის გამო ოჯახს უწევდა საცხოვრებელი ადგილის ხშირად ცვლილება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალგაზრდა ჟაკმა კარგად აითვისა ინგლისური და ასევე საუბრობდა ბერძნულ ენაზე.

ყოველ ზაფხულს კუსტოს ოჯახი დასავენებლად მიდიოდა რუაინში, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე. სწორედ აქ ისწავლა ჟაკმა ცურვა, იმის გამო რომ იმ დროისთვის არ იყო საცურაო ნიღაბი, კუსტო ბუნდოვნად ხედავდა წყალში. ზსტად ამ მიზეზით წყალქვეშ ყვინთვა ჯერჯერობით არ აინტერესებდა მას, ბევრად უფრო დაინტერესებული იყო ტექნიკით. იგი აწყობდა საბავშვო კონსტრუქტორის მოდელებს და ახდენდა მათ გაუმჯობესებას თავისი შექმნილი დეტალებით.

13 წლის ასაკში ეწვია ახალი გატაცება – ლიტერატურა. ჟაკმა დაწერა ვესტერნი, გააფორმა იგი თავისი დახატული ილუსტრაციებით და საკუთარი ხელით გაუკეთა ყდა. როგორც ხედავთ იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო იმ თემებით, რასაც მთელი ცხოვრება შეალია. საბედნიეროდ პატარა ჟაკს მშობლები არაფერში არ ზღუდავდნენ. მშობლებმა შეამჩნიეს, რომ ჟაკი სკოლაში ჩამორჩენილი იყო და ხშირად აცდენდა, ერთხელაც ჟაკის მამამ შეიტყო ამის მიზეზი, შევიდა ჟაკის ოთახში და აღმოაჩინა კინოკამერა, ასევე მარკა სადაც ეწერა: “ზიკს ფილმი. ჟაკ ივ კუსტო – პროდიუსერი, რეჟისორი, მთავარი ოპერატორი. აღმოჩნდა, რომ კუსტმ შეაგროვა თანხა რომელსაც მას ჯიბის ფულად აძლევდნენ, იყიდა კინოკამერა და დაიქყო “ნამდვილი ფილმის” გადაღება. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა თვითონ: აშენებდა დეკორაციებს, საკუთარი მეგობრებიდან აგროვებდა მსახიობებს, იფიქრებდა სცენარს, რეჟისორობდა და იღებდა ფილმს. მამამ წაართვა კამერა და უთხრა, რომ დაუბრუნებდა იმ შემთხვევაში თუ სკოლაში სწავლას გააძლიერებდა. ერთი თვის შემდეგ ჟაკმა პირობა შეასრულა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჟაკმა გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს ნაციონალურ საზღვაო აკადემიაში. 1931 წელს, ათასობით კანდიდატიდან 22-ე ჩაირიცხა საზღვაო აკადემიაში, მალევე მოხდა კუსტოსთვის პირველი, დედამიწის გარშემოვლა, სასწავლო გემით “ჟანა დ’არკი”. კუსტო ეწვია არაბულ პორტებს, ნახა ბორნეო, წყნარი ოკეანის მარჯნის რიფები, სან ფრანცისკო. აკადემიის დასრულების შემდეგ კუსტოს ქონდა ფლოტის ოფიცრის ბრწყინალე კარიერა, მაგრამ ახალგაზრდა კუსტომ გადადგა ნაბიჯი რითაც მკვეთრად შეცვალა მისი ცხოვრება – დაბრუნდა საფრანგეთში და ჩაირიცხა საზღვაო ავიაციის აკადემიაში. მისი აზრით თვითმფრინავით უფრო სწრაფად შეიძლებოდა დედამიწის შესწავლა, ვიდრე გემით.

თუმცა, ბედმა სასტიკი ხუმრობა მოუწყო კუსტოს. ერთხელ იგი მამამისის მანქანით ცდილობდა მაქსიმალური სიჩქარე განევითარებინა, შედეგად საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გადავარდა მთის გზიდან. მანქანა დაიმტვრა, საბედნიეროდ თავად კუსტო ცოცხალი გადარჩა, დამტვრეული ნეკნებით, ტვინის შერყევით და მსუბუქად დამტვრეული კიდურებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოტეხილ ხელზე ნერვი ვერ აღადგინეს, ექიმებმა გადაწყვიტეს კიდურის ამპუტაცია, რაზეც ახალგაზრდა ლეიტენანტმა კატეგორიული უარი განაცხადა. ყოველდღიური ვარჯიშების შედეგად, რვა თვის შემდეგ ხელმა ნელნელა დაიწყო ჩვეულ ფორმაში დაბრუნება, მაგრამ გზა დიდი ავიაციისკენ კუსტოსთვის სამუდამოდ დაიკეტა!

