არქივი

შოკისმომგვრელი სარეკლამო პოსტერები სხვადასხვა ქვეყნიდან

image

ხშირად ერთი პოსტერი გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე რამდენიმეწუთიანი სარეკლამო რგოლი. სოციალური პრობლემებისადმი მიძღვნილი პოსტერების პიონერად ტანსაცმლის იტალიური ბრენდი “ბენეტონი” ითვლება, რომლებმაც მსგავსი პოსტერების შექმნა 1980-იან წლებში დაიწყო.

გთავაზობთ ყველაზე შოკისმომგვრელ პოსტერებს სხვადასხვა ქვყნებიდან. აღნიშნულმა პოსტერებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიეს, თავად გადაწყვიტეთ – ეს ბრწყინვალე ნამუშევრებია თუ შეურაცხმყოფელი, თუ ორივე ერთად.

 

“დალაიქება” არ არის შველა” – ამ გზავნილით სინგაპურელმა კრისის რელიეფმა 2013 წელს კანის ოქროს ლომი მოიპოვა.

image

 

კავშირი ძილსა და უბედურ შემთხვევებს შორის. “არ მართო როცა გეძინება”. ტაილანდი 2010 წელი.

image

 

პოსტერი, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. “მოწევა თამბაქოსადმი მონობაა”. საფრანგეთი, 2010 წელი.

image

 

პოსტერი, რომელიც ნათელს ხდის ბავშვთა მიმართ ძალადობის საშინელებას. “ხელები”, ესპანეთი 2009 წელი.

image

 

ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობას ეძღვნება აღნიშნული პოსტერიც. “თქვენ შეიძლება დაკარგოთ მეტი ვიდრე მოთმინება”. პოლონეთი, 2009 წელი.

image

 

მანილაში, მიტოვებული ბავშვების მდგომარეობის ასახვისათვის ასეთი პოსტერი შექმნეს. “გოჭი”, ფილიპინები, 2008 წელი.

image

 

პოსტერი, რომლის შექმნის მიზანი იყო ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ ცხოველებსაც ისევე სტკივათ და იტანჯებიან, როგორც ადამიანები. “ღორი” და “წაულა”. გერმანია, 2010 წელი.

image

 

პოსტერი, რომელიც გვიჩვენებს, როგორი სახიფათო შეიძლება იყოს მანქანის მართვის დროს სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. “იფიქრე ორივე მხარეზე”. რუსეთი, 2013 წელი.

image

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button