უცნაური

რეინკარნაცია, კლინიკური სიკვდილი

1030b8eb404b

მიუხედავად იმისა,რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში ზოგიერთს კი კლინიკური სიკვდილი ”გამოუვლია” მაინც არ არის ერთიანი  აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ თემაზე ეცნობა უამრავ საინტერესო “შემთხვევას” და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან.

რეანიმატოლოგია  – მეცნიერება ორგანიზმის გაცოცხლების შესახებ.სწავლობს შეგრძნებებს, რაც ადამიანებმა კლინიკური სიკვდილის გადატანისას განიცადეს. ექიმ – რეანიმოატოლოგები ასეთი “სიკვდილის “ არსებობას ტერმინალური მდგომარეობით ხსნიან, რაც წინა აგონიიის და აგონიის სტადიებს მოიცავს.
დღესდღეითობით არსებობს მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის კვდომასა და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას,რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი (“ხილვა”, ჰალუცინაცია) ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში “შესული” ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ, თუმცა, მათი შეგრძნებები ერთმანეთს ემთხვევა. “სიკვდილის” დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმამაღალი ზარი . შემდეგ ისინი სვლას განაგრძობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში. ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო.

სიმპტომები,რომლებიც თან ახლავს კლინიკურ სიკვდილს:
– სიტყვების გამოთქმის უუნარობა.
– მოსმენის უნარის შენარჩუნება.
– სიმშვიდის ან შიშის(თვითმკვლელობის შემთხვევაში) შეგრძნება.
– სხვადსხვა ინტენსივობით ხმაურის შეგრძნება.
– ბნელ გვირაბში, სიცარიელეში გადასვლა.
– “სხეულიდან გამოსვლა”-სხვა განზომილებაში გადანაცვლება.
– შეხვედრა უკვე გარდაცვლილ ადამიანებთან, “გაცისკროვნებულ სულთან”, ანგელოზთან.
– განვლილი ცხოვრების ფრაგმენტული ხილვა.
– მიახლოება “უცნობ” ზღვართან.
– დაბრუნების სურვილის  არქონა.

5ad6dd63a772

სოფელ კფარ რამიში მცხოვრებმა 7 წლის არაბმა გოგონამ, დიანა ფარუკმა  ერთ ღამეს ძილში ივრითულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი. საკვირველი ის არის, რომ გოგონა დაბადებიდან ამ ფაქტამდე არ გასცილებია სოფელს, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სოფელში კი არცერთი ებრაული ოჯახი არ იყო. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ენა?. . .  გაირკვა რომ  დიანა სიზმარში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა, რომ მას იაელ ბენ-იაირი ერქვა, რომ ოდესღაც იგი მშობლებთან ერთად თელავივში ცხოვრობდა და რომ რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დიანას მშობლების თხოვნით პოლიციამ დოკუმენტები მოიძია. გაირკვა, რომ გოგონა ასეთი სახელით სამი წლის წინ დედმამასთან ერთად მართლაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
დიანამ მშობლებს სთხოვა ებრაული წეს-ჩვეულებების მიხედვით შაბათობით სანთლების დანთება იგი ყვებოდა თელავივზე თავის სახლზე დამ მამაზე – ელ-ალზე. როცა 10 წელი შეუსრულდა, დიანამ გადაწყვიტა თავისი წარსული ცხოვრების კვალს გაჰყოლოდა და სახლიდან გაიქცა. თელავივამდე მიაღწია. დახმარების გარეშე მონახა თავისი ქუჩა, სახლი, თუმცა იქ უკვე ცხოვრობდნენ სხვები, რომლებმაც ძველ მოსახლეზე არაფერი იცოდნენ.

8e37dcf03686

“მე კი ასე დავინახე ყველაფერი: ვხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა, პირიქით ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი. ვიცოდი, რომ ის რაც ჩემში ხდებოდა იყო რაღაცის დასაწყისი, რომლის არსი ჯერჯერობით არ უნდა მცოდნოდა. მაგრამ ვიცოდი რომ ეს არ იყო “არყოფნა”. ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის. მინდოდა მეყვირა ხმამაღლა: – “ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის რაც თქვენ გგონიათ. ვგრძნობდი რომეს რაღაცის დასაწყისი იყო და არა დასასრული. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე დავინახე და იქ მელოდებოდა”. . .

აქ უკვე აზრი იყოფა – ქრისტიანები ამბობენ რომ ეს იესო იყო, იუდეველები ამტკიცებენ რომ მესიას შეხვდნენ, ათეისტებისთვის კი მას “სიკეთე”, “სიხარული” ან “ზეარსება” ერქვა. . .

c92b0feb7f02

უკან, სიცოცხლისკენ ის აბრუნებდა, ვინც მათ გვირაბის ბოლოში, კაშკაშა სინათლეში შეხვდა მთხრობელელთაგან ამ სინათლის იქეთ “შესვლა” კი ვერც ერთმა ვერ შეძლო. ზოგიერთი მათგანი იმასაც იხსენებს,  რომ “მას” გაესაუბრა და თხოვა უკანვე დაებრუნებინა შვილებთან და ნათესავებთან. თუმცა კლინიკური სიკვდილის ყველა “მსხვერპლი“ დიდ მწუხარებას გამოთქვამდა უკან, სიცოცხლეში დაბრუნების გამო.
დღეს ასეთი ადამიანები შეიძლება ჩვენს გარშემოც მოიძებნონ. ისინი შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. საერთო კი ერთი აქვთ – მათ აღარ ეშინიათ სიკვდილის!!!

Back to top button