გასართობისაკითხავისასარგებლო

ნამზეური კანის პლიუს-მინუსები

41f3b877e1bb
ასპირინისფერ კანზე საშინელი არაფერია” – თქვა ლეგენდარულმა კოკო შანელმა და ამ სიტყვებმა ნამზეური მოდური გახადა. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ მაინც მანიაკურად ვესწრაფით ექროსფერ-შოკოლადისფერი სხეულისკენ. საშუალება ათასნაირია: მზიურ მხარეში გამგზავრება, კვირაში ერთი-ორჯერ სოლარიუმის სტუმრობა, საგანგებო ნელსაცხებელი და ა.შ. თითეულს თავისი ღირსება და ნაკლი აქვს და ხანდახან სხვაობა თვალითაც ჩანს.

საცხი ან ლოსიონი ავტოგარუჯვის ეფექტით
თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ფასს მწარმოებლის მარკა განსაზღვრავს. ყველაზე მცირე – 6 ლარიდან ზევით. შედეგი? ზოგს რამდენიმე წუთში აქვს (შემადგენლობას და კანის ფერს), მაგრამ ზუსტი შერჩევისას რეგულარული გამოყენების დაახლოებით 1,5-2 კვირის მანძილზე თვალშისაცემი ნამზეური ჯდება.

პლუსები
• ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო საშუალებააო;
• შეიძლება ტანის დამატენიანებელი ლოსიონის ფუნქციის შესრულებაც;
• ხაზს უსვამს ნატურალურ ნამზეურს (თუ ის უკვე არის, რა თქმა უნდა);
• შედარებით იაფია;

მინუსები
• ღია ფერის კანზე კვალს ტოვებს, ხანაც ლაქებად აჩნდება;
• არაა რეკომენდებული ჰორმონალური დაავადებებითა და კანის დაავადებით სნეული ადამიანისთვის;
• არ იძლევა ფერის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას;
• ხანდახან კანს ზედმეტად ყვითელ, არაბუნებრივ ელფერს აძლევს;
• არ უზრნველყოფს მზისგან დაცვას;
• ხშირად აქვს სპეციფიკური, არცთუ სასიამოვნო სურნელი;

Air Art

სტანდარტული სალონური პროცედურა. ტექნოლოგია მარტივია: კოსმეტოლოგი საგანგებო ხელსაწყოთი ტანზე ანაწილებს, უფრო სწორად ტანს დამტვერავს ლოსიონით, რომელიც შაქრის ლერწმის პიგმენტის საფუძველზეა შექმნილი. ტანზე ამ პიგმენტის მოხვედრისთანავე სხეული სასიამოვნო ბრინჯაოსფერს იღებს.

პლუსები
• უსაფრთხო საშუალებაა, ფსორიაზის, პიგმენტური ლაქებისა და კანის სხვა დაავადების დროსაც შეიძლება გამოყენება.
• კანს გადაჭიმავს და აახალგაზრდავებს, ეს შაქრის ლერწმის პიგმენტის წყალობით ხდება.
• პროცედურიდან 5-10 დღეში თანამრად გადადის კანიდან, ლაქების გარეშე.
• სამოსზე ლაქებს არ ტოვებს
• პროცედურამდე ტანის კანს პილონგი უკეთდება, რასაც დამოუკიდებელი დადებითი ეფექტი აქვს: კანს არბილებს და ფრთხილად წმენდს.
მინუსები
• საკმაოდ ძვირი ღირს და ზემოქმედება ხანმოკლე აქვს
• საშინაო პირობებში მისი გაკეთება შეუძლებელია
• მზისგან დაცვას არ უზრუნველყოფს

მზე
კომენტარი ზედმეტია. მზეზე ნებივრობა პლაჟზეც შეიძლება, და ბებოს აგარაკზეც, ამბობენ, ფერიაო სხვადასხვა, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კანის ტიპზე და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

პლუსები
• ყველაზე თანაბარი და ბუნებრივი ფერი
• სისხლში ცილების რაოდენობას ზრდის, ფერმენტების აქტიურობას განაპირობებს. მათი ზემოქმედებით ძლიერდება იმუნიტეტი, ჩქარდება D ვიტამინის გამოყოფა, მაგრდება კუნთები და ძვლები, ეხმარება დეპრესიასთან და სტრესთან ბრძოლას.

მინუსები
• ზრდის კანის და მკერდის სიმსივნის რისკს
• კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს (თუ ადამიანი დღეში 30 წუთზე მეტხანსაა მზეზე)
• მზის დარტყმის საშიშროება არსებობს, ამიტომ ზედმეტი გულმოდგინება საჭირო არაა.

სოლარიუმი
დრეს გარუჯვის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ჰორიზონტალური, ვერტიკალური ანუ ტურბოსოლარიუმი. პირველში სანატურები უფრო სუსტია, მეორეში – უფრო მძლავრი.

პლუსები
• თანაბარი ნამზეურის მიღება ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება.
• საკმაოდ სწრაფი და არც ისე ძვირია
• კანის ელასტიურობაზე დამანგრეველი ზემოქმედება არ აქვს. თანამედროვე სოლარიუმებში არაა მავნე (კოლაგენისა და ელასტინის გამანადგურებელი) С-სხივები.

მინუსები
• უამრავი უკუჩვენება. გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, ბრონქიალური ასთმით, სისხლის სხვა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლების მაღალი ფუნქციით, სიმსივნური წარმონაქმნებით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ანთებითი პროცესებით შეწუხებულ ადამიანებს და ფეხმძიმეებს სოლარიუმის სტუმრობას არავინ ურჩევს. თუ მაღალი სიცხე გაქვთ, ჰორმონალური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და შარდმდენი ნივთიერებების მიღების შემთხვევაში (ეს ნივთიერებები კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიან და ამიტომ ადვილად დაიწვებით).

• გამონაყარს აღიზიანებს და ამრავლებს;

• კანის ფოტოდაბერებას იწვევს;

• მელანომის (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) განვითარების რისკს ზრდის (განსაკუთრებული რისკია ნათელი კანის ადამიანებისთვის, რომელთაც ღია ან წითური თმა აქვთ)

წყარო: eva.ge

მსგავსი ამბები

Back to top button