არქივი

ქართული საომარი ისტორიის საკითხები (ნაწილი II )

422a9fd073a8

ვაგძელებთ ქართული საომარი ისტორიის საკითხების განხილვას. კოლხური სამხედრო უნარჩვევებისა და ტაქტიკის შესახებ კიდევ ერთი ცნობა მოგვეპოვება, რომელსაც ქსენოფონტი შემდეგნაირად გადმოგვცემს: “როცა ბერძენმა ჯარისკაცებმა აიღეს კოლხების დასახლებული პუნქტები და იქ შევიდნენ, ადგილობრივებმა იქ დატოვეს მოწამლული თაფლი. ბერძენ მეომართაგან ყველამ ვინც კი თაფლის ფიჭა შეჭამა გონება დაკარგა, აღებინა, კუჭი აეშალა და არც ერთს ფეხზე დგომა აღარ შეეძლო. ისინი კი ვინც ცოტა ჭამა მთვრალებს ჰგავდნენ, ხოლო ვინც ბევრი-შეშლილებს ან მომაკვდავებს. უმეტესობა ეყარა ისე, როგორც დამარცხების შემდეგ ბრძოლის ველზე” (ანაბსისი IV, 8, 20-21). კოლხების ამ სამხედრო ტაქტიკამ როგორც ჩანს ბერძნების ლაშქრობა გარკვეული დროით შეაჩერა. მაგარამ როგორც ჩანს კოლხმა მებრძოლებმა ვერ გამოიყენეს ეს გარემოება რომ ბერძნები ამოეწყვიტათ. ისინი ვერანაირი წინაამღდეგობის გაწევას ვერ შეძლებდნენ. იგივე გარემოება განვითარდა უფრო მოგვიანებით პომპეუსის შემოსვლის დროს. მისმა ერთმა ცენტურიამაც იგივე ბედი გაიზიარა.

422a9fd073a8

კოლხი მეომრები ასევე იბრძოდნენ აქემენიანთა ირანის დაქირავებულ ძალებში, რაც მიუთითებს მათ გარკვეულ დონეზე სამხედრო საქმეში. ძვ.წ. 400 წელს მოიხსენიებიან ქართველური წარმომავლობის მეომრები, რომლებიც აქემენიანთა ირანის სახელმწიფო არმიაში მსახურობდნენ-“ტირიბაზს ჰყავს ჯარი და მოქირავნეები: ხალიბები და ტაოხები (ანაბასისი IV,4,18). ისინი იბრძოდნენ აქემენიანთა არმიაში და, ბუნებრივია პროფესიონალი მეომრები იყვნენ; ისევე როგორც ქსენოფონტის ბერძენი მეომრები, რომელბიც უფლისწულმა კიროსმა დაიქირავა. საერთოდ სპარსელები ხშირად იქირავებდნენ ხოლმე ბერძენ ჰოპლიტებს. მცირე აზიის ქალაქებიდან.
ჰეროდოტე ასევე აღნიშნავს რომ სპარსელთა ჯარში რომლითაც ქსერქსემ საბერძნეთში ილაშქრა იყვნენ კოლხები, მოსონიკები, მაკრონები და მარები. იგი ასევე კოლხებს იხსენიებს სპარსელთა ფლოტშიც.

0941edd543da
რკინის ჩაფხუტი (აღმოჩენილია ქალაქ ქუთაისთან. ძვ.წ. I ათასწლეული)

სვანები კოლხთა მეფეს ემორჩილებოდნენ. ამიტომ ჩემის აზრით მათ უნდა ემსახურათ კოლხეთის ჯარშიც. სვანები ძველთაგანვე განთქმული მშვილდოსნები იყვნენ. მათი ძირითადი იარაღი მშვილდი და შუბი იყო. ასე რომ არ უნდა იყოს აზრს მოკლებული ის გარემოებაც, რომ მათ კოლხურ ძალებში მშვილდოსნებად ემასახურათ.
რათქმაუნდა ასევე კოლხების მორჩილებაში უნდა ყოფილიყვნენ ხალიბები, მაკრონები, მოსონიკები და ჭანები. ისინი განთქმული მომრები იყვნენ. განსხვავებული აღჭურვილობით, ტაქტიკით და ა.შ. რაც კოლხურ არმიას უფრო ბრძოლისუნარიანს გახდიდა. ხალიბების რკინის იარაღი უნივერსალუი იყო. მათ იარაღის ჭედვის საკუთარი ხერხები ჰქონდათ რაც მას განსაკუთრებული თვისებების მქონეს ხდიდა. ხალიბური რკინა მთელს ცივილიზებულ სამყაროში იყო ცნობილი და მასზე დიდი მოთხოვნილებაც არსებობდა.