ავტოკატასტროფამ აიძულა კუსტოს სხვადასხვანაირად შეეხედა ცხოვრებისთვის. სწრაფი რომანები, რომელიც მას საკმაოდ ხშირა ქონდა, დასრულდა და მან იპოვა ჭეშმარიტი სიყვარული სიმონე მელქიორი. 1937 წლის ივლისში 27 წლის საზღვაო ოფიცერი და გენერლის 18 წლის ქალიშვილი დაქორწინდნენ. ახლადშექმნილი ოჯახი დასახლდა ტულონში, სადაც კუსტო გაგზავნეს სამსახურებრივი მოვალეობით. 1938 წელს დაიბადა კუსტოს ვაჟი – ჟან მიშელი, ხოლო ორი წლის შემდეგ – უმცროსი ვაჟი ფილიპი.

ტულონში მსახურობის დროს, ხელის ვარჯიშისთვის, კუსტო დაკავდა წყალში ყვინთვით, ცოტა მოგვიანებით კი წყალქვეშა ნადირობით, სწორედ აქ გაიცნო კუსტომ შემდგომში მისი უახლოვესი მეგობრები ფილიპ ტაიე და ფრედერიკ დიუმა. როდესაც კუსტომ პირველად ჩაყვინთა წყალში ტაიეს მიერ გამოგონილი წყალქვეშა სათვალეებით, კუსტომ განცადა საოცარი რამ “და უეცრად ჩემს წინ გამოჩნდა გასაოცარი სანახაობა: წყალქვეშა ქვები, დაფარული წყალმცენარეებით, რომელთა შორისაც წყალი კრისტალურად სუფთაა და დაცურავენ ჩემთვის უცნობი თევზები. ამოვყვინთე ჰაერის ჩასასუნთქად, მე დავინახე მანქანები, ხალხი, ქუჩის განათებები. შემდეგ ისევ ჩავყვინთე და ცივილიზებული სამყარო მაშინვე გაქრა; ქვემოთ იყო ჯუნგლები, რომელიც მიუწვდომელი იყო ქუჩაში მოსიარულე ხალხისთვის.” ასე წერდა კუსტო თავის პირველ წყალქვეშა გამოცდილებაზე.

ასე გახდა უბრალო ჰობი ნამდვილ მოწოდებად. ამ მომენტიდან კუსტომ დაიწყო მყვინთავის ფიზიოლოგიის შესწავლა და დაიწყო მუშაობა მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც წყალში ყვინთვას უფრო ხანგრძლივსა და უსაფრთხოს გახდიდა.

1939 წლის სექტემბერში დაიწყო ომი. ჟაკ ივი დანიშნეს არტილერისტად კრეისერზე – “დუპლექსი”, სადაც იგი მსახურობდა 1940 წლის ივნისამდე, სწორედ ამ დროს დაიდო ზავი გერმანიასა და საფრანგეთს შორის.

1941 წელს კუსტო დააჯილდოვეს საპატიო ორდენით, რომელიც მიიღო წრმატებული ოპერაციისთვის, რომლის შედეგადაც მოპოვებული იქნა იტალიური საიდუმლო კოდები. 1942 წელს კუსტომ აისრულა დიდი ხნის ოცნება ფილმის გადაღებაზე და 2 მეგობართან ერთად გადაიღო ფილმი წყალქვეშა სამყაროზე, გადაღება მოხდა წყალგაუმტარ ყუთში მოთავსებული კამერით. ფილმი იყო 10 წუთი ხანგრძლივობის, მისი პირველი ჩვენება მოხდა 1943 წლის 10 აპრილს პარიზში და დაიმსახურა ხელისუფლებისგან შექება. ამ ჩვენების მეშვეობით და თავისი უფროსი ძმის პიერის დახმარებით, კუსტომ მოიპოვა უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაყვინთვის და გადაღებების წარმოებაზე. უფრო მეტიც, კუსტოს გადასცეს კინოკამერის ფირები, რომელიც იმ დროს შეზღუდული რაოდენობით იყო.

