არქივი

2Pac Shakur a.k.a Makaveli

a00ffb3c1557

მე ეხლა ვწერ პოსტს Tupac-ზე ვიცი რომ ბევრს ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი, ისიც ვიცი რომ თუფაქი არა იხვის ტოლმა, ისიც ვიცი რომ: თუფაქი, ჯექსონი, გამსახურდია, ელვის პრესლი , კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი , ჯონ ლენონი, და ბინ ლადენი ერთად არიან უკაცრიელ კუნძულზე კუბურ სიგარას აბოლებენ ქოქოსის რძეს სვამენ და გლოკებს ატრიალებენ :D . ხო ეს ისე ცოტა განსხვავებული პოსტი მინდა გამომივიდეს მარტო ის ხომ არ არის რაღაც ინფოს რომ დაწერ სადაც ავტორი არ იგრძნობა ამ პოსტში კი იგრძნობა :P

ხო რითი დავიწყოთ? კარგი პიროვნება იყო კეთილი, ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა საკმაოდ ნიჭიერი იყო, მსახიბიც იყო და მას რომ სამსახიობო კარიერა გაეგრძელებინა ( ანუ რომ არ მოეკლათ:( ) ბევრის აზრით ოსკარს აიღებდა, მეც ვეთანხმები ამ აზრს რატომ ? რავი ალბათ იმიტომ რომ Tupac-ი იყო ეს ბევრს ნიშნავდა იმდროინდელ ამერიკაში ეს ხომ იყო ძალა შავების ძალა, არალეგალების ძალა, სოციალურად დაუცველების ძალა, კრიმინალების ძალა, ამერიკული ქუჩის ძალა კარგი ხალხის ძალა, სხვა სახელმწიფოსთვის მებრძოლების ძალა , უბრალოდ ის იყი ნამდვილი ძალა.

გეტოში მას შავ პრინცს ეძახდნენ ( ჩვენი შავი პრინცი LOL )

ხო კიდევ რა დავწერო ? ხშირად ჰქონდა დაპირისპირება პოლიციასთან, სამართალთან, და მთავრობასთან, ვიცე პრეზიდენტთან, და ეგეთ უაზრობებთან : ) იბრძოდა სამართლიანობისთვის და მაგიტომაც იყო დაპირისპირებული პოლიციასთან.

თქვენ ის გაუნათლებელი რიგითი ნარკობარონი შავკანიანი გგონიათ ? რომელმაც ფული იშოვა და ალბომი ჩაწერა ? ცდებით ის არ იყო ისეთი როგორიც სხვები არიან როგორი იყო ? ოO ეგ არც მე ვიცი (ვიტყუები)

549296114e09

იცით მან რომ კრიმინალებისთვის კოდექსი შემოიღო? არა? არაუშავს დაიკიდეთ დაგიწერთ და ისწავლით

