ახალი ამბებისაქართველო

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი მნიშვნელოვანი ფრით დაიწყო!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45  საბერძნეთში გეორგიოს კარაისკასის სტადიონზე, ბერძნებს უმნიშვნელოვანესი ქულა გამოსტყუა. 

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო ბერძნების უპირატესობით წარიმართა, თუმცა საქართველოს ნაკრების მცველებს თავი კარგად ეჭირათ, ხოლო მესამე წუთზე კი ალექსანდრე იაშვილმა ბერძენი მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და დასწრებაზე გამოუცდელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

გოლის შემდეგ ბერძნები უტევდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საერთოდაც, თუ მატჩს თვალს გადავავლებთ, ბერძნებს ტემპის აწევა არც უცდიათ, თითქოს მოგება არც უნდოდათ.
მეორე ტაიმში ისევ ბერძენი ფეხბურთელები აქტიურობდნენ, თუმცა ქართველებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს, მაგალითად, ზურაბ ხიზანიშვილმა ორჯერ საკმაოდ ძლიერად დაარტყა შორიდან და რომ არა ბერძენთა ახალგაზრდა მეკარე, ვინ იცის რა მოხდებოდა.

54-ე წუთზე იაშვილი ქართველმა ტალანტმა, ჯანო ანანიძემ შეცვალა, რომელსაც რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა განსაკუთრებით, ბოლო წუთებზე, როცა მან მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თავზე კი გადაუგდო სიფიკასს, მაგრამ წამოწეულ მცველებთან ვეღარაფერი გააწყო.

72-ე წუთზე კი ჩვენთვის სამწუხარო გოლი მივიღეთ, საჯარიმოში ჩაწოდების  შედეგად, მალხაზ ასათიანმა გამოიტანა ბურთი, როდესაც ბერძენი ფეხბურთელი ქუსლით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ სპიროპულოსის ძლიერ დარტყმას უკვე ვეღარ გადავურჩით (გაუხმეს მაგას ფეხი). საერთოდ, თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილი ეროვნული ნაკრები წაუგებლად ასპარეზობს, ამჟამად, ჩვენს ნაკრებს ჯგუფში მესამე ადგილი უკავიათ, ხოლო 7 სექტემბერს ისრაელთან გასამართ მატჩს საბრძოლო განწყობით ხვდება.

საბერძნეთი – საქართველო 1:1
საბერძნეთი: სიფაკისი, სეიტარიდისი (მიტროღლუ, 71), სპიროპულოსი, სამარასი (ნინისი, 59), პაპადოპულოსი, კარაგუნისი (კაპ.), სალპინგიდისი, ტოროსიდისი, გეკასი, პაპასტოპულოსი, კაცურანისი.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია).
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ასათიანი, კალაძე (კაპ.), ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა (მერებაშვილი, 87), კვირკველია, იაშვილი (ანანიძე, 54), კობიაშვილი, დვალიშვილი (გელაშვილი, 60).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.
გოლები: იაშვილი (3), სპიროპულოსი (72).
გაფრთხილება: სამარასი (37), ლობჟანიძე (44), კაცურანისი (74), ხიზანიშვილი (81), პაპადოპულოსი (83).
მსაჯი: კარლოს კლოს გამესი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close