უნდა ითქვას, რომ ომის შემდეგ ჟაკის უფროსი ძმა პიერი მოხვდა სასამართლოზე, ჟაკმა გამოიყენა ურთიერთობები დიდ ხალხთან, მაგრამ პიერმა უარი განაცხადა დახმარებაზე და გარდაიცვალა ციხეში. (სხვა წყაროების ცნობით, 1956 წელს პიერი გაათავისუფლეს ციხიდან).

არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ბრწინვალე გამოგონების შექმნაში კუსტოს დაეხმარა შემთხვევითობა. ომის პერიოდში საფრანგეთს უწევდა ბენზინის მთელი მარაგი გაეგზავნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ სფრანგეთში მოუწიათ ავტომობილების გაზზე გადაყვანა. ამ მიზნით მანქანაში ამონტაჟებდნენ ინჟინერ ემილ განიანის მიერ შექმნილ სპეციალურ რედუქტორს. ამ მოწყობილების ნახვაზე კუსტომ იფიქრა: რა მოხდება, რომ ეს მოწყობილობა გამოვიყენო წყალქვეშ ჩასაყვინთად. კუსტო დაუკავშირდა ინჟინერ განიანს, რომელმაც კუსტოს მისცა ნათელი ტექნიკური სქემა, 1943 წლის იანვარში კი გაუგზავნა მზა აპარატი. მოუთმენლობის გამო კუსტომ მაშინვე განახორციელა ჩაყვინთვა გაყინულ მდინარე მარნზე. მოწყობილობა პრინციპში მუშაობდა, მაგრამ არა ისე, როგორც საჭირო იყო. რამდენიმე თვის შემდეგ განიანმა შეცვალა მოწყობილობა და 1943 წლის ივნისში მოხდა ისტორიული ჩაყვინთვა, რომელმაც მოახდინა რევოლუცია წყალქვეშა სამყაროს შესწავლაში. მოდელი იყო შესანიშნავი და იგი საშუალებას იძლეოდა ადამიანს ჩაეყვინთა რამდენიმე ათეულ მეტრზე. წყალში ყოფნის ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იყო მხოლოდ ბალონებში არსებულ ჰაერის მარაგზე. მოწყობილობის დასახელება მოიფიქრეს მყისვე – aqua lung (aqua – წყალი, lung – ფილტვი).

af6d0f048565

ყოვლივე ამის შემდეგ კუსტომ იცოდა, თუ რით უნდა ერჩინა თავი. 1944 წელს კუსტომ ჩამოაყალიბა “წყალქვეშა კვლევების ჯგუფი”, რომელიც იღებდა ნებისმიერ წყალქვეშა სამუშაოს, მათ შორის სამხედრო შეკვეთებს: ფარვატერების განაღმვა, ჩაძირული ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან საიდუმლო აღჭურვილობის ამოტანა. ხოლო 1946 წელს დაარეგისტრირეს სავაჭრო მარკა “Aqua-Lung” და კუსტო ჩაუდგა სათავეში ამავე სახელწოდების ფირმას. აშშ-ში გამოქვეყნებულ სტატიას აქუა ლანგის შესახებ მოყვა დიდი გამოხმაურება, ისინი იღებდნენ შეკვეთებს რამოდენიმე წლის შემდეგ შესასრულებელი სამუშაოსთვის. როგორც ავტორი დაპატენტებული გამოგონებისა, კუსტო იღებდა მთლიანი შემოსავლის 5%-ს, რამაც შესაძლებლობა მისცა ეცხოვრა უზრუნველი ცხოვრებით და მოეხდინა საკუთარი სურვილების რეალიზება. კუსტოს თავისი საქმიანობისთვის აუცილებლად ესაჭიროებოდა საკუთარი გემი.

მოგვიანებით კუსტო მოიხიბლა ძველი, დანაღმული თევზსაჭერი გემით, რომელიც ატარებდა ზღვის ნიმფის საბედისწერო სახელს – “კალიპსო”. თუმცა, აკვალანგების გაყიდვების რაოდენობამ არ მისცა გემის შეძენის შესაძლებლობა. წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაში კუსტოს დაეხმარა ირლანდიელი ლუდის მწარმოებელი და წყალქვეშა გამოკვლევების თაყვანისმცემელი თომას გინესი. იუმორის გრძნობით დაჯილდოვებულმა თომასმა 1950 წლის შეიძინა გემი საკუთარი ხარჯებით და დაუყოვნებლივ გადასცა იგი კუსტოს ქირით – წელიწადში 1 ფრანკად.

abed5fc3b009

ჟაკმა გაარემონტა “კალიპსო”, დაამატა მას მრავალი ორიგინალური ცვლილება და აღჭურვა იმ დროისთვის ყველაზე მოწინავე ტექნიკით. 1958 წლის ნოემბერში, მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, რომელშიც შედიოდა კუსტოს მეუღლე სიმონეც, კუსტომ დაიწყო წყალქვეშა მოგზაურობა.