ხო ისე მის კოდექსს ეთანხმებოდნენ იმიტომ რომ ის ყველასათვის მისაღები იყო

Code Of THUG LIFE

1. ახალმა მებრძოლმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს სამი გზა:
1. ხდება მდიდარი 2. ჯდება ციხეში 3. კვდება.
2. ბანდის ლიდერებო: თქვენ ხართ პასუხისმგებელი იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში. თქვენ აგებთ პასუხს და არავინს სხვა.
3. ბანდიდან თუ ერთი ”კრისაა”, დანარჩენი ბანდის წევრებიც კრისები არიან.
4. ბანდის ლიდერმა და ბანდამ უნდა აირჩიოს დიპლომატი. დიპლომატი წყვეტს დავას. ძალა ერთობაშია !
5. არ მოიპარო მანქანა ჩვენს რაიონში (უბანში) ! ეს ეწინააღმდეგება კანონს !
6. არ მიყიდო ნარკოტიკი ბავშვს ! ეს ეწინააღმდეგება კანონს !
7. ნარკომანი ბავშვები რაიონში (უბანში). ეს ეწინააღმდეგება კანონს !
8. არ გაყიდო ნარკოტიკი სკოლებში!
9. ჩვენ არ გვყავს კრისები !
10. ჩვენ ყველაფერს კარგად ვასრულებთ. ვმართავთ ტერიტორიებს და ვიცავთ მათ რაიონებს.
11. არ მიყიდო ნარკოტიკი ფეხძიმეს. ეს მკვლელობა და გენოციდია !
12. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ნამდვილი სამიზნე – რეალური მტერი.
13. მოქალაქე (რაიონის მაცხოვრებელი) არ არის სამიზნე.
14. ბავშვების ზიანი არ გეპატიებათ !
15. თუ შეტევა (თავდასხმა) ხდება სახლზე/ში უნდა შემოწმდეს ოჯახის წევრები!
16. არა უაზრო სისასტიკე და ძალადობა.
17. შეურაწყოფა არ მიაყენო მოხუცებს !
18. პატივი ეცი ჩვენს დებს.პატივი ეცი ჩვენს ძმებს !
19. დები პატივსაცემი გახდებიან მაშინ, თუ ისინი საკუთარ თავს პატივს სცემენ .
20. ნებისმიერი სამხედრო გზით გადაწყვეტილება, ბიზნესიდან გამომდინარე, უნდა შესრულდეს პრიფესიონალურად და არა ზეწოლის ქვეშ.
21. არანაირი გასროლა წვეულებაზე.
22. კონცერტები და წვეულებები ეს ნეიტრალური ტერიტორიაა.
23. დაიმახსოვრე ყველა წესი – ეს აუცილებელია !
24. იყავი რეალური. იყავი THUG LIFE–თან ერთად.
25. ყოველთვის ეცადე თავი დაიცვა !..

ეს კოდექსი დავაკოპირე offline.ge ადნ კი ვიცოდი მაგრამ სად 7 მოქმედება და სად ასობით მიმიხვდით ? არაუშავს :D

ესეც განმარტება Thug Life მარტო ბანდიტურ ცხოვრებას არ ნიშნავს

The Hate U Gave Lil’ Infants Fucks Everybody.

ეს სერიოზული ვიდეო არის, უყურეთ : )

4c3c1dfc1ff8

ხო ისე თუფაქი ძალიან პოპულარული იყო. მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ამას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, ეგ ყოველთვის ეგრე არის ხოლმე.

ffdc45384226

კადრი ფილმიდან Gridlock’d (ჩიხში) რომელშიც მონაწილებას იღებს ტიმ როტთან ერთად.

ისე მონაწილეობა მიღებული აქვს ექვს ფილმში ,

ფილმები შეგიძლიათ იხილოთ   აქ

მოდით ეხლა დავწერ ფაქტებს მის შესახებ.

– 2Pac-ის ნამდვილი სახელი არის- ლესეინ ფერიშ ქრუქსი / Lesane Parish
Crooks.

– 2Pac-ი სწავლობდა ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში.

– ბალტიმორის სკოლაში მან გაიცნო უილ სმიტის მომავალი მეუღლე და მისი მეგობარი ჯადა პინკეტი .

– არაბულად Tupac Amaru ნიშნავს “მბრწყინვალე გველს” და Shakur მადლობა ღმერთს.

– 2Pac-მა Thug Life გაშიფრა როგორც “The Hate U Give Little Infants Fuck Everybody”.

– როდესაც შაკური იჯდა ციხეში მას ბევრი სიმღერა დაავიწყდა :( .

– კიდადა ჯონსმა ქუინსი ჯონსის ქალიშვილმა ხელზე გაიკეთა თუფაქის გამოსახულება .

– პორნო ვარსკვლავმა Spontaneous XXX Stacy გაიკეთა ტატუ ხელზე წარწერით tupac და ასევე მისი სიმღერის სახელწოდება Keep ya head up

e50f0635fc54

– 2Pacს ზურგზე აქვს ტატუ ჯვრის გამოსახულებით რომელზეც აწერია “Exodus 18:11”. ბიბლიაში ეს ნიშნავს რომ უფალი ბევრად დიდებულია ვიდრე სხვა ღმერთები ( ამას თან ვხვდები თან ვერა)

– 2Pac-მა თავისი კარიერა დაიწყო Tommy Boy Records-ში.

– როდესაც 2Pac-ი გადავიდა კალიფორნიაში 2 წლის განმავლობაში უსახლკარო იყო ( ეს არ ნიშნავს იმას რომ ქუჩაში იყო ).

– დღეში დიდებული Death Row-ი კვებავდა მთელ ლოს ანჯელესის სამხრეთ ცენტრს, 2Pac-მა კი 400 000 $ ჩადო ამ საქმეში .

