არქივი

მაშ ასე ცხრა რჩევა კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად

d7ac52c67c8a

1. ნუ გაატარებთ დაუცველი კანით დიდ დროს მზეზე. დადეთ ვაშლი მზის გულზე და ნახეთ, რა დაემართება ცოტა ხანში – გამოშრება. იგივე მოსდის კანს. ყველაზე საშიში პერიოდი ამ მხრივ დღის 10 საათიდან 2 საათამდეა. მზის აქტივობა დროის ამ მონაკვეთში ყველაზე ძლიერია. გარეთ გამოსვლისას წაისვით კანზე მზისგან დამცავი კრემი. გამოიყენეთ მზის სათვალე – ის არა მხოლოდ მხედველობის შენარჩუნებაში გეხმარებათ, არამედ თვალების მოჭუტვის აუცილებლობისგანაც გაგათავისუფლებთ.

2. ნუ გაგიტაცებთ ხელოვნური ნამზაური. ხომ არ გგონიათ, რომ ვაშლი მხოლოდ მზის სხივებზე ჭკნება და სოლარიუმში საღი დარჩება?

3. არ დაიმანჭოთ. მკვეთრი მიმიკის მქონე ადამიანებს ნაოჭები გაცილებით ადრე უჩნდებათ.

4. მკვეთრად არ დაიკლოთ წონაში. თუ წონაში სწრაფად და ბევრს დაიკლებთ, კანი ვერ მოასწრებს ახალ მდგომარეობასთან მისადაგებას და მისი სიჭარბე ნაოჭებს დაეკიდება.

5. ნუ დაიზარებთ და რეგულარულად აკეთეთ ფიზიკური ვარჯიშები. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 15 წუთს მაინც უთმობენ აქტიურ სპორტს, კანი უფრო ელასტიკური აქვთ.

6. არ იშიმშილოთ. კანის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭიროა ბევრი ვიტამინები და მიკროელემენტები, რომელთაც ორგანიზმი მხოლოდ სრულფასოვანი კვების დროს იღებს.

7. არ მოწიოთ. მოწევა ნორმალურ სისხლის მიმოქცევას და ორგანოების საკვები ნივთიერებებით მომარაგებას უშლის ხელს. მათ შორის კანისას.

8. არ დაიბანოთ საპნით. საპონი ძალიან აშრობს კანს, მისგან ტენი გამოაქვს, რაც ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.

9. არ ინერვიულოთ. სტრესი დამღუპველია კანისთვის.

რით შეიძლება „დავეხმაროთ“ საკუთარ კანს? მთავარია, ვიცოდეთ მისი სწორად მოვლა. პირველ რიგში, ეს ეხება დატენიანებას. სითხის უკმარისობის გამო კანი კარგავს ელასტიურობას, რაც ნაოჭების გაჩენის პირველი მიზეზია. შეიძინეთ ბინისთვის დამატენიანებელი, გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერი დამატენიანებელი კრემები, ხშირად დაისვენეთ და ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

კიდევ ერთი რჩევა: არ არის აუცილებელი ძვირფასი კრემის შეძენა. სიტყვა „ძვირი“ ხშირად არ ნიშნავს „უკეთესს“. შეიძლება ზოგიერთი კრემი 30 ლარი ღირდეს და 150 ლარიანისგან არაფრით განსხვავდებოდეს, ამ უკანასკნელისაგან „ხმამაღალი“ სახელის გარდა არაფრით განსხვავდებოდეს. „საკუთარი“ კრემის შერჩევას თქვენ შეძლებთ მხოლოდ ექსპერიმენტების საშუალებით. ხშირად ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. კოსმეტიკურ სალონში გაივლით პროცედურებს.

wyaro www. eva.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button