მას შემდეგ, წელიწადში 9 თვე ჯგუფი “კალიპსო” დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით, ხოლო დარჩენილი სამი თვე ასრულებდნენ სხვადასხვა კომერციულ შეკვეთებს: რამდენად გამოსაყენებელია წყალქვეშა მინერალური რესურსები სხვადასხვა ობიექტის მშენებლობისთვის. ეკონომისტებმა გამოითვალეს, რომ იმავე სამუშაოს, რასაც ასრულებდა კუსტო, სხვა “კლასიკური” მყვინთავები შეასრულებდნენ ბევრად უფრო ძვირად.

XX საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის ყველა წყალქვეშა კვლევა ტარდებოდა პრიმიტიულად, რის გამოც მეცნიერები ვერ ახერხებდნენ წყალქვეშა სამყაროს შესწავლას. კუსტომ დაიწყო ოკეანის შესწავლა “შიგნიდან”. მათი პირველი ფილმი იყო “მდუარე სამყარო”, ჩვენების შემდეგ 1956 წლის თებერვალში მოახდინეს ფურორი: ამ მომენტამდე არავის არ გადაუღია წყალქვეშა სამყარო ასე შთამბეჭდავად და საინტერესოდ. ჩვენებამდე მაყურებელს ოკეანე წარმოედგინათ, როგორ უფსკრული, რომლიდანაც გადაიჩეხებოდნენ სრულიად სხვა სამყაროში, სადაც ცხოვრობდა უამრავი უცნაური არსება. ტრიუმფი იყო სრულყოფილი: აუდიტორია, რომელთა შორისაც იმყოფებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასევე ელჩები ოცდაათზე მეტი ქვეყნიდან ნახევარი საათი უკრავდნენ ტაშს და იდგნენ ფეხზე.

მოგვიანებით “მდუმარე სამყარო” წარდგენილი იქნა კანის კინოფესტივალზე, სადაც ნომინაციაში “დოკუმენტური ფილმი” მიიღო სამი ოქროს პალმის რტო. 1957 წელს, ნიუ იორკში ჩვენების შემდეგ ფილმს მიენიჭა ოსკარი. კუსტომ დაწერა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელიც გამოიცა ოც ენაზე და მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 5 მილიონი ეგზემპლარი. ჟაკის მომდევნო ფილმმა – “წითელი თევზის ისტორია”, მიიღო ერთი ჯილდო კანის ფესტივალზე და კიდევ ერთი ოსკარი ჰოლივუდში. ეს ადასტურებს, რომ კუსტოს სრულიად პირველი ფილმის წარმატება ნამდვილად არ იყო შემთხვევითი.

იმავე 1957 წელს, მონაკოს პრინცმა რენიემ, კუსტოს შესთავაზა ცნობილი სამთავროს ოკეანოგრაფიული მუზეუმის დირექტორობა. ჟაკი დათანხმდა წინადადებას იმ პირობით, რომ ექნებოდა სრული თავისუფლება და მართლაც მას ნამდვილად ვერ ნახავდით ხშირად მუზეუმის სამუშაო კაბინეტში. მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას პასუხობდნენ მოადგილეები, თვითონ კი დაკავებული იყო წყალქვეშა მოგზაურობებით.

კუსტოს არ ქონდა არც აკადემიური განათლება და არც რამე სახის წოდება სამეცნიერო სფეროში. ის არა იყო ოკეანოგრაფი და არასოდეს უწოდებია საკუთარი თავისთვის მეცნიერი, მაგრამ ყოველთვის მოქმედებდა ისე, როგორც ნამდვილი მეცნიერი. ასეთი ვითარება ოდნავ აღიზიანებდა აკადემიური მეცნიერების ზოგიერთ წევრს. მაგრამ მათ არ ქონდათ ისეთი წყალქვეშა გამოცდილება, როგორც ჟაკს.

