საკითხავისასარგებლოსაქართველო

კაცობურის დაცული ტერიტორია

0b64f6309b4c

შედარებით მცირე ინფორმაცია არსებობს კაცობურის დაცულ ტერიტორიაზე,მაგრამ გირჩევთ წაიკითხოთ… :thanks:

კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის რაიონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. ჰავა კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელია – წლიური საშუალო ტემპერატურა იანვარში არის მინიმუმ – 4ოჩ, მაქსიმალური კი +22 ოჩ. წლიური ნალექების საერთო რაოდენობა შეადგენს 17757 მმ-ს.

49fb9a9b4f90

წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი (Pტეროცარყა პტეროცარპა K.), იფანი (Fრახინუს ეხცელსიორ) და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია (Aცაცია დეალბატა), თხმელა (Aლნუს ბარბატა), ტირიფი (შალიხ ცაპრეა), პანტა (Pყრუს ცაუცასიცა), ტყემალი (Pრუნუს დივარიცატა), ფშატი (Eლაეაგნუს ანგუსტიფოლია) და ამორფა (Aმორპჰა ფრუტიცოსა).
კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი (შუს სცროფა ატტილა) და შველი (ჩაპრეოლუს ცაპრეოლუს). მტაცებლებიდან კი – მგელი (ჩანის ლუპუს), კურდღელი (Lეპუს ეუროპიაცუს), ტურა (ჩანის აურეუს), მაჩვი (Mელეს მელეს), გარეული კატა (Fელის სილვესტრის ცაუც.), წავი (Lუტრა ლუტრა).

7432255e734e

ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი (ჩოლუმბა პალუმბუს), რუხი ყანჩა (Aრდეა ცინერეა), სკვინჩა (Fრინგილლა ცოელებს), გარეული იხვი (Aნას პლატჰყრყნცჰოს), თეთრთვალა ყვინთია (Aყტჰყა ნყროცა), რუხი ყანჩა (Aრდეა ცინერეა), მიმინო (Aცციპიტერ ნისუს), ქორი (Aცციპიტერ გენტილის) და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის (Pჰასიანუს ცოლცჰიცუს) პოპულაციის არსებობა.

წყარო: www.dpa.gov.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close