რაც შეეხება რეგულარულ არმიას. მეფისა და დიდებულთა სამხედრო რაზმებს თუ არ ჩავთვლით, კოლხეთ ასეთი არმია არ გააჩნდა. ყოველ შემთხვევაში არც წყაროები და არც არქეოლოგიური მასალა ამის გარანტიას არ იძლევა. მაგრამ არსებობდა ომიანობის დროს გამოძახების სისტემა. ჯარი იკრიბებოდა მხოლოდ ომიანობის დროს. არ იმყოფებოდა რეგულარულად სამხედრო ბაზებზე. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სასაზღვრო ძალები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეომარს შეადგენდა. ასევე ციხის გარნიზონის ძალებიც.
რათქმაუნდა კოლხეთის არმიაში ომიანობის დროს ყველა ქართველური ტომი უნდა მიშველებოდა გარკვეული სამხედრო ძალებით რაც მას კიდევ უფრო აძლიერებდა.

492628082a7e

კოლხი მეთემეებისათვის სამხედრო სამსახური ასევე წარმოადგენდა ფულის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს და ყველაზე სარფიანსაც. რათქმაუნდა კოლხი დიდებულები ფულს უხდიდნენ მეომრებს სამხედრო სამსახურის განმავლობაში. მეთემე საკუთარი სახსრებით უნდა წასულიყო ომში ამიტომაც მისი უსახსრობის გამო უხარისხო შეიარაღება გააჩნდა. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით რიგითი კოლხი მეთემე შემდეგნაირად იყო აღჭურვილი: ტყავის ან ხის ჩაფხუტი, ხის ტყავგადაკრული ფარი, ტყავის ან სელის ტუნიკა, შუბი და მოკლე მახვილი.

b1bd59295c8d>

აკინაკი

მაგრამ მასობრივადაა აღმოჩენელი ძალზედ ხარისხიანი რკინის მოკლე სატევრები (მაგ. ბრილის სამაროვანი) და კრინისბუკიანი შუბები. როგორც წესი კოლხი მეომარი ორი შუბით იყო შეიარაღებული (ერთი სასროლად და მერე კომპაქტურად საბრძოლველად). ფიქსირდება ბერძნული იარაღ-საჭურველიც (ფოთლისებრი შუბები, ფარები, მახვილები). მაგალითად ქალაქ ვანში აღმოჩნდა მეომრის სამარხი, რომელიც მთლიანად ბერძენი ჰოპლიტის აღჭურვილობაში იყო გამოწყობილი.
კოლხი მეომრები სხვადასხვა სახის და მაღალი საბრძოლო თვისებების მქონე შუბებს იყენებდნენ. აღმოჩენილია მრავალი სახის უნიკალური შუბები, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეზეა შესრულებული და ძალზედ ხარისხიან და საშიშ იარაღს წამოადგენდა თვით მძიმედ აღჭურვილი მებრძოლებისთვისაც კი (იხ. ნ.ბერულავა-კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში ). სოფელ გომში აღმოჩენნილია გამოსახულება რომელზეც ელიტარული, აბჯარასხმული მეომრებია გამოსახული (ძვ.წ. I ს).
მაგრამ ასევე ნიშანდობლივია, რომ არამარტო დიდებულთა სამხედრო რაზმებში არამედ მეთემე-მეომართა შორის მასიურად გამოიყენებოდა ლეგენდარული სკვითურ-სპარსული მახვილი-აკინაკი. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს მისი მასიურად აღმოჩენა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