1959 წლიდან, ჯგუფ “კალიპსსო”-ს დიდი დამხმარე გახდა “ჩასაყვინთი თეფში”. ამ აპარატს შეეძლო წყალქვეშ 2000 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა. სამი წლის შემდეგ ოკეანის მკვლევარმა დაიწყო ლეგენდარული ექსპერიმენტი წყალქვეშ სრულყოფილ ცხოვრებაზე – “პრეკონტინენტ I”, რომლის მეშვეობითაც 2 მყვინთავს შეეძლო 7 დღის განმავლობაში ეცხოვრათ წყალქვეშ, 10 მეტრის სიღრმეზე და ეწარმოებინათ სრულყოფილი კვლევები და დაკვირვებები, ექსეპრიმენტი ჩაატარეს მარსელის სანაპიროზე. 1963 წელს მან გააკეთა ოპერაცია “პრეკონტინენტ II” წითელ ზღვაზე, რომელსაც 1965 წელს მოყვა “პრეკონტინენტ III”. ეს პროექტები მთავრობამ დაიწუნა, და მიზეზად განაცხადეს ექსპერიმენტის სიძვირე. ექსპერიმენტების სეჩერების შედეგად კუსტო იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა ამ ექსპერიმენტების დროს გადაღებულმა ფილმმა “სამყარო მზის გარეშე” მიიღო ოსკარი.

1972 წელს, გადასახადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კუსტოს მოუწია საფრანგეთიდან წასვლა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში კუსტო ცხოვრობდა ამერიკის შეერთებილ შტატებში. კუსტოს სრული უფლება არ ქონდა ამერიკაში ცხოვრებისთვის. ალბათ ძნელად მოიძებნება დედამიწაზე ისეთი ადგილი, სადაც ამ ლეგენდარულ ადამიანს ფეხი არ დაუდგამს.

ამერიკაში კუსტოს უახლოვესი დამხმარე გახდა მისი ვაჟი ფილიპი. ფილიპმა დაამთავრა უმაღლესი კინემატოგრაფიული კურსები, მან დააარსა აშშ-ში საკუთარი კინოსტუდია და სწორედ ამ სტუდიის დახმარებით იქნა გადაღებული სერიის პირველი ნახევარი – “კუსტოს ჯგუფის წყალქვეშა მოგზაურობა”

6791c1d88038

ამ მომენტისთვის კუსტოს ოჯახური ცხოვრება საკმაოდ დაძაბული იყო. რა მოხდა მეუღლეებს შორის უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ მალე კუსტოს ოჯახი დაინგრა და 1976 წელს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი სიყვარული – “ეარ ფრანსი”-ს ბორტგამცილებელი ფრანსინ ტრიპლი. კუსტოსა და ფრანსინს შორის ასაკობრივი სხვაობა იყო 36 წელი. მიუხედავად რომანტიული გრძნობებისა და ორი საერთო შვილისა (ქალიშვილი დიანა – დაიბადა 1979 წელს, ვაჟი პიერ-ივი – 1981 წელს), თავისი ახალი სიყვარული ჟაკმა “კალიპსო”-ზე არ დაუშვა. “კალიპსო”-ზე ძველებურად დარჩა კუსტოს ყოფილი მეუღლე სიმონი.

ოკეანეების დაბინძურების ტემპით შეშფოთებულმა კუსტომ 1977 წელს, ნიუ იორკში ჩამოაყალიბა “კუსტოს საზოგადოებ”. ამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში ცოდნის პოპულარიზაცია ზღვის შესახებ, ბუნების დაცვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ორგანიზაციამ მოიპოვა მყისიერი წარმატება, მოყვა უამრავი გამოხმაურება, შემოდიოდა საქველმოქმედო თანხები და მალე გაიხსნა ფილიალები ნორფოლკსა და ლოს ანჯელესში. ნორფოლკში, მთავრობის დახმარებით დაიგეგმა ოკეანოგრაფიული პარკის აშენება. მაგრამ პროექტმა განიცადა ფინანსური კრახი.

კუსტომ გამოუშვა კიდევ რამდენიმე ფილმი თავისი ექსპედიციების შესახებ. პილოტიანი თვითმფრინავის “კატალინა”-ს წყალობით კუსტოს ვაჟმა ფილიპმა, ფილმებს შესძინა უამრავი იშიათი კადრი, რომლებიც გადაღებული იყო თვითმფრინავიდან. ამ უნიჭიერეს ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთბა შეეძლო მსოფლიო ოკეანისთვის, რომ არა უბედური შემთხვევა. 1979 წლის 28 ივნისს, პორტუგალიაში, მდინარე რიო-ტეჟო-ზე დაშვების დროს, თვითმფრინავის ცხვირი მკვეთრად დაიწია და თვითმფრინავი მოულოდნელად ჩაიძირა. მთელი ეკიპაჟი გადარჩა უვნებელი. ბორტზე დაკარგული იყო მხოლოდ ფილიპი, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ფილიპის ცხედარის პოვნა ვერ მოხერხდა!

