კულტურაუცნაური

უცნაური ტიტანიკი

ყველასათვის ცნობილი ტიტანიკის უცნობი ისტორია.

გააგრძელე კითხვა……

02j3f

1898 წელს, 14 წლით ადრე ტიტანიკის ჩაძირვამდე, მორგან რობერტსონმა დაწერა წიგნი, “ტიტანის მარცხი, ანუ უიმედობა” (The Wreck of the Titan, or Futility). წიგნში აღწერილია ერთი ამბავი გემზე სახელად “ტიტანი”.

აი წიგნის გარეკანი:

uj1mo

და აი მსგავსებებიც მორგანის “ტიტანსა” და ნამდვილ “ტიტანიკს” შორის:

1) ორივე გემი დაახლოებით 800 ფუტი იყო სიგრძეში.

2) ორივე გემს ჰქონდა ზედმეტსახელი ჩაუძირავი (Unsinkable)

3) მორგანის ტიტანს 20 სამაშველო ნავი ქონდა (მხოლოდ 4-ით ნაკლები ტიტანიკზე) და არც ერთი არ იყო საკმარისი ხალხისთვის.

4) ორივე გემი ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანეში მიცურავდა.

5) ორივე გემზე დაახლოებით 3000 მგზავრი იყო.

6) ორივე გემი აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

7) ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს შეასკდა აისბერგს, ნიუფაუნდლენდიდან (Newfoundland) დაახლოებით 400 მილის დაშორებით. ტიტანიც აპრილში დაეჯახა აისბერგს გამოგონილი ტერანოვადან დაახლოებით 400 მილის დაშორებით (ინგლისური თარგმანით Terranova იგივეა რაც Newfoundland, Terra – Land/Terrian და Nova – New).

8) ორივე გემზე მგზავრების ნახევარზე მეტი დაიხრჩო.

:ucnauri.com: :evil: :ucnauri.com: :evil: :ucnauri.com:

მსგავსი ამბები

Back to top button