არქივი

კანადური სფინქსი

ed8a38051a79

ეს ჯიში დღეს ითვლება ყველაზე უცნაურ შინაურ კატად. გამოყვანილია სულ რაღაც 60 წლის წინ. ასეთი კატის დანახვისას ადამიანს გაუჩნდება სურვილი შეეხოს და გაიგოს როგორია უბეწვო კატის ტანი. მართლაც სრულიად მოულოდნელი შეგრძნებაა , გეგონება თოთო ბავშვის კანს ეხებიო, ისეთი რბილი, ნაზი და თბილია. მოზრდილ კატებს კი ცოოოტათი ზამშისებური კანი უხდებათ.

0bba3ef398dd

საკმარისია სფინქსს თვალებში ჩახედოთ რომ იქიდან დაინახოთ კატისთვის არადამახასიათებელი, შეიძლება ითქვას, ადამიანური გამოხედვა რომლიდანაც იღვრება ულევი სითბო და სიყვარული .

კარგად თუ დააკვირდებით შემაჩნევთ მთელ რიგ განსხვავებას სხვა კატებთან შედარებით, დავიწყოთ ფიზიკური მონაცემებით. სხვა კატებისგან განსხვავებით სფინქსების ტანი მსხლისებურია. თავის მხარეს ვიწრო და კუდისკენ ფართოვდება ( სხვა კატებში პირიქითაა). მათრახისებური კუდი, დიდი ყურები და თვალები ( ცისფერი, მწვანე, თაფლისფერი და ლურჯი ).  არანორმალურად გრაციოზულები, მოქნილები და ელასტიურები არიან. არ აქვთ ულვაშები და წამწამები და თუკი ვინმე თვლის, რომ უულვაშებო კატას რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას, ძალიან ცდება :) სულ მოძრაობაში მყოფნი მუდამ ყურადღების ცენტრში ხვდებიან.

არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ეს კატა აღარაა, მარა არც ძაღლი, თუ გავითვალისწინებთ მის თვისებებს.

d95c1b5e7e60

ახლა ხასიათებს რაც შეეხება : არ არსებობს მსოფლიოში 2 სფინქსი, რომელიც ხასიათებით ჰგავდეს ერთმანეთს, ყველა ინდივიდია. გამუდმებით თამაშის ხასიათზე არიან ნებისმიერ ასაკში ( სხვა კატები გაიზრდებიან და გაითხლიშებიან გდიან ერთ ადგილას ფუF). აგრესია სრულიად ამოკვეთილია მათი ხასიათებიდან, მსოფლიოში ადამიანი არ არსებობს სფინქსისგან გაკაწრულიც კი. ბავშვმა როგორც არ უნდა აწვალოს ხმას არ გასცემს, უბრალოდ თვითონ პატრონმა უნდა მიაქციოს მაგ დროს ყურადრება, რომ კატას არაფერი დაუზიანოს ბავშვმა (კუდი არ მოტეხოს ან ყურები) , კლანჭებს მხოლოდ თანამოძმეებთან თამაშის დროს აჩენენ.

732b17727431

სფინქსების შენახვა არც თუ ისე ძნელი და შრომატევადია. საჭიროა დრო და დრო გამოუწმინდოთ ყურები და თვალები (საწირპლეები) და ყოველკვირეული ბანაობა, რაც სფინქსების უმეტესობას საშინლად უყვარს. უბეწვობის გამო საჭიროა ზამთარში თბილ ოთახში იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოუვა ბეწვი. შეიძლება სპეციალური ჯემპრები ჩააცვათ ხოლმე, რო არ გაგეყინოთ თქვენი სფინქსუნია.

ძალიან ყურადღებიანი და სოციალური არსებაა, მარტოობას ვერ იტანს. სახლში მარტოდ დარჩენილი ჯდება სადმე კუთხეში, ღრმად სუნთავს, გეგონება ოხრავსო ან იძინებს, მარტოობა  იმდენად ანაღვლიანებს, რომ ავეჯის გაფუჭების სურვილიც კი არ უჩნდება. მეტიც, ჭამის სურვილიც აღარ აქვს. არ იციან გაბუტვა სხვა კატებივით. თუ სხვა ჯიშის კატას თავისი პატრონი დიდად არ ანაღვლებს, სფინქსს მუდამ პატრონის გვერდზე უნდა ყოფნა, ცნობისმოყვარე სფინქსის მოშორება კი საკმაოდ რთულია.

გასაოცარია მათი საყვარელი საჭმლის რაციონიც. ზოგ კანადურ სფინქსს უყვარს ბანანები, ზოგს შოკოლადი ზოგსაც კი მჟავე კიტრი :)))

ამ ჯიშის კატის გაწვრთნა ძალიან ადვილია. ადვილად ითვისებენ ბრძანებებს. მოკლედ ძაღლის და კატის ნაზავია :P

55ad6b65fbb1

იმდენად რამდენადაც სფინქსები ძალიან კომუნიკაბელური და სოციალური არსებები არიან, მუდამ უნდათ ვინმეს გარემოცვაში ყოფნა, მათთვის სახლს მნიშვნელობა არ აქვს, თუ იქ თქვენ არ იქნებით. მას უბრალოდ ესაჭიროება პატრონის გვერდით ყოფნა. სფინქსისთვის მარტო ძილი კოშმარებზე უარესია, ამიტომ ხშირად ადიალის ქვეშ შემოგიძვრებათ და თქვენთან ერთად დაიძინებს.

სახლში მოყვანისას ასეთ კატას არანაირი პრობლემა არ აქვს ბინაში მყოფი სხვა ცხოველებისადმი. პირიქით, ადვილად უმეგობრდება ძაღლებსაც კი, ჩიტებს კი ბინაში მცხოვრებ კანონიერ მეზობლებად თვლის, რომელთა დახრჩობაც არასწორი იქნება.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რო სფინქსები საშინელი და საზიზღრობა არსებები არიან. თუმცა როგორც დარწმუნდით, ეს ასე არაა. სამწუხაროდ საქართველოში ისინი მხოლოდ 3-4 ადამიანს ჰყავს და რიგი პრობლემების გამო ვერ ამრავლებენ . რუსეთში კი იცოცხლე…

245e987fa5f1

კნუტი კანადური სფინქსისა 750 ლარი ღირს (15 000 რუბლი და ისიც კასტრირებული) . ჰო ვიცი ბევრია, მაგრამ შეიძლება ახლო მომავალში თუ ვერა ისე არ მოვკვდები რო ეს კატა არ ვიყოლიო.

f8a097157bbf

2d1520d7b8f4

მსგავსი ამბები

Back to top button