e8f76ea8b1c3

ამ ფაქტმა ჟაკს დიდი სულიერი დარტყმა მიაყენა. ფილიპი მისთვის არ იყო მხოლოდ შვილი, არამედ ის იყო კუსტოს დაწყებული საქმის გამგრძელებელი. ფილიპის დაღუპვის შემდეგ კუსტოს ეხმარებოდა მისი უფროსი ვაჟიშვილი ჟან მიშელი, მათ გადაიღეს “ოდისეა”-ს 59 სერია, ჟანი იკვლევდა სიღრმეებს, აგვარებდა ფინანსურ, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საკითხებს.

1983 წელს, ინჟინერების დახმარებით კუსტომ დააპროექტა ეკოლოგიურად სუფთა გემი “ალკიონე”. სხვა გემებისგან იგი განსხვავდებოდა ტურბოიალქნებით. ტურბოიალქნების ტრიალის შედეგად ჭარმოიქმნებოდა ენერგია, რომლის მეშვეობითაც მოძრაობდა გემი, ამისთვის სუსტი ნიავიც საკმარისი იყო. “ალკიონე” აიგო 1985 წელს, გაზაფხულზე გადაცურა ატლანტიკა და მოახდინა ფურორი თავისი მართვადობით და ეკონომიურობით.

db9573365e52

მიუხედავად იმისა, რომ ჟაკი უკვე სამოცდაათი წლის იყო, იგი კვლავ ენერგიულად ემსახურებოდა საკუთარ საქმეს. მან გამოიგონა ახალი მოწყობილობა, აკვალანგი მოხუცებისთვის, რომელიც უფრო მცირე ზომის და მსუბუქი იყო და გააგრძელა ოკეანეში ყვინთვა.

e51b87a782e2

1990 წლის 1 დეკემბერეს, სიმსივნით გარდაიცვალა სიმონე კუსტო. მისი ფერფლი ჩაყარეს მონაკოში, ზღვის სანაპიროზე. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ შეუღლდა ოფიციალურად ფრანსინ ტრიპლთან, კუსტოს უახლოვესი ნაცნობები სწორედ ამას ასახელებდნენ კუსტოსა და მის უფროს ვაჟს შორის განხეთქილების მიზეზად. 1995 წელს ჟაკმა გამოთქვა პრეტენზია იმის შესახებ, რომ მისი ვაჟი, ფიჯის კუნძულებზე აშენებდა “ეკოლოგიურ სასტუმრო კუსტო”-ს, ჟაკმა განაცხადა, რომ მისი გვარი არაკანონიერად იქნა გამოყენებული ბრენდისთვის. ჟან მიშელს აეკრძალა ყველანაირი ურთიერთობა იმ საქმეებთან, რომელიც ეხებოდა მის მამას. ამის შემდეგ ჟაკმა ყველანაირი აქტივები გადააფორმა ფრანსინ ტრიპლის სახელზე და კუსტოს ყველა ბიზნესი გადავიდა ფრანსინის კონტროლის ქვეშ.

1996 წლის 8 იანვარს, კუსტომ განიცადა ბოლო და ყველაზე სერიოზული დარტყმა ბედისგან: სინგაპურის სანაპიროზე სერიოზულად დაზიანდა “კალიპსო”. ეს გემი ჟაკს ისე უყვარდა, როგორც საკუთარი შვილი. სწორედ ამ დროს ჯგუფმა პირველად დაინახა ცრემლი კაპიტნის თვალებში. “კალიპსო”-ს შეკეთება ვერ მოხერხდა. და თითქოს თავისი საყვარელი გემის კვალდაკვალ, ნახევარი წლის შემდეგ კუსტომ შეცურა იმ ოკეანეში, საიდანაც ვეღარასოდე გამოვიდოდა!

ჟაკ ივ კუსტო გარდაიცვალა ძილის დროს, 1997 წლის 25 ივნისს.

ასტროლოგის კომენტარები (მათთვის ვისაც აინტერესებს და ესმის ასტროლოგია).

11.06.1910, 13:06 (GMT)

სენ ანდრე დე კუბზაკი (საფრანგეთი), 44°59’N, 0°27’W

სახლების სისტემა – კოხი

658524236c2d

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close