684af1f2a2c4

ca98a42d9770

– როდესაც 2Pac-ი მივიდა House of Blues-ში მან შეამჩნია რომ არავინ არ ეცეკვებოდა გოგოს რომელიც იჯდა ინვალიდის სავარძელში , მათ მთელი 4 საათი იცეკვეს. : )

– 2Pac-ს სურდა თავისი შვილისთვის დაერქვა Star-ი იმ შემთხვევაში თუ, იგი გოგო იქნებოდა და თუ ბიჭი იქნებოდა მას მიქელანჯელოს დაარქმევდა.

– მას სურდა ბავშვის გაკეთება, მაგრამ ეს ვერ შეძლო რადგან იგი ძალიან ბევრ მოსაწევს ეწეოდა : (

– თავის სიმღერაში Me and my girlfriend მღერის იარაღზე და არა გოგოზე.

– ალბომი All Eyez On Me, პირველი ორ დისკიანი ალბომი იყო ჰოპ-ჰოპის ისტორიაში.

– იგი იყო პირველი შემსრულებელი რომელიც მოხვდა ჩარტებში, როდესაც ციხეში იყო.

– სიმღერა California Love მოიფიქრა Dr.Dre-მ და დაგეგმილი ჰქონდა რომ მას გამოუშვებდა როგორც საკუთარ სიმღერას მაგრამ შუგ ნაითი მიხვდა, რომ სიმღერა გაჰიტდებოდა მხოლოდ 2Pac ის წყალობით.

– მას ყავდა ორი ძაღლი ბონი და კლაიდი.

– მისი საყვარელი საჭმელი იყო შემწვარი წიწილის ფრთები.

– მას ყველაზე მეტად უყვარდა ყველიანი მაკარონის მომზადება. :cool:

– საყვარელი სასმელი იყო,ფორთოხლის წვენი.

– საყვარელი მსახიობი იყო ჯიმ ქერი.

– ემინემმა თქვა რომ მისი საყვარელი სიმღერები 2Pac-ის შესრულებით არის Str8 Ballin და If I Die 2Nite.

– ბრიტანელმა R’n’B მომღერალმა გაბრიელამ თქვა რომ მისი საყვარელი მომღერალი არის 2Pac-ი და საყვარელი სიმღერა Dear Mama.

მოკლე ბიოგრაფია :

დაბადების სახელი: Tupac Amaru Shakur.
ვიცნობთ როგორც:2Pac, Pac, Makaveli.
ზედმეტსახელები: MC New York , 2Pac , Makaveli.
დაბადების თარიღი: ივნისი 16, 1971.
აღმოსავლეთ ჰარლემი , New York City, ნიუ იორკი , U.S.
გარდაიცვალა:სექტემბერი 13, 1996 (aged 25).
ლას ვეგასი, ნევადა , U.S.
ჟანრი: Hip-hop/ჰიპ-ჰოპი.
საქმიანობა: რეპერი , მსახიობი, პროდიუსერი , პოეტი , აქტივისტი.
აქტიური: 1988–1996 (რეპი) 1990–1996 (მსახიობი).
ხმის ჩამწერი სტუდეიები: Interscope, Death Row, Amaru

მისი დისკოგრაფია შეგიძლიატ იხილოთ აქ

რამდენიმე სიმღერა : )

6e21994e85e0

1994 წლის 30 ნოემბერსაც ცადეს მისი მოკვლა მაგრამ იგი გადარჩა ამის შედეგად გამწვავდა სიტუაცია მასსა და ბიგის შორის .

ეს კი დაჭრილი 2Pac-ი

ca0bde765146

af6351073ef9

bc12d3e962c7

ისე დღეს 7 სექტემბერს ღამის 11 საათსა და 15 წუთზე 1996 წელს ესროლეს 2Pac-ს ლას ვეგასში კოვალისა და ფლამინგოს გადაკვეთაზე თეთრი კადილაკიდან და 13 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა .

5be119d15575

ეს კი მისი ბოლო სურათი , რამდენიმე წუთში მანქანას ცეცხლს გაუხსნიან.

d810d290ca2c

ეს კი დაცხრილული მანქანა.

პოსტი მოვამზადეთ მე და ShiNeOnyOuCraZyLipUChka :yvavili:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button