არქივი

სიცოცხლისთვის საშიში ადგილები

378b0c40de8e

კარგია თუ თქვენ ცხოვრობთ ადგილას სადაც არ არის ცუნამი, არ იფრქვევა ვულკანები, არ არის გრიგალი და ა.შ. ზოგიერთი ქვეყნისთვის სტიქიური მოვლენები ყოველდღიური რეალობაა…

610891c97f99

სიცივის პოლუსი – რუსეთი, ვერხოიანსკი

ტაიგაში, სიბირის შუაგულში მდებარეობს უძველესი ქალაქი ვერხოიანსკი. უკვე 3 საუკუნეზე მეტი ხანია, რაც აქაური მაცხოვრებლები ურთულეს კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ. ამ ქალაქს ჩამოუყვება მდინარე “იანა” რომელიც ყოველ წელს, 9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ვერხოიანსკი მსოფლიოში ყველაზე ცივ ქალაქად ითვლება… აქ დაახლოებით 1500 ადამიანი ცხოვრობს.  სექტემბრიდან მარტამდე  მზე ანათებს დღეში 5 საათის განმავლობაში, ხოლო იანვარსა და დეკემბერში შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს.  ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -47 გრადუსს. ყველაზე ცივი ტემპერატურა აქ დაფიქსირებულია XIX საუკუნის დასასრულს,  -67,8 გრადუსი.   მეფობის ეპოქაში და საბჭოთა ხელისუფლების დროს ვერხოიანსკი გადასახლებულთა ადგილი იყო… ის ცდილობს მიიზიდოს ექსტრემალი ტურისტები…

80496921f5c8

ცეცხლის მთა – Mount Merapi, ინდონეზია

ამ ვულკანისთვის არ არსებს “დასვენების დღე”… თუ ეს ვულკანი არ იფრქვევა, მისი მწვერვალიდან ყოველთვის ამოდის უზარმაზარი კვამლი, რომელიც ცაში, 3 კილომეტრ სიმაღლემდე ადის. გასული 5 საუკუნის განმავლობაში ეს “ცეცხლის მთა” ამოიფრქვა დაახლოებით 60 ჯერ.  ბოლო საშიში ამოფრქვევა მოხდა 2006 წელს, ხოლო მანამდე 1994 წელს, გაზის სასიკვდილო ღრუბელმა ცოცხლად დაწვა 60 ადამიანი. 1000 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა 1930 წელს, როცა ამოფრქვეულმა ლავამ დაახლოებით 13 კვადრატული კილომეტრი ტერიტორა დაფარა.

მიუხედავად ყველა ამ მოვლენისა, ვულკანიდან 6 კმ დაშორებით ცხოვრობს დაახლოებით 200 000 ადამიანი.  თუმცა ამით ინდონეზიაში ვერავის გააკვირვებ: კუნძულ იავას 120 მილიონი მოქალაქისთვის სახლები აშენდა 22 მოქმედი ვულკანის ძირში.

434db9ba71b8

აფრიკული სიკვდილის ტბა –  ტბა “კივუ” (Kivu)

აფრიკის ეს ერთ-ერთი უდიდესი ტბა მდებარეობს ორი დემოკრატიული სახელმწიფოს, კონგოსა და რუანდის საზღვარზე. ამ ტბის ფსკერზე არის მეთანის მარაგი. თუ ეს გაზი ამოვა ზედაპირზე, “სიკვდილის ღრუბელი” დაფარავს 2 მილიონი ადგილობრივი მცხოვრებლის სახლებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.  ეს სრულიად შესაძლებელია: ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირებულია გასული საუკუნის 80 იან წლებში, როცა აფრიკის სხვა ორი ტბიდან ამოვიდა გაზი იგივე ქიმიური შემადგენლობით.  1934 წელს ტბა “Monoun” იდან (მდებარეობს კამერუნში) ამოსულმა მეთანმა 37 ადგილობრივი მოსახლის სიკვდილი გამოიქვია… ასევე 3 წლის შემდეგ დაფიქსირდა ანალოგიური შემთხვევა ტბა Nyos-ზე, როდესაც ტოქსიკურმა გაზმა 1700 ადამიანი იმსხვერპლა.

c985eb3275f5

ეფემერული კუნძულები – მალდივი

მალდივის 10 %  საცხოვრებლად უვარგისი გახდა 2004 წლის ცუნამის შემდეგ, რომელმაც 80 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მოსახლეობის 1/3 ნაწილი უსახლკაროდ დატოვა. მაგრამ ამ სახელმწიფოს უფრო დიდი გამოცდა ელის წინ…

მალდივი შედგება 1190 კუნძულისა და ატოლებისგან, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში.  ეს რეგიონი იმდენად სახიფათოა, რომ პრეზიდენტმა მუჰამედ ნაშიდმა შესთავაზა ხალხს შეექმნათ ფონდი, რომელიც შეიძენდა ახალ მიწებს და მკვიდრი მოსახლეობა გადასახლდებოდა აქედან.  საქმე იმაშია, რომ კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მალდივის წყლის ქვეშ აღმოჩენა, ანუ მალდივის წყლით დაფარვა უახლოეს მომავალში – რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. მალდივის კუნძულებიდან არცერთი არ არის ზღვის დონიდან 2 მ სიმაღლეზე მაღლა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button