066efc386c16

ფოთლისებრი შუბი

ჩაფხუტები უბრალო კოლხი მეთემეებისათვის იშვიათობას წარმოადგენდა. ამაში გარკვეული როლი ძველქართულმა წესებმა ითამაშა. მაგალითად იბერიაში თვით მძიმედ აღჭურვილი მხედრებისთვისაც კი მუზარადის ტარება მიღებული არ იყო. მაგრამ ქსენოფონტე ხშირად აღნიშნავს სამხრეთ კოლხეთში საბრძოლო მუზარადებს (ძირითადად ხის ან ტყავის). მაგრამ რათქმანდა ელიტარული საჯარისო რაზმები, რომლებიც მეფესა და დიდებულებს ჰყავდათ მძიმედ აღჭურვილ მებრძოლები იყნენ და ლაშქრის ყველაზე ძლიერ ნაწილს წარმოადგენდნენ.
სოფელ გომში საინტერესო ფარის ნაწილები და მისი გამოსახულებაცაა შემორჩენილი. იგი ძალიან მასიურად გამოიყურება და მისი ელემენტები ადგილობრივ დამზადებაზე იუთითებს. ეს ფარი უნდა იყოს ნახევრადცილინდრული ფორმის, ზომებში კი დაახლოებით რომაული ფარის ზომის. გამოსახულებაზე მეომრები ასეთი ფარებით ერთგვარ მძლავრ მწობრს ქმნიან. ანუ ცვენს წინაშეა ჰოპლიტური ფარის კოლხური შესატყვისი. გამოსახულებიდან გამომდინარე კოლხურ ლაშქარში შესაძლოა ჰყავდათ კიდეც ამვარი დანაყოფები (ოღონდ არა დიდი მაშტაბით რათქმაუნდა). ქალაქ ვანში აღმოჩნდა ფრესკა რომზელზეც მძიმედ აღჭურვილი მემრები არიან გამოსახულნი: მძიმე ქვეითები, რომლებიც დიდი ფარებით არიან შეიარაღებულნი, მძიმე მხედრები და მშვილდოსნები. ეტყობა ეს მეომრები კოლხური ელიტის ან დიდებულის რაზმის წევრები იყვნენ. ასეთი ფრესკების არსებობა ნიშანდობლივად ადასტურებს რომ კოლხეთია არმია შედგებოდა სამი წანილისაგან: მძიმედ, საშუალოდ და მსუბუქად აღჭურვილი მებრძოლებისაგან. ეს იყო ტიპიური აღმოსავლრი ტრადიციების ლაშქარი, მაგრამ კოლხეთის შემთხვევაში მას ერწყმოდა სკვითური კულტურაც.

კოლხური ნიმუშების დღეისათვის ცნობილი ნიმუშების შესწავლისას ცხადი ხდება, რომ კოლხეთი არ წარმოადგენდა დაბალგანვითარებულ სახელმწიფოს, რომლის საბრძოლო ძალების ქვაკუთხედს წარმოადგენდა სახალხო ლაშქარი. ამ ლაშქარს უთუოდ ჰქონდა დიდი სამხედრო ტრადიციები და კლასიფიკაცია. ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო, თუმცა კოლხეთის სახელმწიფო სამხედრო სისტემის არასრულყოფილება, სერიოზულად ასუსტებდა მის ბრძოლისუნარიანობას მაგ. ბერძნებთან მმართებაში და ძირს უთხრიდა მაღალპროფესიონალური, ხარისხიანად აღჭურვილი ლაშქრის ჩამოყალიბების იდეას (ნ. ბერულავა 11, თავი 15 )
კოლხთა სამხედრო რეპუტაცია ასახულია, კერძოდ აპიანეს სიტყვებში „გიჟურად მებრძოლი“ და „საბრძოლო საქმეზე სიგიჟემდე შეყვარებული” კოლხების შესახებ.
კოლხთა შეიარაღების კომპლექსი, მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს „სამხედრო პანოპოლიის“ ყველა ძირითად კომპონენტს შეიცავდა. საყურადღებოა რომ ქსენოფონტეს „ანაბასისში“ აღწერილი პრიმიტიული აღჭურვილობის მებრძოლები არ წარმოადგენენ სრულ სურათს კოლხური ლაშქრის შესახებ, ქსენოფონტს მხოლოდ კოლხური სამყაროს ჩამორჩენილ, სამხრეთ ნაწილზე ჰქონდა წარმოდგენა.
რაც შეეხება კოლურ სამხედრო ფლოტს მცირე მაშტაბით მაინც უნდა ეარსება. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია კოლხური კამარები. 30-40 კაცის ტევადობიანი ხომალდები, რომლებსაც კოლხები სამოგზაუროდ, სავაჭროდ და დასარბევად იყენებდნენ.

 

 

წყარო : http://iveri-kopaliani.blogspot.com/

Iveri Kopaliaini

http://iveri-kopaliani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button