არქივი

ანტივირუსმა კომპიუტერები გააწვალა

a92fd022bcd7

სიმართლე რომ გითხრათ მე ანტივირუსი არ მიყენია მარა ვისაც უყენია ჯობია ნახოთ :(

ცნობილი ანტივირუსის McAfee-ს ჩვეულებრივმა ვირუსულმა ბაზის განახლებამ (update) ათასობით კომპიუტერის მუშაობა შეაჩერა.

გუშინდელი განახლება შეიცავდა შეცდომას, რის გამოც windows-ისთვის საჭირო ფაილი svchost.exe ანტივირუსმა შეცდომით აღიქვა, როგორც ზიანის მომტანი პროგრამა. ამის შემდეგ კომპიუტერები კარგავდნენ ინტერნეტთან კავშირს და მუდმივად ახდენდნენ გადატვირთვას.
წინასწარი ინფორმაციით დაზარალდნენ მხოლოდ windows xp service packet 3 ის მომხმარებლები. vista და windows 7 ზე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შექმნილა. ამ განახლებამ იმოქმედა ზოგოერთი ამერიკული უნივერსიტეტების, საავადმყოფოების და ფირმების კომპიუტერებზე. ამ პრობლემამ შეაღწია კორპორაცია intel-შიც.
მას შემდეგ, რაც McAfee-მ აღმოაჩინა პრობლემა შეწყვიტა ანტივირუსული ბაზების განახლება. პრობლემის გადასაწყვეტად კომპანიის წარმომადგენლებმა მოუწოდეს მომხმარებლებს ჩართონ კომპიუტერი უსაფრთხო რეჟიმში, და მოხსნან კარანტინი ფაილს svchost.exe

წყარო:www.ambavi.com

მსგავსი ამბები

Back to top button